წყნეთის გზატკეცილის რეაბილიტაცია დაიწყო

ვაკის რაიონში წყნეთის გზატკეცილის რეაბილიტაცია დაიწყო. სამუშაოები წყნეთის გზატკეცილის N6-დან ახალ საავტომობილო ხიდამდე ხორციელდება. აღნიშნულ მონაკვეთში საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდა, გადაადგილების ნებართვა კი გაიცემა მხოლოდ რეაბილიტაციის არეალში მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რომელთაც  სპეციალური საშვები გადაეცემათ. ავტომობილის საშვის მისაღებად ადგილობრივმა მისახლეობამ უნდა მიმართოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეებს, ხოლო კერძო სახლებში მცხოვრები მოქალაქეები საშვებს მიიღებენ ვაკის რაიონის გამგეობაში, თამარაშვილის N10-ში ან  საუბნო განყოფილებაში, რომელიც  ფალიაშვილის N41-ში მდებარეობს. ამ მიზნით, ვაკის რაიონის გამგეობა და გამგეობის საუბნო განყოფილება 15 და 16 ივნისს, უქმე დღეებშიც იმუშავებს.  

მეტი...

„ვლადიმერ პუტინის წინადადება უკრაინაში მშვიდობის შესახებ არასერიოზულია“ – შოლცი

„დიდი შვიდეულის“ ლიდერებს არ განუხილავთ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის წინადადებები უკრაინაში მშვიდობის შესახებ, რადგან ყველამ იცოდა, რომ ეს სერიოზული წინადადებები არ იყო”- ამბობს გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი. შოლცის განცახდებით, პუტინის მიერ წაყენებული პირობები, რომ უკრაინასთან სამშვიდობი მოლაპარაკებების დაწყება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა დატოვებს თავის ოთხ რეგიონს, შეწყვიტავს ბრძოლას და უარს იტყვის ნატო-ში გაწევრიანების გეგმაზე – მხოლოდ შვეიცარიაში დაგეგმილი მშვიდობის კონფერენციიდან ყურადღების გადატანას ისახავს მიზნად. „ყველამ იცის, რომ ეს წინადადება არასერიოზულია და კავშირშია შვეიცარიის მშვიდობის კონფერენციასთან“ – განაცხადა შოლცმა.  

მეტი...

თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ ადამიანს ბრალდება წარუდგინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 13 ივნისს, თბილისში, კუკიის დასახლებაში, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას დაზარალებულს სხეულის სხვადასხვა არეში დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

მეტი...

საქართველოს ნაკრები სადებიუტო მატჩისთვის ემზადება

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო მატჩისთვის მზადებას განაგრძობს. ფელბერტის საწვრთნელ ბაზაზე კიდევ ერთი ვარჯიში გამართა. პროცესში 24 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ოთარ კიტეიშვილმა ინდივიდუალურად, დარბაზში ივარჯიშა, ისევე, როგორც გიორგი ჩაკვეტაძემ, რომელსაც სამწვრთნელო შტაბმა დასვენების საშუალება მისცა. შემდეგ ვარჯიშს საქართველოს ნაკრები დღეს, ცენტრალური ევროპის დროით, 17:00 საათზე გამართავს. ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მატჩი 18 ივნისს, თურქეთის წინააღმდეგ შედგება.  

მეტი...

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რძისა და რძის პროდუქტების კონტროლი გააძლიერა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორები მთელი საქართველოს მასშტაბით ყველისა და რძის სხვა პროდუქტების ნიმუშებს იღებენ. 2024 წლის 5 თვის მონაცემებით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელ/გადამამუშავებელ ბიზნესოპერატორებთან უკვე განახორციელა 6729 სახელმწიფო კონტროლი. შედეგად გამოვლინდა 508 სამართალდარღვევა, რაზეც გატარდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები. რძის სექტორში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს მწარმოებლებსა და ასოციაციებთან. მორიგ შეხვედრაზე, რომელიც სურსათის ეროვნულ სააგენტოში გაიმართა, ყველის მწარმოებლებმა ბაზარზე კონკურენტუნარიანი და სამართლიანი გარემოს შესაქმნელად სახელმწიფო და კერძო სექტორების თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება და სააგენტოს მიერ დარგის გაჯანსაღებისთვის გადადგმული ნაბიჯები და გატარებული ღონისძიებები დადებითად…

მეტი...

„შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება“- 16-18 ივნისის ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო 16-18 ივნისს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, მომდევნო დღეების განმავლობაში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. „მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო)“ –  აღნიშნულია სააგენტოსდ ინფორმაციაში.  

