,,ჩვენი ფეხბურთელები აუცილებლად მიიღებენ ღირსების ორდენს” – კახა კალაძე

„სამწუხაროა, რომ ფეხბურთელების და ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელების ღირსების ორდენზე წარდგენის საკითხს პრეზიდენტი ამ დრომდე არ გამოხმაურებია“, – ამის შესახებ თბილისის მერმა მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ ისაუბრა. კახა კალაძის თქმით, როცა ამის დრო მოვა, ფეხბურთელები ღირსების ორდენს აუცილებლად მიიღებენ. „სამწუხაროა, რომ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების და ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელების ღირსების ორდენზე წარდგენის საკითხს პრეზიდენტის მხრიდან გამოხმაურება დღემდე არ მოჰყოლია. ჯერ კიდევ თამაშის შემდეგ გაკეთდა განცხადება. აპრილის დასაწყისში პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ოფიციალურად მიმართეს პრეზიდენტს. ჩვენი ბიჭები აუცილებლად მიიღებენ ღირსების ორდენს, როცა ამის დრო მოვა. მინდა, მათ წარმატებები ვუსურვო“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მეტი...

,,ეს ადამიანები არიან მავნებლები, ყველაფერს აკეთებენ, რომ როგორმე ხალხი და ქვეყანა დააზიანონ” – კალაძე

,,თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, არავის მიეცემა ქვეყნის და ხალხის დაზარალების საშუალება”, – ის მედიასთან გამოეხმაურა ბუკა პეტრიაშვილის მოსაზრებას, რომ უმჯობესია, ევროპამ საქართველოს ვიზალიბერალიზაცია დროებით შეუჩეროს. კახა კალაძის განმარტებით, მსგავსი განცხადებები რადიკალური ოპოზიციონერების მხრიდან არ არის პირველი, მიუხედავად ამისა ქვეყანა განაგრძობს წინსვლას და მშვიდობის შენარჩუნებას. „პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ამ ტიპის განცხადებებს ვისმენთ. ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ქვეყანას ვიზალიბერალიზაციის სტატუსი არ მიეღო, ასოცირების ხელშეკრულებას ხელი არ მოსწეროდა, რადიკალიზმით იყვნენ დაკავებულები მაშინაც, კანდიდატის სტატუსზე რომ იყო საუბარი. გვახსოვს ზოგმა ოპოზიციონერმა რომ თქვა, რადიკალური პარტიის წარმომადგენლები ბრიუსელში დადიოდნენ და ცდილობდნენ, ქვეყანას…

მეტი...

,,ევროკავშირის ფულით დაფინანსებული ორგანიზაციები დაკავებულები არიან მუქარით და ტერორით” – შალვა პაპუაშვილი

,,კიდევ ერთხელ მივმართავ როგორც ევროკავშირის წარმომადგენლობას, ასევე ზოგადად ევროკავშირს და ევროკომისიას, რომ შეისწავლონ ის შემთხვევები, როდესაც ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსებული ორგანიზაციები და მათი თანამშრომლები დაკავებულები არიან მუქარით, ტერორით, დაშინებით, ტელეფონზე რეკვით”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, თუ ევროკავშირში იწონებენ ამას და მიაჩნიათ, რომ ესეც არის გამოხატვის თავისუფლების ნაწილი, ან თუ პასუხისმგებლობას არ იღებენ ევროკავშირის ბიუჯეტიდან დახარჯულ ფულზე, ესეც გვითხრან, მაგრამ წაყრუება არის მიუღებელი. „ამ ტერორის კამპანიას, რომელიც ახლა მიმდინარეობს ნაცმოძრაობის და ზოგიერთი ენჯეოს კოორდინირებული საქმიანობით, უნდა გაესვას ხაზი. უკვე რა ხანია, ვხედავთ მუქარას, დაშინების მცდელობას,…

მეტი...

როგორია ზურა ბერიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

ზურა ბერიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მსახიობის სიძე, ნიკო ნანიტაშვილი, უახლეს ინფორმაციას ავრცელებს. მისი თქმით, ზურა მკურნალობას საქართველოში, ქავთარაძეზე, ლეჩკომბინატის კლინიკაში განაგრძობს. „უკეთესობა არაფერია, სტაბილურად მძიმე მდგომარეობაა, სისხლი სჭირდება და ოჯახის წევრებს, როგორც შეგვიძლია ვაბარებთ სისხლის ბანკში. ხალხის შეწუხება არ გვინდა და ვცდილობთ სანათესავო, რომ ჩვენი სისხლით გავუმკლავდეთ. ქავთარაძეზე, ლეჩკომბინატის სისხლის ბანკში, ნებისმიერ სისხლს იბარებენ და შემდეგ ზურას რომელიც სჭირდება, იმაში ცვლიან“, – ამბობს ნიკო ნანიტაშვილმა.

მეტი...

