სეტყვამ თელავი დააზარალა

სეტყვამ თელავის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი დააზარალა. სეტყვა იყო სოფელ იყალთოში,რუისპირსა და ვარდისუბანში. ზარალის ოდენობა უცნობია, თუმცა ფერმერები ამბობენ, რომ სეტყვამ ძირითადად მრავალწლიანი და ერთწლიანი ნარგავები და ვენახების ნაწილი დააზიანა.

ადგილობრივ ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ვითარებას ეცნობიან.

მსგავსი თემები