მეტი...

რუმინეთმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე დასასწრებად რუს დეპუტატებს  ვიზის გაცემაზე უარი უთხრა

რუმინეთმა რუსეთის დელეგაციის წევრებს უარი უთხრა ვიზების გაცემაზე, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაში მონაწილეობის მისაღებად. ამის შესახებ, რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გრიგორი კარასინმა „ტელეგრამზე“ დაწერა. საპარალამნეტი ასამბლეა 29 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით ბუქარესტში გაიმართება. რუსული მედია ასამბლეის სამდივნოზე დაყრდნობით იუწყება, რომ რუსეთის დელეგაციამ ორჯერ განაცხადა უარი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობაზე – 2023 წლის შემოდგომაზე ერევანში და 2024 წლის ზამთარში ვენაში. ამასთან, ვიზების მიღებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, რუსი პარლამენტარები არ ესწრებოდნენ ასამბლეის შეხვედრებს დიდ ბრიტანეთსა და კანადაში 2022 და 2023 წლებში.  

მეტი...

პრეზიდენტი „მშვიდობის გლობალურ სამიტს“ დაესწრება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის მშვიდობის სამიტზე დასასწრებად შვეიცარიაში გაემგზავრა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. სალომე ზურაბიშვილი,სამიტის გახსნაში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც 100 ქვეყნის დელეგაცია დაესწრება, მათ შორის 57 სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური მთელი მსოფლიოდან. „სამიტის მიზანია უკრაინაში სამართლიანი და ხანგრძლივი სამშვიდობო პროცესის წამოწყება და შემდგომი ნაბიჯებისთვის ინიციატივების ჩამოყალიბება. სამიტის პროგრამა ითვალისწინებს როგორც პლენარულ სხდომებს, ასევე დისკუსიებს შესაბამის თემაზე“ – ნათქვამია ინფორმაციაში.  

მეტი...

„რუსეთმა უკრაინას მიყენებული ზიანისთვის 486 მილიარდ დოლარზე მეტი უნდა გადაუხადოს“- “დიდი შვიდეული”

რუსეთმა უკრაინას სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრით გამოწვეული ზარალი უნდა აუნაზღაუროს. რაც  მსოფლიო ბანკის შეფასებით, 486 მილიარდი აშშ დოლარს აღემატება. ინფორმაცია, „დიდი შვიდეულის“ ლიდერების დოკუმენტშია აღნიშნული, რომელიც იტალიაში გამართული ორდღიანი სამიტის შემდეგ გამოქვეყნდა. „რუსეთმა უნდა შეწყვიტოს უკანონო აგრესიული ომი და გადაიხადოს იმ ზიანისთვის, რაც უკრაინას მიაყენა. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ეს ზარალი ახლა 486 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება“ – ნათქვამია განცხადებაში. „დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აგრძელებენ ყველა შესაძლო კანონიერი გზის განხილვას, რათა აიძულონ რუსეთი, უკრაინას მიყენებული ზარალი აუნაზღაუროს.  

მეტი...

რუსეთში, „მოროზოვსკის“ აეროდრომს 70-ზე მეტი უკრაინული დრონი დაესხა თავს

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის ინფორმაციით, 14 ივნისის ღამეს უკრაინულმა ძალებმა რუსეთის „მოროზოვსკის“ აეროდრომზე თავდასხმისთვის მინიმუმ 70 დრონი გამოიყენეს. ბუდანოვი ამბობს, რომ ოპერაცია უკრაინის ტერიტორიიდან დაიწყო და აეროდრომს, სულ მცირე, 70 და, შესაძლოა მეტი, უკრაინული Dragon-ის და Splash-ის დრონით დაარტყეს. კითხვაზე, გეგმავენ თუ არა უკრაინული ძალები მორიგ საჰაერო თავდასხმას ამ აეროდრომზე, ბუდანოვმა უპასუხა: „დიახ“. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ წუხელ რუსეთის ტერიტორიასა და დროებით ოკუპირებული ყირიმში 87 უკრაინული დრონი გაანადგურეს.

მეტი...

საქართველოს 5 ყველაზე მონახულებადი დაცული ტერიტორია 

პრომეთეს მღვიმე, მარტვილის კანიონი, სათაფლია, მტირალას ეროვნულ პარკი და წალკის კანიონი – ეს ის ადგილებია, რომლებსაც მიმდინარე წელს ყველაზე მეტი მნახველი ჰყავდა. ჯამში 153 730 ვიზიტორი ესტუმრა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ინფორმაციას “გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო“ ავრცელებს. ამავე ცნობით, საქართველოს მასშტაბით დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა, გასულ წელთან შედარებით, 4%-ით არის გაზრდილი. მათ შორის, 39% ქართველია, ხოლო 61% სხვა ქვეყნის მოქალაქე. „წლის ბოლომდე დაგეგმილია ეკოტურისტული სერვისების განვითარების მიზნით 8 დაცულ ტერიტორიაზე 690 კმ-მდე სიგრძის საფეხმავლო ბილიკების ქსელისა და თანმდევი ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის…

მეტი...

