სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბელარუსს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა

უწყების პრესსპიკერი ანი ბადალიანი სოციალურ ქსელში  წერს, რომ  ნოტა ბელარუსის საგარეო უწყების სპიკერის 13 ივნისის განცხადებას უკავშირდება, რომელსაც ერევანი მის საშინაო საქმეებში ჩარევად აფასებს.

„სურვილი, გყავდეს ისეთი მმართველები, რომლებიც საკუთარი ქვეყნის მომავალზე ფიქრობენ, შეიძლება გაჟღერდეს ისეთი ადამიანის მხრიდან, რომელსაც ასეთი ლიდერი ჰყავს. ბელარუსის შემთხვევაში ეს ნამდვილი ფუფუნებაა“, – დაწერა ანი ბადალიანმა.

ინფორმაციისთვის, მინსკსა და ერევანს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც 12 ივნისს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ბელარუსში არ ჩავა, ვიდრე მას ალექსანდრე ლუკაშენკო ხელმძღვანელობს.

საპასუხოდ მინსკმა სომხეთიდან ელჩი გაიწვია, ანალოგიური ნაბიჯი ერევანმაც  გადადგა.

ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ანატოლი გლაზმა კი სომხეთი გააკრიტიკა და თქვა, რომ „ბელარუსის საგარეო მტრად გამოყვანა, შიდა პრობლემებიდან ყურადღების გადატანის მცდელობაა“.

მსგავსი თემები