,,ნატო-ს 32 წევრიდან 31-ს რუსეთის დამარცხება სურს, ეს შეცდომაა, უნგრეთი არის მშვიდობის მხარეს” – ორბანი

უნგრეთის პრემიერმინისტრს, ვიქტორ ორბანს ნატოს ქვეყნების სურვილი, უკრაინაში რუსეთის დამარცხების შესახებ მცდარად მიაჩნია. ორბანმა აღნიშნა, რომ უნგრეთი ნატოს ერთ-ერთი ყველაზე ლოიალური წევრია და დასძინა, რომ “ნატოს 32 წევრი ქვეყანადან 31-ს სურს რუსების დამარცხება”.

ორბანის თქმით, უკრაინის გამარჯვება არ არის აუცილებელი, მაგრამ ამის მიუხედავად. ნატო კვლავ “აგრძელებს ომს, სანამ უნგრეთი მშვიდობის მხარესაა”. მისივე განცხადებით, “არ სურს უნგრეთის ერთი კვადრატული ინჩი მაინც გახდეს რუსეთის სამხედრო სამიზნე.”

ორბანმა ინტერვიუში ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი მთავრობა არ დააბრკოლებს NATO-ს მისიას უკრაინაში, მაგრამ არც მონაწილეობას მიიღებს მასში.

მსგავსი თემები