„რუსეთისთვის ევროკავშირის სანქციების მე-14 პაკეტის დაწესება გერმანიამ შეაფერხა“- „როიტერი“

„როიტერის“ ინფორმაციით, რუსეთისთვის ევროკავშირის სანქციების მე-14 პაკეტის დაწესება გერმანიამ შეაფერხა. ელჩების დონეზე გამართულ შეხვედრაზე გერმანიამ შეშფოთება გამოთქვა შემზღუდველი ზომების გაფართოებასთან დაკავშირებით, რადგან შიშობს, ახალმა ზომებმა არ აიძულოს ევროკავშირის კომპანიები, უზრუნველყონ, რომ მათმა მომხმარებლებმა შემდეგ არ გაყიდონ დასანქცირებული პროდუქცია მოსკოვში. კერძოდ, როგორც მედია წერს, გერმანია წინააღმდეგია გათხევადებული გაზის სექტორში სანქციების დაწესებაზე, რომლის ფარგლებშიც ქვეყნებს აეკრძალებოდათ რუსული გათხევადებული გაზის რეექსპორტი ევროკავშირის პორტებიდან და არქტიკასა და ბალტიისპირეთში თხევადი გაზის ტერმინალების დაფინანსება. როგორც „პოლიტიკო“ წერს  გერმანიას მიაჩნია, რომ დაზარალდება გერმანული მცირე ბიზნესიც.    

მეტი...

უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები 25 ივნისს დაიწყება

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა უკრაინისთვისა და მოლდოვისთვის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ჩარჩოები შეათანხმეს. ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოში ბელგიის თავმჯდომარეობა ავრცელებს. გადაწყვეტილების მიხედვით 25 ივნისს, როგორც დაგეგმილი იყო, შედგება სამთავრობოთაშორისო კონფერენცია, რის შემდეგაც ოფიციალურად დაიწყება, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები. იმ შემთხვევაში, თუ უნგრეთი პოზიციას არ შეიცვლიდა, მოლაპარაკებების გახსნა 2024 წლის მეორე ნახევრამდე შეიძლება გაჭიანურებულიყო, როდესაც სწორედ ბუდაპეშტს უწევს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა.  

მეტი...

„მთელი უკრაინა ან რუსული იქნება, ან არც ის იარსებებს და არც არავინ”- დუგინი

რუსი პროპაგანდისტი ალექსანდრე დუგინი ამბობს, რომ ან მთელი უკრაინა რუსული იქნება ან არ იარსებებს. ამის შესახებ მან სოცილაურ ქსელში დაწერა და აღნიშნა, რომ რუსეთმა ყირიმი “უკრაინად” აღიარა და ყველა, ვისაც ამასთან დაკავშირებით განსხვავებული აზრი ექნებოდა, რუსეთი მუდმივად თავს ესხმოდა. “ოდესღაც “დნრ” და “ლნრ” [დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკები]  არ იყო ჩვენს დღის წესრიგში და ჩვენ ვაღიარეთ ყირიმი „უკრაინად“ და ვესხმოდით ყველას, ვინც სხვაგვარად ფიქრს გაბედავდა. რომ აღარაფერი ვთქვათ ხერსონის რეგიონსა და ზაპოროჟიეს შესახებ. ეს არის დიპლომატია და არსებობს გეოპოლიტიკის ცივი კანონები. მთელი უკრაინა ან რუსული იქნება, ან არც ის…

მეტი...

უკრაინის ომში 56,452 რუსი ჯარისკაცის დაღუპვა დაადასტურეს

ჟურნალისტებმა უკრაინაში ომში 56,452 რუსი ჯარისკაცის დაღუპვა დაადასტურეს. ასეთი შედეგი იმ კვლევისა, რომელსაც „მედიაზონა“ და BBC-ის რუსული სამსახური რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის განმავლობაში ატარებს. ანგარიშები ქვეყნდება ყოველ ორ კვირაში ერთხელ. ივნისის დასაწყისიდან პერიოდში დადასტურდა კიდევ 1 689 რუსი ჯარისკაცის დაღუპვა. სეპარატისტული დანაყოფების სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც 2022 წლამდე არ იყვნენ რუსეთის არმიის შემადგენლობაში, არ შედიან საერთო ჯგუფში. გარდა ამისა, სტატისტიკაში არ შედის კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დანაკარგი, 19 547 ჯარისკაცი, რომელთა შესახებ ცნობა ხელთ ჩაუვარდათ გამოკვლევის ავტორებს.

