„ორბანის სამშვიდობო მისია მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ეხმარება“- ჩეხეთის პრემიერი

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის, პეტრ ფიალას განცხადებით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის „სამშვიდობო მისია“ მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ეხმარება. მისივე განცხადებით, ვიქტორ ორბანის მცდელობა, თავი მაღალი დონის მშვიდობისმყოფელად წარმოაჩინოს, მათ შორის ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის გზით, არის „მცდარი“ და „არ შედის ევროპის ინტერესებში“.

„რასაც ვიქტორ ორბანი აკეთებს, ევროპის ინტერესებში არ არის, ეს არ არის ჩემი ქვეყნის ინტერესებში, ეს არ არის უკრაინელი ხალხის ინტერესებში. სამწუხაროდ, ეს ამ სიტუაციაში მხოლოდ პუტინს ეხმარება და არასწორია“ – განაცხადა ჩეხეთის პრემიერმა.

პეტრ ფიალამ ისტორიის გაკვეთილების სწავლის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და თქვა, რომ საშიში რეჟიმების დამშვიდების ისტორიულმა მცდელობებმა შედეგი არ გამოიღო.

 

მსგავსი თემები