„ჯგუფიდან გასვლის შანსი არსებობს, ძლიერი ეროვნული ნაკრები გვყავს“-კალაძე

დედაქალაქის მერი კახა კალაძე,  პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრებს ქალაქ დიუსელდორფში შეხვდა და მათ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებები უსურვა. კახა კალაძის განცახდებით, ჯგუფიდან გასვლის შანსი არსებობს.

„დიდი იმედი მაქვს, რომ ჯგუფიდან გასვლას მოვახერხებთ. ძალიან დიდი შანსი გვაქვს ამის.  ძლიერი ეროვნული ნაკრები გვყავს, რაც ბოლო ამხანაგურ შეხვედრაშიც გამოჩნდა, რომ გუნდი კარგ ფორმაშია.  სრულიად საქართველო გულშემატკივრობს ჩვენს ბიჭებს. მინდა, კიდევ ერთხელ წარმატებები ვუსურვო ეროვნულ ნაკრებს და სრულიად საქართველოს“ – განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ნაკრები F ჯგუფში პორტუგალიის, თურქეთისა და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს. ევროპის ჩემპიონატზე ნაკრები 18 ივნისს, თურქეთს შეხვდება. მომდევნო შეხვედრები 22 და 26 ივნისს, ჩეხეთისა და პორტუგალიის წინააღმდეგ ექნება.

 

მსგავსი თემები