მეტი...

„ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს 5 მილიონი საარტილერიო ჭურვი გადასცა“- სეული

ჩრდილოეთ კორეამ რუსეთში ხუთ მილიონზე მეტი საარტილერიო ჭურვი გაგზავნა. ამის შესახებ სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრმა შინ ვონ სიკმა Bloomberg-ის ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. გარდა ამისა, კორეის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელის ინფორმაციით, სეულმა დააფიქსირა მინიმუმ 10 ათასი სატვირთო კონტეინერის გაგზავნა რუსეთში. ასეთ კონტეინერებს საარტილერიო ჭურვების და ბალისტიკური რაკეტების გადატანა შეუძლიათ. შინ ვონ სიკი ამტკიცებს, რომ საპასუხოდ, მოსკოვს შეეძლო ფხენიანისთვის გადაეცა ის ტექნოლოგიები, რომლებიც ჯაშუშური თანამგზავრების, ასევე ტანკებისა და თვითმფრინავების მშენებლობაში გამოიყენება. “პუტინი სავარაუდოდ შეეცდება უფრო მჭიდრო თანამშრომლობას ჩრდილოეთ კორეასთან უსაფრთხოების სფეროში, განსაკუთრებით სამხედრო მიწოდების სფეროში, როგორიცაა საარტილერიო ჭურვების მიწოდება, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ…

მეტი...

„მშვიდობის ფორმულა“- ვოლოდიმერ ზელენსკი რომის პაპს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რომის პაპ ფრანცისკეს შეხვდა. როგორც ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, შეხვედრაზე განიხილეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შედეგები“ რუსული საჰაერო ტერორი და ენერგეტიკის სექტორში შექმნილი რთული ვითარება“. „ასევე განვიხილეთ მშვიდობის ფორმულა, წმინდა საყდრის როლი უკრაინაში სამართლიანობისა და მშვიდობის დამყარებაში,  მშვიდობის გლობალური სამიტის მოლოდინები“-  წერს ზელენსკი.   .

მეტი...

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8688 ლარი გახდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8688 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8693 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0005 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0682 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0991 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0309 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.  

მეტი...

„ჩვენ აქ მხოლოდ მონაწილეობისთვის არ ჩამოვსულვართ“- 3 საათი რჩება ევროპის ჩემპიონატამდე

3 საათი რჩება ევროპის მე-17 ჩემპიონატის გახსნამდე. 10- დან პირველი სტადიონი, სადაც პირველი მატჩი გაიმართება მიუნხენის “ალიანს არენაა.” პირველად ისტორიაში, კონტინენტის უმთავრესს საფეხბურთო ტურნირზე საქართველოს ჰიმნი აჟღერდება. ქართველი გულშემატკივრისთვის განსაკუთრებული დღე 18 ივნისია, როდესაც ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპინატზე პირველ მატჩს გამართავს. “ამით არაფერი მთავრდება – ჩვენ აქ მხოლოდ მონაწილეობისთვის არ ჩამოვსულვართ” – ამბობს ხვიჩა კვარაცხელია.

მეტი...

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბელარუსს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა

უწყების პრესსპიკერი ანი ბადალიანი სოციალურ ქსელში  წერს, რომ  ნოტა ბელარუსის საგარეო უწყების სპიკერის 13 ივნისის განცხადებას უკავშირდება, რომელსაც ერევანი მის საშინაო საქმეებში ჩარევად აფასებს. „სურვილი, გყავდეს ისეთი მმართველები, რომლებიც საკუთარი ქვეყნის მომავალზე ფიქრობენ, შეიძლება გაჟღერდეს ისეთი ადამიანის მხრიდან, რომელსაც ასეთი ლიდერი ჰყავს. ბელარუსის შემთხვევაში ეს ნამდვილი ფუფუნებაა“, – დაწერა ანი ბადალიანმა. ინფორმაციისთვის, მინსკსა და ერევანს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც 12 ივნისს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ბელარუსში არ ჩავა, ვიდრე მას ალექსანდრე ლუკაშენკო ხელმძღვანელობს. საპასუხოდ მინსკმა სომხეთიდან ელჩი გაიწვია, ანალოგიური ნაბიჯი ერევანმაც  გადადგა. ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ანატოლი…

მეტი...

