„თუ ვიზა აქვს ლილუაშვილს, მე დავუფინანსებ მას მგზავრობას, ვნახოთ სანქცირებულია თუ არა“- კუპრაძე

 პარტია “ლელოს” გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე მიიჩნევს, რომ სუს-ის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი სანქირებულია. კუპრაძე ლილუაშვილს, იმის შესამოწმებლად არის თუ არა სანქცირებილი, ამერიკაში გამგზავრებას სთავაზობს. რაც შეეხება, მგზავრობის ხარჯებს ამბობს, რომ  თვითონ დაფარავს.

“მე არ გამკვირვებია ეს განცხადება. სავარაუდოდ, ლილუაშვილი წინასწარ არ გააფრთხილეს, რა უნდა ელაპარაკა. გრიგოლ ლილუაშვილი, რომელიც ასრულებს პოლიტიკურ დავალებას, მიუხედავად იმისა, რომ მას ეშინია სანქციების, ის იქნება სანქცირებული, თუ უკვე არ არის. მე ვფიქრობ, რომ ის უკვე სანქცირებულია. თუ ვიზა აქვს ლილუაშვილს, მე დავუფინანსებ მას მგზავრობას შტატებში და გაფრინდეს, ვნახოთ სანქცირებულია თუ არა. ის ცდილობს რომ პოლიტიკურად გადარჩეს. და სწორედ ამას უკავშირდებოდა მისი განცხადება, რომ არანაირი საფუძველი არ არის გამოძიების დაწყების. ეს ხომ ისედაც ვიცოდით, იმიტომ, რომ ირაკლი კობახიძე რასაც ამბობს, არის ტყუილი, რომლსი მიზანიც არის ადამიანების გონებაზე ზემოქმედება” – ამბობს კუპრაძე.

 

„სიზმარი არ დამსიზმრებია შემიშვებენ თუ არა“- სუს-ის ხელმძღვანელი სანქციებზე

მსგავსი თემები