საქართველოს 5 ყველაზე მონახულებადი დაცული ტერიტორია 

პრომეთეს მღვიმე, მარტვილის კანიონი, სათაფლია, მტირალას ეროვნულ პარკი და წალკის კანიონი – ეს ის ადგილებია, რომლებსაც მიმდინარე წელს ყველაზე მეტი მნახველი ჰყავდა. ჯამში 153 730 ვიზიტორი ესტუმრა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ინფორმაციას “გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო“ ავრცელებს.

ამავე ცნობით, საქართველოს მასშტაბით დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა, გასულ წელთან შედარებით, 4%-ით არის გაზრდილი. მათ შორის, 39% ქართველია, ხოლო 61% სხვა ქვეყნის მოქალაქე.

„წლის ბოლომდე დაგეგმილია ეკოტურისტული სერვისების განვითარების მიზნით 8 დაცულ ტერიტორიაზე 690 კმ-მდე სიგრძის საფეხმავლო ბილიკების ქსელისა და თანმდევი ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები, კერძოდ: ბორჯომ-ხარაგაულის, კინტრიში-მტირალას, ქობულეთის, თბილისის, თუშეთი-ფშავ- ხევსურეთი-ყაზბეგის- ეროვნულ პარკებში. ასევე ვიზიტორთა ცენტრის მოწყობა ზედაზენზე თბილისის ეროვნულ პარკში და ქობულეთის დაცულ ტერიტორიებზე შშმ პირებზე ადაპტირებული ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულება და სხვა”- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

მსგავსი თემები