„ძალადობას პარლამენტის წევრები ახალისებენ“- სალომე ზურაბიშვილი

„არ შეიძლება შენი საკუთარი პოზიციის დაფიქსირება ისე, რომ არ გეშინოდეს, რომ ვინმე დაგხვდება ბნელ ქუჩაში და გაგისწორდება – მით უმეტეს, იმ პირობებში, როცა ჩვენი ქვეყნის პარლამენტის წევრები ამას ახალისებენ, ამართლებენ და ეს ერთგვარად, პოლიტიკად იქცა” – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა  ორბელიანების სასახლეში შშმ პირთა უფლებათა დაცვის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე განაცხადა. პრეზიდენტი ამბობს, რომ ქუჩაში ახალგაზრდებზე ძალადობა ევროპული სტილი არ არის და  ეს რუსული პოლიტიკაა. “მე არ შემიძლია ამ ქმედებების სხვაგვარად დახასიათება, თუ არა რუსული სტილის პოლიტიკა. ასეა რუსეთში, ასე გრძელდება წლებია, საკუთარი ოპონენტების წინააღმდეგ მიმართული ქცევა და ძალადობის…

მეტი...

“რუსეთმა უნდა გაიყვანოს საკუთარი ჯარი უკრაინის ოკუპირებული რეგიონებიდან”- სტოლტენბერგი

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი რუსეთის პრეზიდენტის სამშვიდობო ინიციატივას გამოეხმაურა. სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინის საქმე არ არის საკუთარი ტერიტორიიდან ჯარების გაყვანა, არამედ რუსეთმა უნდა გაიყვანოს საკუთარი ჯარი უკრაინის ოკუპირებული რეგიონებიდან. „ეს არ არის უკრაინული წინადადება და მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ ის არ არის კეთილსინდისიერი და, ფაქტობრივად, ნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაციას სურს, მიაღწიოს თავის სამხედრო მიზნებს. ასევე სურს, მიისაკუთროს ბევრად უფრო დიდ ტერიტორია, ვიდრე ჯერჯერობით შეძლო ოკუპირება“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა. როგორც იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ რუსეთი უკრაინის გაკონტროლებას ცდილობს და ეს იყო რუსეთის მიზანი ომის დაწყებიდან, რაც საერთაშორისო სამართლის…

მეტი...

ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შეთავაზება ნაცისტური გერმანიის ქმედებებს შეადარა

„პუტინის პირობები არის ულტიმატუმი, ეს არაფრით განსხვავდება სხვა ულტიმატუმებისგან, რომლებიც ადრე წამოაყენა. ვხედავთ, ის ნაციზმის აღორძინებით არის დაკავებული, ნაციზმის ახალი ტალღაა, რუსული ნაციზმის ტალღა“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. როგორც მან აღნიშნა, რუსეთს უკრაინის ტერიტორიის მთლიანად ხელში ჩაგდება სურს. „ეს იგივეა, რაც ჰიტლერმა ქნა, როდესაც განაცხადა: „მომეცით ჩეხოსლოვაკიის ნაწილი და ამით ყველაფერი დასრულდება“. თუმცა ეს არის ტყუილი, ისტორიული ტყუილი. შემდეგ იყო პოლონეთი, შემდეგ კი მთელი ევროპის ოკუპაცია. თქვენ იცით, რომ ნაციზმის ეს ტალღა არასდროს გაჩერდება. დღეს პუტინი საუბრობს ოთხ რეგიონზე, თუმცა მანამდე მხოლოდ ყირიმსა და დონბასზე ლაპარაკობდა“, – განაცხადა…

მეტი...

“თქვენი უფლებები ძალიან შეიზღუდა ამ ბოლო პერიოდში”- პრეზიდენტი შშმ პირებს

“დღეს მინდა გავაკეთო განცხადება იმაზე, რაც ხდება  ქვეყანაში და რაც ჩემთვის და დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენგანისთვისაც მიუღებელია, რასაც ჰქვია ძალადობა, ძალადობა ახალგაზრდებზე, ძალადობა ადამიანებზე, რომლებიც თავიანთ აზრს გამოთქვამენ, თავიანთ პოზიციას გამოთქვამენ”- განაცხადა საქართველოს პრერზიდენტმა სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ოპონენტებზე ძალადობას რუსული სტილის პოლიტიკა ჰქვია. „14 ივნისი საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეა, თუმცა ღრმად მრწამს, რომ როცა ადამიანის უფლებებზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება შევეხოთ ერთ კატეგორიას და არა ზოგადად, ადამიანის უფლებებს, ამიტომ ამ დღეს მინდა გავაკეთო განცხადება იმაზე, რაც ხდება დღეს ქვეყანაში და რაც ჩემთვის და დარწმუნებული ვარ, თითოეული…

მეტი...