9 აპრილის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

თბილისის მერიის ცნობით, მთაწმინდის რაიონში, 9 აპრილის ქუჩაზე, პავლე ინგოროყვას ქუჩიდან შოთა რუსთაველის გამზირამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება. რეაბილიტაციის გამო, აღნიშნულ ტერიტორიაზე 15 ივნისის 00:00 საათიდან ერთი თვის განმავლობაში, საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება. ამასთან, ზაქარია ჭიჭინაძის ქუჩაზე აიკრძალება პარკირება და მოძრაობა შესაძლებელი იქნება ორმხრივად, ხოლო ჩიტაძის ქუჩაზე, ინგოროყვას ქუჩიდან ჭონქაძის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, მოძრაობის მიმართულება შეიცვლება. ავტომობილები ჩიტაძის ქუჩიდან გადაადგილებას შეძლებენ ჭონქაძის ქუჩის მიმართულებით.

მეტი...

,,პოლიციას კი არა, ეს ხალხი თუ ხელისუფლებაში მოვიდა მთელ საქართველოს მოუწყობს ეგზეკუციას” – პაპუაშვილი გუბაზ სანიკიძეზე

,,პოლიციას კი არა, ეს ხალხი თუ ხელისუფლებაში მოვიდა მთელ საქართველოს მოუწყობს ეგზეკუციას, როგორც ეს მოაწყვეს 2003 წელს, როდესაც ხელისუფლებაში მოვიდნენ”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც გუბაზ სანიკიძის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ოპოზიციონერი ამბობს, რომ პოლიციას დიდი რეფორმა ელოდება და შემდეგი მთავრობა უწყებაში ყველას დასჯის. „ჩვენ საქმე გვაქვს ძალასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ ფილოსოფიის მატარებელ ხალხთან, რომლისთვისაც არაფერს ნიშნავს ადამიანის ღირსება, სახელმწიფო ინსტიტუტები, ქართველი ხალხი. ეს არის ძალა, რომელიც სრულად იყო მარიონეტი გარე ძალების, რომლის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია იყო 2003 წელს სახელმწიფო და საზოგადოებრივი ქსოვილის მოშლა. მათ საზოგადოებრივი ჯგუფების…

მეტი...

ეროვნულმა ბანკმა მაის-ივნისში იმაზე მეტი დოლარი გაყიდა ვიდრე 2023 წელს მთლიანად

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 16 მაისიდან – 11 ივნისამდე პერიოდში, სავალუტო აუქციონზე 168.7 მილიონი დოლარი გაყიდა, რაც 2023 წლის ჯამურ მონაცემს დაახლოებით 2 მილიონით აჭარბებს. ინფორმაციას BPN ეროვნული ბანკის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. სებ-მა სავალუტო აუქციონზე ამ წლის 16 მაისს – 60 მლნ. დოლარი გაყიდა, 28 მაისს – 48.7 მლნ. დოლარი, 11 ივნისს 60 მლნ. დოლარი. 2023 წლის განმავლობაში საქართველომ 166.750 მლნ დოლარის უცხოური ვალუტა გაყიდა, რაც დღევანდელ მაჩვენებელზე 1.2%-ით ნაკლებია. 2023 წლის 11 ივნისამდე ეროვნულ ბანკს მხოლოდ 17.1 მლნ დოლარი ჰქონდა გაყიდული. შარშან სავალუტო აუქციონზე სებ-მა უცხოური ვალუტის ძირითადი ნაწილი (149.65…

მეტი...

,,საქმე გავქვს ადამიანთან, რომელმაც გადააბიჯა კონსტიტუციას, ქვეყნის ინტერესებს” – პაპუაშვილი

,,საქმე გავქვს ადამიანთან, რომელმაც გადააბიჯა კონსტიტუციას, ქვეყნის ინტერესებს. ბოლო პერიოდში რასაც ვუყურებთ, ის სრულად მოქმედებს გარედან კარნახით და რა კარნახიც მოსდის ამა, თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, როდის რა გააკეთოს, როდის რას მოაწეროს ხელი, ზუსტად ისე იქცევა”, – ამის შესახებ საქარტველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს პრეზიდენტთან დაკავშირებით განუცხადა. შალვა პაპუაშვილმა ასე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც დაინტერესდა, რატომ არ მოაწერა ხელი პრეზიდენტმა აქამდე საქართველოს ფეხბურთის ნაკრების ღირსების ორდენებით დაჯილდოვებასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრისა და მის მიმართვას. „როგორც მოგეხსენებათ, პრემიერ-მინისტრმა და მე ჯერ კიდევ 4 აპრილს მივმართეთ სალომე ზურაბიშვილს ჩვენი საფეხბუთო ნაკრების წევრების, ისევე, როგორც სამწვრთნელო…

მეტი...

