ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის სახურავზე ღამით ხანძარი გაჩნდა. ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია.
ადგილობრივ მედია ,,სამხრეთის კარიბჭესთან” ადგილობრივები ამბობენ, რომ ცეცხლი კორპუსის სახურავზე დაახლოებით 00:00 საათზე გაჩნდა. ყეველა მცხოვრები ევაკუირებულია. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.