“მოვუწოდებთ პუტინს, გაიყვანოს სამხედროები უკრაინის სუვერენული ტერიტორიებიდან”- ოსტინი

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი რუსეთის პრეზიდენტის სამშვიდობო ინიციატივას გამოეხმაურა. როგორც ლოიდ ოსტინმა ბრიუსელში პრესკონფერენციაზე განაცხადა, პუტინი არ არის ახლა იმ მდგომარეობაში, რომ უკარნახოს უკრაინას, რა გააკეთოს მშვიდობის დასამყარებლად. „ჩვენ არ გვსურს ასეთი ქმედების ნახვა. ჩვენ არ გვინდა, ვხედავდეთ, რომელიღაც ქვეყნის ლიდერს როგორ სურს საზღვრების გადმოწევა და მეზობელი ქვეყნის ტერიტორიების ანექსია“, – განაცხადა ლოიდ ოსტინმა. თავდაცვის მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინი თუ ისურვებს, დღესვე შეუძლია არაპროვოცირებული ომის შეჩერება, რომელშიც ასობით ათასი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და დაიჭრა. „მოვუწოდებთ მას, გაიყვანოს თავისი სამხედროები უკრაინის სუვერენული ტერიტორიებიდან“, – განაცხადა ლოიდ ოსტინმა. ინფორმაციისთვის,…

მეტი...

 უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცეს

გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა. ინფორმაციას უკრაინული მედია გერმანიის მთავრობის ვებგვერდზე გავრცელებულ პრესრელიზზე დაყრდნობით ავრცელებს. საუბარია HIMARS-ის სარაკეტო სისტემებზე, საჰაერო თავდაცვის სისტემებზე, ტანკებზე და ა.შ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინამ მიიღო: 20 ერთეული Marder-ის ქვეითთა საბრძოლო მანქანა, Leopard 1 A5 ტიპის 10 ტანკი, IRIS-T SLS ტიპის მცირე მანძილზე მოქმედი საზენიტო სარაკეტო სისტემა, HIMARS-ის სარაკეტო სისტემები, Biber-ის ტიპის ხიდის გამდები ტანკები, ჯავშანტექნიკის სარემონტო და საევაკუაციო Bergepanzer-ის მანქანები, Wisent-ის ნაღმების გამწმენდი მანქანები. სამხედრო დახმარების პაკეტში ასევე მოიცავდა სხვა აღჭურვილობას და საბრძოლო მასალას.  

მეტი...

 პარლამენტს „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები წარედგინა

საქართველოს პარლამენტს „საარჩევნო კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები გადაეგზავნა. ვეტოში აღნიშნულია, რომ პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებები გამოიწვევს საარჩევნო ადმინისტრაციის გადაწყვეტილების ლეგიტიმაციის ხარისხის შემცირებას. ასევე, საუბარია რომ  მნიშვნელოვნად უარესდება ოპოზიციური პარტიების ჩართულობის საკითხი და არ უზრუნველყოფს კონსენსუსზე დამყარებულ პოლიტიკურ პროცესს, რაც გადამწყვეტია ცესკოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობისათვის, ისე როგორც ამ ინსტიტუტის მიმართ საზოგადოების ნდობის გაზრდისთვის. გარდა ამისა,  პრეზიდენტი ვეტოში აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი ცვლილებები მიღებულ იქნა დაჩქარებული წესით, სათანადო განხილვისა და პროცესში მონაწილე სუბიექტებს შორის კონსენსუსის გარეშე.   „საარჩევნო კანონმდებლობისთვის ვეტოს დადება სწორია“- ბოკუჩავა

მეტი...

„საარჩევნო კანონმდებლობისთვის ვეტოს დადება სწორია“- ბოკუჩავა

“დღეს საქართველოს ჰყავს ღიად პრორუსული ხელისუფლება, რომელიც უპირისპირდება დასავლეთს და ცდილობს რომ ქართველ ხალხს წაართვას ევროატლანტიკური არჩევანი” – ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, რობინ დანიგანის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება, თითქოს ამერიკა არის „გლობალური ომის პარტია“, რევოლუციის წახალისებას ცდილობს და აქვს ბოროტი ზრახვები, რისი მოსმენაც გულდასაწყვეტია. ბოკუჩავა ამბობს, რომ ხელისუფლება ცდილობს საქართველოს ევროატლანტიკური მომავალი წაართვას. „ის, რომ დღეს საქართველოში რუსული პროპაგანდის მთავარი ინსტრუმენტი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ არის ივანიშვილის მთავრობა, არის სწორედ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიმართა ისეთ უკიდურეს…

მეტი...

