,,ქართულმა ოცნებამ” უზენაესი სასამართლოს სამი მოსამართლე დაამტკიცა

საპარლამენტო უმრავლესობამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სამივე კანდიდატს მხარი დაუჭირა. გიზო უბილავას, ბადრი შონიასა და გოჩა ჯეირანაშვილის კანდიდატურებს პლენარულ სესიაზე ცოტა ხნის წინ უყარეს კენჭი.

,,ოცნების” დეპუტატებმა 80 ხმით მხარი დაუჭირეს გიზო უბილავას, ხოლო 78 ხმით ბადრი შონიასა და გოჩა ჯეირანაშვილის კანდიდატურები დაამტკიცეს.

უბილავა მოვალეობის შესრულებას დღეიდან, ხოლო შონია და ჯეირანაშვილი 18  ოქტომბრიდან შეუდგებიან.

მსგავსი თემები