,,მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, აღადგინოს პრინციპების ერთგულება” – ნიდერლანდების საგარეო

,,მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას აღადგინოს ამ პრინციპების ერთგულება”, – ამის შესახებ ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრო X-ზე წერს. ,,ამ კვირაში საქართველოსთან დროული პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა. დიალოგის საშუალებით გაიცა მკაფიო გზავნილი იმის შესახებ, როგორ უარყოფითად აისახება საქართველოში განვითარებული მოვლენები ქვეყნის დემოკრატიაზე, EU-ის გზაზე და ჩვენს პარტნიორობაზე. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, აღადგინოს ამ პრინციპების ერთგულება,” – წერია განცხადებაში.

მეტი...

,,2 დღის ვადას ვაძლევთ გარემოს დაცვის სამინისტროს” – ,,ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად”

მოძრაობა ,,ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად” განცხადებას ავრცელებს და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2 დღის ვადას აძლევს, რათა მიიღონ პასუხი, როდის შეძლებს მინისტრი პროტესტის მონაწილეებთან შეხვედრას. ,,ბოლო დღეების განმავლობაში, სოფელ ბალდაში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მისი ქვეუწყება, დაცული ტერიტორიების სააგენტო ამ დრომდე არ გამოხმაურებიან, მოსახლეობა 2 დღის ვადას ვაძლევთ, რა დროშიც უნდა გვითხრან პასუხი იმასთან დაკავშირებით, თუ როდის შეძლებს მინისტრი ჩვენთან შეხვედრას. შეხვედრა საჯარო ფორმატში, შემდეგი კვირის განმავლობაში უნდა გაიმართოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მოგვიწევს კონკრეტული ზომების მიღება”, – წერია განცხადებაში.

მეტი...

კრივოი როგზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 30-ზე მეტი

14 ივნისი კრივოი როგში გლოვის დღედ გამოცხადდა, 12 ივნისს რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა გამო. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, კრივოი როგში (დნეპროპეტროვსკის ოლქი) საცხოვრებელ უბანზე თავდასხმას 9 ადამიანი ემსხვერპა, დაშავდა 32 ადამიანი, მათ შორის ხუთი ბავშვია. 13 დაშავებული ქალაქის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ შორის ხუთის მდგომარეობა მძიმეა, ერთის უკიდურესად მძიმე.

მეტი...

წყნეთის გზატკეცილზე ტრანსპორტის გადაადგილება სრულად შეიზღუდება

ვაკის რაიონში, წყნეთის გზატკეცილის სრული რეაბილიტაცია იწყება. სამუშაოები წყნეთის გზატკეცილის N6-დან (ე.წ. ბაგების კუნძულებიდან) ბაგების დასახლების ახალ საავტომობილო ხიდამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ჩატარდება. დაგეგმილი სამუშაოების გამო, 15 ივნისის 00:00 საათიდან ოთხი თვის განმავლობაში, გზის აღნიშნულ მონაკვეთში ტრანსპორტის გადაადგილება სრულად შეიზღუდება. ტერიტორიაზე გადაადგილებას საკუთარი ავტომობილებით მხოლოდ ადგილობრივი მცხოვრებლები შეძლებენ. სხვა სატრანსპორტო საშუალებები ილია ჭავჭავაძის გამზირიდან წყნეთის მიმართულებით გადაადგილდებიან თამარაშვილის გამზირის, უნივერისტეტის ქუჩისა და საბურთალო-ბაგების დამაკავშირებელი ხიდის გავლით, ხოლო წყნეთისა და ბაგების მხრიდან ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით კერძო ავტომობილების მძღოლები იმოძრავებენ საბურთალო-ბაგების დამაკავშირებელი ხიდის, უნივერსიტეტის ქუჩისა და თამარაშვილის გამზირის გავლით. წყნეთის გზატკეცილზე და…

მეტი...

სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის დირექტორმა აგრარულ სექტორში ელექტროენერგიის აქტიური მომხმარებლის როლსა და პერსპექტივებზე ისაუბრა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის დირექტორი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, ნუგზარ ბერიძე საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე სიტყვით წარდგა. მან ისაუბრა აგრარულ სექტორში ელექტროენერგიის აქტიურ მომხმარებელსა და მის პერსპექტივებზე. ღონისძიებას ესწრებოდნენ მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლები. ნუგზარ ბერიძის თქმით საქართველო, როგორც ენერგეტიკული გაერთიანების წევრ სახელმწიფოს, აქვს ვალდებულება მიუერთდეს მე-4 ენერგეტიკულ პაკეტს და მოახდინოს მისი იმპლემენტაცია ეროვნულ კანონმდებლობაში. აღნიშნული საუკეთესო საშუალებაა „ნეტო-აღრიცხვის“ რეგულაციის განსავითარებლად. ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის დირექტორმა დეტალურად ისაუბრა ნეტო აღრიცხვის ახალ პერსპექტივებზე. „განახლებადი ენერგიის თვითმომხმარებელი (პროსიუმერი – Produser+Consumer) არის საბოლოო მომხმარებელი, რომელიც…

მეტი...