,,დაუწესდეს სანქციები ივანიშვილს, კობახიძეს, გომელაურს, პაპუაშვილს, კალაძეს” – ევროპარლამენტარი

,,დაუწესდეს სანქცია ივანიშვილს, კობახიძეს, გომელაურს, პაპუაშვილს, კალაძეს”, – ევროპარლამენტარი ანსის პუპოლსი ჯოზეფ ბორელს მიმართავს. დეპუტატი მოუწოდებს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს კომისარს, დაიწყოს პროცედურები ქართველი ჩინოვნიკების წინააღმდეგ, ხელისუფლების მიერ არადემოკრატიული ქმედებებისა და ადამიანის უფლებების დარღვევისთვის. წერილში ლატვიელი ევროპარლამენტარი ხაზს უსვამს, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება არის ნაბიჯი სამოქალაქო საზოგადოებისა და თავისუფლების შელახვისკენ. ,,როდესაც ევროპარლამენტარი გავხდი, საქართველოში ჩავედი, პირადად შევხვდი რამდენიმე ოპოზიციონერს და ჩემი თვალით ვნახე იქ არსებული მდგომარეობა. სიტუაცია მართლაც კრიტიკული და დრამატულია – დემოკრატია კიდევ ერთ ევროპულ ქვეყანაშია საფრთხის ქვეშ და ეს ნათლად უნდა ვაღიაროთ. 24 ივნისს…

მეტი...

თურქეთი, რუმინეთი და ბულგარეთი შავი ზღვიდან ნაღმების ამოღებას იწყებს

თურქეთის ელჩმა რუმინეთში, ოზგურ ალთანმა განაცხადა, რომ თურქეთი, რუმინეთი და ბულგარეთი დაიწყებენ სამუშაოებს შავი ზღვიდან ნაღმების ამოღების მიზნით, ამ წლის დასაწყისში რატიფიცირებული შეთანხმების საფუძველზე. ინფორმაციას თურქული გამოცემა Hurriyet Daily News ავრცელებს. ,,ივლისში თურქული, რუმინული და ბულგარული ხომალდები დაიწყებენ ერთობლივ ოპერაციას შავ ზღვაში ნაღმების საფრთხის დასაძლევად”, – ციტირებს გამოცემა ელჩს. სამმა ქვეყანამ შეთანხმებას ხელი იანვარში მოაწერა. ელჩის თქმით, სულ ოთხი ხომალდი განლაგდება შავ ზღვაში.

მეტი...

ზუგდიდში შშმ პირები ე.წ გამჭვირვალობის კანონის მიღებას აპროტესტებენ

ზუგდიდში შშმ პირები გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეების თქმით, მათთვის საჭირო სერვისები აშშ-ისა და ევროპული ფონდებიდან ფინანსდება და შიშობენ, რომ კანონის მიღების შემდეგ პრობლემები შეექმნებათ. ისინი დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდებენ, რომ დაუწესონ კანონის მიმღებ პირებს ფინანსური სანქციები.

მეტი...

ვოლოდიმირ ზელენსკი რომის პაპს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი, რომელიც ,,დიდი შვიდეულის” სამიტზე დასასწრებად გუშინ იტალიაში ჩავიდა, დღეს კი რომის პაპს შეხვდა. პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა პონტიფიკოსს მხარდაჭერისა და უკრაინელი ხალხის ჰუმანიტარული დახმარებისთვის. „ჩვენ განვიხილეთ უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის შედეგები, რუსული საჰაერო ტერორი და რთული ვითარება ენერგეტიკულ სექტორში. ასევე ვისაუბრეთ მშვიდობის ფორმულაზე, წმინდა საყდრის როლზე უკრაინაში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის დამყარებაში, მოლოდინებზე, გლობალურ სამშვიდობო სამიტზე“, – აღნიშნა ზელენსკიმ. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინა აფასებს ვატიკანის მონაწილეობას სამშვიდობო სამიტში და განსაკუთრებით კი რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნებაში შეტანილი წვლილისთვის

მეტი...

