„რუსეთისთვის ევროკავშირის სანქციების მე-14 პაკეტის დაწესება გერმანიამ შეაფერხა“- „როიტერი“

„როიტერის“ ინფორმაციით, რუსეთისთვის ევროკავშირის სანქციების მე-14 პაკეტის დაწესება გერმანიამ შეაფერხა. ელჩების დონეზე გამართულ შეხვედრაზე გერმანიამ შეშფოთება გამოთქვა შემზღუდველი ზომების გაფართოებასთან დაკავშირებით, რადგან შიშობს, ახალმა ზომებმა არ აიძულოს ევროკავშირის კომპანიები, უზრუნველყონ, რომ მათმა მომხმარებლებმა შემდეგ არ გაყიდონ დასანქცირებული პროდუქცია მოსკოვში.

კერძოდ, როგორც მედია წერს, გერმანია წინააღმდეგია გათხევადებული გაზის სექტორში სანქციების დაწესებაზე, რომლის ფარგლებშიც ქვეყნებს აეკრძალებოდათ რუსული გათხევადებული გაზის რეექსპორტი ევროკავშირის პორტებიდან და არქტიკასა და ბალტიისპირეთში თხევადი გაზის ტერმინალების დაფინანსება.

როგორც „პოლიტიკო“ წერს  გერმანიას მიაჩნია, რომ დაზარალდება გერმანული მცირე ბიზნესიც.

 

 

მსგავსი თემები