,,ევროპის ჩემპიონატზე გასვლა დიდი შრომის შედეგია, რომელსაც ნაკრების თითოეულმა წევრმა სახელმწიფოს ხელშეწყობით მიაღწია” – კახა კალაძე

თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე წარმატებები უსურვა. მისივე თქმით, ის პრემიერ-მინისტრთან ერთად გერმანიაში იმყოფებოდა, სადაც ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს შეხვდნენ და მათ მხარდაჭერა გამოუცხადეს. „საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად ვიმყოფებოდი გერმანიაში, კერძოდ დიუსელდორფში, სადაც შევხვდით ჩვენი ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს. ბიჭებს ვუსურვეთ წარმატებები, მათ მთელი საქართველო გულშემატკივრობს. ნაკრების თითოეულმა წევრმა კარგად იცის, რამდენად მნიშვნელოვანია მათი გამარჯვება ჩვენი ქვეყნისთვის. ევროპის ჩემპიონატზე გასვლა უკვე არის დიდი წარმატება ქართული ფეხბურთისთვის. ასევე, გვაქვს მოლოდინი, რომ პირველ ეტაპზე, ჯგუფიდანაც გავალთ. ეს არის დიდი შრომის შედეგი, რომელსაც ჩვენმა ფეხბურთელებმა, ნაკრების თითოეულმა წევრმა, სახელმწიფოს…

მეტი...

,,ჩვენი ქვეყნისა და თბილისის ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი დღე” – კახა კალაძე

,,ჩვენი ქვეყნისა და თბილისის ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი დღე”, – ასე უწოდა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ 2015 წლის 13 ივნისს. თბილისის მერმა 9 წლის წინანდელი ტრაგედია მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე გაიხსენა. „დღეს 13 ივნისია – ჩვენი ქვეყნისა და თბილისის ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი დღე. დღე, რომელმაც წაგვართვა ათობით ადამიანის სიცოცხლე და გაგვაცნო გმირები, რომელთა დამსახურებით ასევე ათობით ადამიანი გადარჩა. ამ უმძიმესმა ტრაგედიამ აღმოგვაჩენინა ახალი თბილისი – ათასობით ახალგაზრდა, რომელიც გაერთიანდა და ნუგეშად იქცა მთელი ქალაქისთვის. ყველას გვახსოვს, რამდენად რთული მდგომარეობა იყო და როდესაც გათენდა, სრულიად საქართველო გაერთიანდა და ერთმანეთის მხარდამხარ, ერთმანეთის გვერდიგვერდ დავიწყეთ…

მეტი...

ბრიტანეთი G7-ის სამიტზე უკრაინისთვის 300 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ოდენობის დახმარებას გამოაცხადებს

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, რიში სუნაკი ხუთშაბათს, იტალიაში, G7-ის სამიტზე გამოაცხადებს 242 მილიონი ფუნტის (თითქმის 310 მილიონი დოლარი) დახმარების პაკეტს უკრაინისთვის. დახმარება გამოცხადდება, რათა ქვეყანამ მხარი დაუჭიროს უკრაინის გადაუდებელ ჰუმანიტარულ, ენერგეტიკულ და სტაბილიზაციის საჭირობებს, ასევე გრძელვადიანი ეკონომიკური და სოციალური აღდგენისა და რეკონსტრუქციისთვის საფუძვლის ჩასაყრელად. ,,ჩვენ უნდა ვიყოთ გადამწყვეტი და კრეატიული ჩვენს მცდელობებში, რომ მხარი დავუჭიროთ უკრაინას და დავასრულოთ პუტინის უკანონო ომი ამ კრიტიკულ მომენტში. დიდი ბრიტანეთი რჩება საერთაშორისო რეაგირების წინა ხაზზე, როგორც ჩვენ თავიდანვე ვიყავით. “რამდენი დროც დასჭირდება”-დან უნდა გადავიდეთ “რაც არ უნდა იყოს საჭიროზე”, თუ ჩვენ გვინდა დავასრულოთ ეს უკანონო…

მეტი...

საიამ 2105 წლის 13 ივნისს ვერეს ხეობაში დაღუპული დავით გაბიტაშვილის საქმეზე სტრასბურგს მიმართა

,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” 2015 წლის 13-14 ივნისს, თბილისში, მდინარე ვერეს ხეობაში დაღუპული დავით გაბიტაშვილის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა. დავით გაბიტაშვილი 2015 წლის 13 ივნისს, თბილისში, ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე მანქანით გადაადგილდებოდა. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 13 ივნისის განვითარებული მოვლენებიდან 9 წლის შემდეგ, გამოძიებას რაიმე კონკრეტული შედეგისთვის დღემდე არ მიუღწევია, რაც მის არაეფექტიანობას უსვამს ხაზს. გაბიტაშვილის ოჯახის წევრებს დღემდე არ აქვთ მინიჭებული დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი. ,,საჩივარში ხაზგასმულია, რომ სტიქიის დროს სახელმწიფომ გამოიჩინა დაუდევრობა, ერთი მხრივ, ვერ დაიცვა მოსახლეობა სტიქიური უბედურებისგან, როგორც რისკების წინასწარი მონიტორინგით, ისე – საზოგადოების დროული გაფრთხილებით,…

მეტი...

ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახის მშენებლობას მეზობლები აპროტესტებენ

ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახის მშენებლობას მეზობლები აპროტესტებენ. საუბარია ძველ თბილისში, ასკანის 9 ნომერში მიმდინარე სასტუმროს მშენებლობაზე, რომელიც ნოდარ ბასილაშვილს ეკუთვნის. ადგილობრივების თქმით, მიმდინარე სამუშაოები მიმდებარედ სახლებს აზიანებს. ერთ-ერთი მცხოვრები ამბობს, რომ ორჯერ დაწერა საჩივარი მერიაში, თუმცა უშედეგოდ. ,,კლდე მოჭრა, წამოვიდა წყალი, იქ სჭირდება დრენაჟი. ფანჯარას მიხურავს, საჩივარი ორჯერ დავწერე. ეგრე უთქვამს, მე მყავს მფარველი. არ ვიცი მაგის მფარველი ვინ არის, მთავრობა თუ სხვა ვიღაც, კლდის მოჭრის, საძირკვლის ამოთხრის, ყველაფრის უფლება ჰქონია ამ კაცს. არ ვიცი ვის მივმართო, ძველ თბილისში ახლა, ამ ისტორიულ ქუჩაზე ამის აშენება არანაირად არ შეიძლება”, – ამბობს…

მეტი...

,,აშშ-ის ახალი სანქციების შედეგად, მოსკოვის საფონდო ბირჟამ დოლარებსა და ევროებში ვაჭრობა შეწყვიტა” – გიგი გიგიაძე

,,აშშ-ის ახალი სანქციების შედეგად, მოსკოვის საფონდო ბირჟამ დოლარებსა და ევროებში ვაჭრობა შეწყვიტა”, – ამის შესახებ ინფორმაციას, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის უფროსი მკვლევარი გიგი გიგიაძე ავრცელებს. ,,ამერიკის მიერ დაწესებული ახალი სანქციების შედეგად, მოსკოვის საფონდო ბირჟამ დოლარებსა და ევროებში ვაჭრობა შეწყვიტა. რუსეთი გასული საუკუნის 90-იანი წლების რეალობას უბრუნდება”, – წერს გიგიაძე.

მეტი...

ფოთში დიალიზის პროგრამის ბენეფიციარებმა აქცია გამართეს

,,ვითხოვთ სიცოცხლეს”, – ამ სახელწოდებით ფოთში, დიალიზის პროგრამის ბენეფიციარებმა აქცია გამართეს და პროტესტის ნიშნად ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს. მიზეზი ადგილობრივ კლინიკაში მათთვის მიწოდებული ინფორმაციაა, რომ ფოთში აღნიშნული განყოფილება დაიკეტება და პაციენტებს პროცედურის ჩატარება სხვა ქალაქებში მოუწევთ. 22 პაციენტი მკურნალობის უფლების უზრუნველყოფას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში ამბობენ, რომ რკინიგზასაც გადაკეტავენ. ,,გუშინ გვითხრეს, მოკიდეთ თქვენ ქვეშაგებელს ხელი, წაიღეთ, თავისუფალი ხართო, აწი დიალიზი არ იქნება აქო. რა ვქნათ, ხვალ დიალიზი მაქვს, არ წავალ, შაბათს დიალიზი მაქვს, არ წავალ. გთხოვთ დროზე ადრე არ მომკლათ”, – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე. ფოთის მერის მოადგილე, მამუკა პაპასკირი ამბობს, რომ…

მეტი...

9 წელი 13 ივნისის ტრაგედიიდან

2015 წელს, ზაფხულის წვიმა დიდი სტიქიის მიზეზი გახდა. ადიდდა მდინარე ვერე, რის შემდეგ განვითარებულ მოვლენებსაც 21 ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დღემდე უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება. ყველაფერი 23:35 საათზე დაიწყო. სტიქიას საფუძველი თრიალეთის ქედის კალთებზე ჩაეყარა. წყნეთი-ბეთანიის გზაზე მეწყერი ჩამოწვა, დაცურდა კლდის მთლიანი ფენა. სპეციალისტები იხსენებენ, რომ მთას დაახლოებით 1,2 მილიონი კუბური მეტრი მიწის მასა მოწყდა. ჩამოშლილმა მიწამ გზის 650-მეტრიანი მონაკვეთიც წაიღო. ღვარცოფი დედაქალაქისკენ დაიძრა. მას თბილისამდე 10 კილომეტრი აშორებდა. 23:50 – დაძრულმა მასამ მდინარის გამტარი გვირაბი გაჭედა, რომელიც მალევე მდინარემ გაარღვია. გვირაში გაიჭედა ერთი მანქანაც. წყლის მასამ თანდათან მოიმატა, გართულდა მოძრაობა და წყალმაც…

მეტი...