სტრასბურგის გადაწყვეტილების საფუძველზე, პროკურატურამ პოლიციელს უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებისთვის ბრალდება წარუდგინა

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის სიღნაღის რაიონული სამმართველოს ყოფილ უბნის ინსპექტორ-გამომძიებელს სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2023 წლის 14 დეკემბერს  საქმეზე – „ვლადიმერ მჭედლიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის (ადამიანის წამება, არაადამიანური თუ დამამცირებელი დასჯა ან მასთან ასეთი მოპყრობა) პროცედურული ასპექტის დარღვევა დაადგინა. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, სახელმწიფოს საქმეზე ეფექტიანი გამოძიების ჩატარების ვალდებულება დაეკისრა. ,,სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული ხელახალი გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის 15 მაისს, ქ. სიღნაღში, ქორწინების სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის…

მეტი...

,,მოლაპარაკებების დასაწყებად უკრაინულმა ჯარმა სრულად უნდა დატოვოს რუსეთის ახალი რეგიონების ტერიტორიები და კიევმა ნატოში გაწევრიანების გეგმებზე უარი თქვას” – პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ცნობით, მოლაპარაკებების დასაწყებად უკრაინულმა ჯარმა სრულად უნდა დატოვოს „რუსეთის ახალი რეგიონების ტერიტორიები“. ასეთ ტერიტორიებს შორის კრემლის ლიდერმა უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქები დაასახელა. მისი თქმით, მოსკოვს ასევე სურს, რომ კიევმა ნატოში გაწევრიანების გეგმებზე უარი თქვას. პუტინის განცხადებით, როგორც კი უკრაინა ოფიციალურად განაცხადებს, რომ უარს ამბობს ნატოში გაწევრიანების გეგმაზე, რუსული მხარე დაუყოვნებლივ შეწყვეტს ცეცხლს და დაიწყებს მოლაპარაკებებს. „მზად ვართ, ხვალვე მივუსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდას. გვესმის, რომ სიტუაციას აქვს იურიდიული ნიუანსები, თუმცა იქ [უკრაინაში] არსებობს ლეგიტიმური ხელისუფლება, ვისთანაც მოლაპარაკებების გამართვა შეიძლება. ჩვენ მზად ვართ. რუსეთის მონაწილეობის გარეშე…

მეტი...

,,ნატო-ს 32 წევრიდან 31-ს რუსეთის დამარცხება სურს, ეს შეცდომაა, უნგრეთი არის მშვიდობის მხარეს” – ორბანი

უნგრეთის პრემიერმინისტრს, ვიქტორ ორბანს ნატოს ქვეყნების სურვილი, უკრაინაში რუსეთის დამარცხების შესახებ მცდარად მიაჩნია. ორბანმა აღნიშნა, რომ უნგრეთი ნატოს ერთ-ერთი ყველაზე ლოიალური წევრია და დასძინა, რომ “ნატოს 32 წევრი ქვეყანადან 31-ს სურს რუსების დამარცხება”. ორბანის თქმით, უკრაინის გამარჯვება არ არის აუცილებელი, მაგრამ ამის მიუხედავად. ნატო კვლავ “აგრძელებს ომს, სანამ უნგრეთი მშვიდობის მხარესაა”. მისივე განცხადებით, “არ სურს უნგრეთის ერთი კვადრატული ინჩი მაინც გახდეს რუსეთის სამხედრო სამიზნე.” ორბანმა ინტერვიუში ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი მთავრობა არ დააბრკოლებს NATO-ს მისიას უკრაინაში, მაგრამ არც მონაწილეობას მიიღებს მასში.

მეტი...

,,კრიტიკულად მოაზროვნე ხმის გაჩუმება უნდათ” – ბაბაევი სააპელაციოზე

,,უმსგავსო საქციელი მოსამართლის მხრიდან. არ მეგონა, თუ ასეთი სტრუქტურა მოხვდებოდა გავლენის ქვეშ”, – ასე გამოეხმაურა ბიზნესმენი და სამოქალაქო აქტივისტი, იოსებ ბაბაევი მის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ პროკურატურის საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილებას. ,,ეს არის უმსგავსო საქციელი მოსამართლის მხრიდან. მე არ მეგონა, სიმართლე გითხრათ, თუ სააპელაციო სასამართლო ესე მოხვდებოდა, ასეთი სტრუქტურა მოხვდებოდა გავლენის ქვეშ. ამას მარტო მე არ ვამბობ, ეს ნახა საზოგადოებამ, დაინახა საზოგადოებამ, თუ როგორ დევნიან პოლიტიკური ნიშნით კრიტიკულად მოაზროვნე ხალხს. ანუ კრიტიკულად მოაზროვნე ხმა უნდათ რომ გააჩუმონ. რუსეთისკენ მიგვაქანებენ და უნდათ რუსული რეჟიმი, რუსული მმართველობა, რუსული რეპრესიები, ეს ფაქტია,” – განაცხადა…

მეტი...