,,ვიმედოვნებთ, რომ საქართველო დაუბრუნდება EU-ს გზას… ველოდებით, რას იზამს მთავრობა” – რუტე

,,ვიმედოვნებთ, რომ საქართველო დაუბრუნდება EU-ს გზას. ველოდებით, რას იზამს მთავრობა, ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული”, – ამბობს ნიდერლანდების პრემიერმინისტრი და NATO-ს მომავალი გენერალური მდივანი, მარკ რუტე.

,,მე ვღელავ, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზასთან დაკავშირებით ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებების გამო. ვესაუბრე პრეზიდენტს, ვფიქრობ, რომ ის შთამბეჭდავი ლიდერია, მაგრამ, სამწუხაროდ, მისი ვეტო პარლამენტმა დაძლია. რა თქმა უნდა, ველოდებით და ვიმედოვნებთ, რომ საქართველო დაუბრუნდება ევროკავშირის გზას. ახლა ველოდებით, რას იზამს საქართველოს მთავრობა, ახლა ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული”, – განაცხადა რუტემ.

მსგავსი თემები