„ძალადობას პარლამენტის წევრები ახალისებენ“- სალომე ზურაბიშვილი

„არ შეიძლება შენი საკუთარი პოზიციის დაფიქსირება ისე, რომ არ გეშინოდეს, რომ ვინმე დაგხვდება ბნელ ქუჩაში და გაგისწორდება – მით უმეტეს, იმ პირობებში, როცა ჩვენი ქვეყნის პარლამენტის წევრები ამას ახალისებენ, ამართლებენ და ეს ერთგვარად, პოლიტიკად იქცა” – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა  ორბელიანების სასახლეში შშმ პირთა უფლებათა დაცვის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე განაცხადა.

პრეზიდენტი ამბობს, რომ ქუჩაში ახალგაზრდებზე ძალადობა ევროპული სტილი არ არის და  ეს რუსული პოლიტიკაა.

“მე არ შემიძლია ამ ქმედებების სხვაგვარად დახასიათება, თუ არა რუსული სტილის პოლიტიკა. ასეა რუსეთში, ასე გრძელდება წლებია, საკუთარი ოპონენტების წინააღმდეგ მიმართული ქცევა და ძალადობის გამოყენება. ეს არ არის ევროპა, ეს არ არის ევროპული ქმედებები, ეს არ არის ქართული ქმედებები. ამას საქართველოში ქართველი ვერანაირად ვერ გაამართლებს”- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

“თქვენი უფლებები ძალიან შეიზღუდა ამ ბოლო პერიოდში”- პრეზიდენტი შშმ პირებს

მსგავსი თემები