ახალციხეში საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი იყო

ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის სახურავზე ღამით ხანძარი გაჩნდა. ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია. ადგილობრივ მედია ,,სამხრეთის კარიბჭესთან” ადგილობრივები ამბობენ, რომ ცეცხლი კორპუსის სახურავზე დაახლოებით 00:00 საათზე გაჩნდა. ყეველა მცხოვრები ევაკუირებულია. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

მეტი...

ჭიათურაში 72 წლის ლენა ქურციკიძეს ეძებენ

ოჯახი 72 წლის ლენა ქურციკიძეს ეძებს. ის საკუთარი სახლიდან 30 მაისს გავიდა და ამ დრომდე არ დაბრუნებულა. ოჯახის ინფორმაციით, მას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ლენა ქურციკიძეს პოლიცია უკვე 12 დღეა ეძებს. ახლობლები საზოგადოებას დახმარებას სთხოვენ, ხოლო ინფორმაციის შემთხვევაში შესაძლებელია ამ ნომერზე დარეკვა : 551557558.  

მეტი...

„თუ ვიზა აქვს ლილუაშვილს, მე დავუფინანსებ მას მგზავრობას, ვნახოთ სანქცირებულია თუ არა“- კუპრაძე

 პარტია “ლელოს” გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე მიიჩნევს, რომ სუს-ის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი სანქირებულია. კუპრაძე ლილუაშვილს, იმის შესამოწმებლად არის თუ არა სანქცირებილი, ამერიკაში გამგზავრებას სთავაზობს. რაც შეეხება, მგზავრობის ხარჯებს ამბობს, რომ  თვითონ დაფარავს. “მე არ გამკვირვებია ეს განცხადება. სავარაუდოდ, ლილუაშვილი წინასწარ არ გააფრთხილეს, რა უნდა ელაპარაკა. გრიგოლ ლილუაშვილი, რომელიც ასრულებს პოლიტიკურ დავალებას, მიუხედავად იმისა, რომ მას ეშინია სანქციების, ის იქნება სანქცირებული, თუ უკვე არ არის. მე ვფიქრობ, რომ ის უკვე სანქცირებულია. თუ ვიზა აქვს ლილუაშვილს, მე დავუფინანსებ მას მგზავრობას შტატებში და გაფრინდეს, ვნახოთ სანქცირებულია თუ არა. ის ცდილობს რომ პოლიტიკურად გადარჩეს. და…

მეტი...

აშშ-მა ახალი სანქციები დააწესა მათთვის, ვინც მოსკოვს სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარება

აშშ-მა რუსეთის თავდაცვის სექტორისა და იმ კომპანიების წინააღმდეგ შემოიღო ახალი სანქციები, რომლებიც მოსკოვს სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარებიან. ამის შესახებ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. რუსეთის თავდაცვის სფეროდან სანქციები შეეხო კომპანიებს, რომლებიც სამხედრო ტექნიკას ამზადებენ – დრონებიდან გემებამდე – და მათ ნაწილებს, ასაფეთქებელი ნივთიერებების კომპონენტებს, საბრძოლო მასალას, ელექტრონიკას, ასევე სამხედრო ტექნიკის შემკეთებელ კომპანიებს. ახალ სასანქციო სიაში ასევე ჩამოთვლილია 90-ზე მეტი ფიზიკური ან იურიდიული პირი რუსეთიდან, ბელარუსიდან, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებიდან, ბულგარეთიდან, ყაზახეთიდან, ჩინეთიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, სამხრეთ აფრიკიდან, სერბეთიდან და თურქეთიდან, რომელთა მეშვეობითაც რუსეთი სანქციებისთვის გვერდის ავლას ცდილობს.

მეტი...

„აშშ და უკრაინა 13 ივნისს უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებას მოაწერენ ხელს“ – ჯეიკ სალივანი

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის ლიდერმა ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტები ჯო ბაიდენი და ვოლოდიმირ ზელენსკი იტალიაში, „დიდი შვიდეულის“ სამიტის ფარგლებში გამართავენ მოლაპარაკებებს, რის შემდეგაც ხელს მოაწერენ შეთანხმებას. „შეხვედრის შემდეგ ლიდერები ხელს მოაწერენ უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებას, რომელიც იქნება ნათელი განაცხადი იმის შესახებ, რომ ჩვენი მხარდაჭერა გრძელვადიანი და გარანტი იქნება ჩვენი თანამშრომლობის, განსაკუთრებით თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში“, – განაცხადა  ჯეიკ სალივანმა. თეთრი სახლის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ შეთანხმება ასევე ხელს შეუწყობს უკრაინელი სამხედროების განვითარებას. „შეთანხმებაზე ხელისმოწერით ჩვენ რუსეთს ვუგზავნით სიგნალს ჩვენი გადაწყვეტილების შესახებ“, – აღნიშნა სალივანმა.

მეტი...

„რჩევის სახით მიცემულ რეკომენდაციაზე გამოძიების პრეცედენტი არ არსებობს“- ლილუაშვილი პრემიერის განცხადებაზე

“სამართლებრივ სივრცეში მიღებული პრაქტიკის შესაბამისად, პრემიერის განცხადებაში არ არის საკმარისი ნიშნები იმისა, რომ გამოძიების დაწყების საფუძველი იყოს” – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაცისთან დაკავშირებით, რომ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს ბედის გაზიარებით დაემუქრნენ. ლილუაშვილი ამბობს, რომ გამოძიების დასაწყებად არ არის სათანადო მტკიცებულებები. „პრემიერმა ბრძანა: მან გამაფრთხილა მეგობრულად, რათა მიმეღო უსაფრთხოების დამატებითი ზომებიო. ეს პირდაპირ მუქარად ჩაითვალა? ჩვენს სამართლებრივ სივრცეში არ არსებობს რჩევის სახით მიცემულ რეკომენდაციაზე გამოძიების პრეცედენტი “ – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

მეტი...

ერევანში აქციებზე 60 ადამიანი დააკავეს

სომხეთის დედაქალაქ ერევანში მთავრობის საწინააღმდეგო აქციებზე 60 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას სომხური მედია სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. აქციის მიმდინარეობისას, ვითარება განსაკუთრებით დაიძაბა სომხეთის პარლამენტის შენობასთან, სადაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი დეპუტატების კითხვებს პასუხობდა. სამართალდამცველებმა სცადეს, დემონსტრანტები პარლამენტის ღობიდან მოეშორებინათ და ამ მიზნით ხმოვანმანათობელი სპეციალური საშუალებები გამოიყენეს.

მეტი...

“„გლობალურ ომის პარტიას” გეოგრაფია არ გააჩნია“-ლილუაშვილი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა ე.წ. “გლობალური ომის” პარტიაზე ისაუბრა. მისი განმარტებით, აქ არა კონკრეტული პარტია, არამედ პოლიტიკური სუბიექტები მოიაზრებიან, რომელთა რიტორიკაც მეორე ფრონტის შექმნას ცდილობს. ლილუაშვილი ამბობს, რომ „გლობალური ომის პარტიას“ გეოგრაფია არ გააჩნია. „ჩემი აზრით, ეს არის ინტერპრეტაციების საკითხი. შეიძლება, ფიზიკურად პარტია რეგისტრირებული არც იყოს. „გლობალური ომის პარტია“ პოლიტიკური ტერმინიდან გამომდინარე ჩამოყალიბდა. ალბათ, ამაში მოიაზრება ყველა ის პოლიტიკური სუბიექტი, რომლის რიტორიკა ითვალისწინებს დაძაბულობის კერების გაჩენას, მეორე ფრონტის გახსნას.. ჩვენ ვიხილეთ ასეთი დამაზიანებელი განცხადებები როგორც შარშან, ისე წელსაც. ალბათ, ამათი ერთობლიობაა, გეოგრაფია არ გააჩნია ამ პარტიას“- აღნიშნა ლილუაშვილმა.…

მეტი...

„ჰამასმა“ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის წინადადებაში ცვლილებების შეტანის შეთავაზება გააკეთა

„იმ წინადადებაში, რომელიც მაგიდაზე იყო, „ჰამასმა“ მრავალი ცვლილების შეტანის შეთავაზება გააკეთა. ზოგიერთ ცვლილებაზე მუშაობა შეიძლება, ზოგიერთზე კი არა“, – აღნიშნულთან დაკავშირებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა დოჰაში, კატარის პრემიერ-მინისტრთან, მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-თანისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ბლინკენმა აღნიშნა, რომ პარტნიორებთან, კატართან და ეგვიპტესთან ერთად მუშაობას გააგრძელებს, რათა მომდევნო რამდენიმე დღეში ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების მიღწევა მოხდეს. „რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს, მით უფრო მეტი ადამიანი დაიტანჯება და დროა ვაჭრობა შეწყდეს“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

მეტი...

„სიზმარი არ დამსიზმრებია შემიშვებენ თუ არა“- სუს-ის ხელმძღვანელი სანქციებზე

“ვიზაც პასპორტში მაქვს და არც შეტყობინება მიმიღია, არ დამსიზმრებია შემიშვებენ თუ არა – თუ არ შემიშვებენ, ძალიან ცუდი ტონი იქნება”- განაცხადა სუს-ის ხელმძღვანელმა გრიგოლ ლილუაშვილმა და ასე უპაუსხა აშშ-ის მიერ გამოცხადებულ სავიზო შეზღუდვების პირველი ტრანშის გამოცხადების თაობაზე დასმულ კითხვას. ლილუაშვილი ამბობს, რომ ის სანქციებს არ ელოდება. „წინასწარ რა დაგიდასტუროთ? – არც შეტყობინება მიმიღია და ვიზაც პასპორტში მაქვს და როგორ გითხრათ? სიზმარი არ დამსიზმრებია შემიშვებენ თუ არა. თუ არ შემიშვებენ, ძალიან ცუდი ტონი იქნება, ჩვენი პარტნიორული ურთიერთობები არ ითვალისწინებს მსგავს მიდგომას, თუმცა ამას არ ველოდებით, პირიქით, ოპტიმისტურად ვართ განწყობილები. თანამშრომლობა კი არ…

მეტი...

„დაასრულეთ უარყოფითი მოვლენები“- პეტერ სტანო

„მოვუწოდებთ საქართველოს ოფიციალურ პირებს, დაასრულონ უარყოფითი მოვლენები, დეტალურად და დროულად გამოიძიონ ძალადობისა და დაშინების დასაბუთებული აქტები“- ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერი, პეტერ სტანო ავრცელებს. განცხადებაში ევროკავშირი წუხილს გამოთქვამს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, პოლიტიკური ლიდერების, სამოქალაქო აქტივისტებისა და ჟურნალისტების მიმართ დაშინების, მუქარებისა და ფიზიკური თავდასხმების მზარდი რაოდენობის გამო. “ევროკავშირი წუხს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, პოლიტიკური ლიდერების, სამოქალაქო აქტივისტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ დაშინების, მუქარებისა და ფიზიკური თავდასხმების მზარდი რაოდენობის გამო. ევროკავშირი, კიდევ ერთხელ, მოუწოდებს საქართველოს ოფიციალურ პირებს დაასრულონ ეს უარყოფითი მოვლენები, და დეტალურად და დროულად გამოიძიონ ძალადობისა და დაშინების დასაბუთებული აქტები.…

მეტი...

სეტყვამ თელავი დააზარალა

სეტყვამ თელავის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი დააზარალა. სეტყვა იყო სოფელ იყალთოში,რუისპირსა და ვარდისუბანში. ზარალის ოდენობა უცნობია, თუმცა ფერმერები ამბობენ, რომ სეტყვამ ძირითადად მრავალწლიანი და ერთწლიანი ნარგავები და ვენახების ნაწილი დააზიანა. ადგილობრივ ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ვითარებას ეცნობიან.

მეტი...

დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქი კრივი-რიჰი დაბომბეს

რუსეთის ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქი კრივი-რიჰი დაბომბეს. დაღუპულია ექვსი და დაშავებულია 11 ადამიანი. აღნიშნულთან დაკავშირებით, ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ავრცელებს. „ყოველდღე და ყოველ საათს რუსული ტერორი ადასტურებს, რომ უკრაინამ თავის პარტნიორებთან ერთად უნდა გააძლიეროს საჰაერო თავდაცვა“, – წერს ზელენსკი. პრეზიდენტის განცხადებით, საჰაერო თავდაცვის თანამედროვე სისტემებს შეუძლია, უზრუნველყოს უკრაინელი ხალხის, უკრაინული ქალაქებისა და პოზიციების მაქსიმალური დაცვა. „ჩვენ მაქსიმალურად გვჭირდება ისინი“, – აღნიშნავს ზელენსკი.

მეტი...

„ჯგუფიდან გასვლის შანსი არსებობს, ძლიერი ეროვნული ნაკრები გვყავს“-კალაძე

დედაქალაქის მერი კახა კალაძე,  პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრებს ქალაქ დიუსელდორფში შეხვდა და მათ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებები უსურვა. კახა კალაძის განცახდებით, ჯგუფიდან გასვლის შანსი არსებობს. „დიდი იმედი მაქვს, რომ ჯგუფიდან გასვლას მოვახერხებთ. ძალიან დიდი შანსი გვაქვს ამის.  ძლიერი ეროვნული ნაკრები გვყავს, რაც ბოლო ამხანაგურ შეხვედრაშიც გამოჩნდა, რომ გუნდი კარგ ფორმაშია.  სრულიად საქართველო გულშემატკივრობს ჩვენს ბიჭებს. მინდა, კიდევ ერთხელ წარმატებები ვუსურვო ეროვნულ ნაკრებს და სრულიად საქართველოს“ – განაცხადა კახა კალაძემ. საქართველოს ნაკრები F ჯგუფში პორტუგალიის, თურქეთისა და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს. ევროპის ჩემპიონატზე ნაკრები 18 ივნისს, თურქეთს შეხვდება.…

მეტი...

ნარკოტიკების ჯგუფურად გასაღების მცდელობის ფაქტებზე ბრალდებულს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღების და ჯგუფურად გასაღების მცდელობის ფაქტებზე ერთი ადამიანი დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალებებს 1,4889 გრ. „ალფა-პვპ-ს“ და 0,087 გრ. „მეთადონს“. ნარკოტიკული საშუალების ნაწილი მან ქუთაისში და ზესტაფონის მუნიციპალიტეტში გაასაღა, ხოლო ნაწილის გასაღებას ბათუმში და ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სხვა პირთან ერთად, ჯგუფურად ცდილობდა“- ნათქვამია განცხადებაში. ამავე ცნობით, ბრალდებულებს სასამართლომ სასჯელის ზომად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. „მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი,…

მეტი...