,,ჩვენ მკაფიოდ ვთქვით, რომ უყოყმანოდ დავაწესებდით სანქციებს” – მილერი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ კონკრეტული ინდივიდების დასანქცირების შესახებ განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებიათ, თუმცა კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ გადაწყვეტილება ძალაში რჩება: ,,ჩვენ გამოვაცხადეთ სანქციების ახალი პოლიტიკის შესახებ, მაგრამ ამ დრომდე არ გაგვიკეთებია განცხადება კონკრეტული ინდივიდების შესახებ. ამ თემაზე, აქ შევჩერდები, თუმცა ჩვენ მკაფიოდ ვთქვით, რომ უყოყმანოდ დავაწესებდით ამ სანქციებს”, – აღნიშნა სახდეპის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა. შეგახსენებთ, რომ 24 მაისს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებიდან ცნობილი გახდა, რომ აშშ გამჭვირვალობის შესახებ კანონზე პასუხისმგებელ პირებსა და მათ ოჯახის წევრებს სავიზო შეზღუდვებს უწესებს. გვარები ამ დრომდე არ დასახელებულა, თუმცა დღეს გავრცელდა…

მეტი...

„ანაკლიაში ჩინელების შემოყვანა ამ დოზით, არის დანის ჩარტყმა ჩვენს ურთიერთობებში ამერიკელ თუ ევროპელ პარტნიორებთან“ – ზურაბიშვილი

,,ანაკლიაში ჩინელების შემოყვანა, ამ დოზით, არის დანის ჩარტყმა ჩვენს ურთიერთობებში ამერიკელ თუ ევროპელ პარტნიორებთან”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა  ოპოზოციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგებლების მიღებაზე განაცხადა, რომელთაც „ქართულ ქარტიას“ მოაწერეს ხელი. მისი თქმით, ბოლო პერიოდში მთელი ფოკუსი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე იყო, რის გამოც ხელისუფლების სხვა გადაწყვეტილებებს სათანადო ყურადღება ვერ მიექცა. „ამ ბოლო პერიოდში ჩვენ ნაკლებად გვაქვს დრო და საშუალება, რომ მივაქციოთ ყურადღება დანარჩენ კანონებს, რაც მიღებულია სასწრაფო ტემპით, აჩქარებული პროცედურებით. მთელი ფოკუსი არის რუსულ კანონზე და ჩვენ არ მივაქციეთ იმდენი ყურადღება, რაც საჭირო იყო. მაგალითად, ოფშორების კანონს, რომელიც…

მეტი...

,,მზადდება ძალიან მავნებლური კანონი საპენსიო ფონდზე” – პრეზიდენტი

ქართულ ქარტიაზე ხელმომწერებთან შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა იმ კანონებზე ისაუბრა, რომლებსაც გამჭვირვალობის შესახებ კანონის გამო, საკმარისი ყურადღება არ დაეთმო. სალომე ზურაბიშვილმა ასეთად დაასახელა ე.წ. ოფშორების კანონი, ასევე საარჩევნო კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები. მისივე თქმით, მთავრობა საპენსიო ფონდთან დაკავშირებით, მავნებლურ კანონს ამზადებს: ,,მზადდება ძალიან მავნებლური კანონი საპენსიო ფონდზე. ეს ცოტა უფრო ტექნიკური და რთული საკითხია, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი ალბათ ყველაზე დიდი მიღწევა ამ ქვეყნის, რომ შეიქმნა საპენსიო ფონდი, რითაც შეიძლებოდა, რომ ოცნებას თავი მოეწონებინა, მაგრამ ის, რაც ახლა მიმდინარეობს, ეს არის მთავრობის ხელში გადატანა ამ საპენსიო ფონდის და ძალიან საშიში მიმართულება”, –…

მეტი...

„აქამდე საზოგადოებას ეძინა და წარმოდგენა არ ჰქონდა, საით მიდიოდა ხელისუფლება“ – იაგო ხვიჩია

„უცხოური გავლენების გამჭვირვალობის“ კანონმა რაღაცნაირად მაღვიძარას ეფექტი შეასრულა და ეს პოზიტიურად უნდა გამოვიყენოთ“, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა. მისი შეფასებით, ამ კანონს დიდი ხანი არ უწერია. „ამ კანონს მოქმედების დიდი ხანი არ უწერია. აქედან გამომდინარე, ვერ მოასწრებს იმ საზიანო შედეგების მოტანას, რაც შეუძლია რომ მოიტანოს. ასეთი შედეგები ყველანაირი შეიძლება იყოს. ახალს არაფერს დავამატებ. იმედი მაქვს, რომ შემოდგომაზე დავასრულებთ ერთპიროვნულ მმართველობას და ამ კანონის მოქმედებასაც ამასთან ერთად. სანამ გაუქმდება კანონი, მანამდე შეიძლება შედეგიც კი მოუტანოს ქვეყანას. გამოფხიზლების უებარი წამალი გამოდგა ეს ქვეყნისთვის. აქამდე საზოგადოებას ეძინა და წარმოდგენა…

მეტი...

,,მე ვიქნები ძალიან მკაცრი ვალდებულებების შესრულების მიმართ“ – ზურაბიშვილი

,,მესმის პოლიტიკური პარტიების წუხილი ზოგჯერ, მაგრამ ეს ვერ იქნება პოლიტიკური პარტიების ცალკეულად გამარჯვების არჩევნები”, – განუცხადა საქართველოს პრეზიდენტმა იმ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, რომლებიც ათონელის რეზიდენციაში ქართული ქარტიის ხელმოწერის შემდეგ, მიღებას ესწრებიან. პრეზიდენტმა მათ კიდევ ერთხელ შეახსენა ოქტომბრის არჩევნების მთავარი მიზანი და მიმართა, რომ მათი საქმეა რა ფორმატით მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას და რომ მან ერთობის ფორმულა შესთავაზა. ,,თქვენი საქმეა, მე ვთქვი ერთხელ და ვიმეორებ, რა ფორმატში, რა ფორმატებში მიიღებთ მონაწილეობას არჩევნებში, არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა, ეს თქვენი და თქვენი ამომრჩევლის საქმე არის. მე ერთადერთი გთავაზობთ ერთიან ერთობის ფორმულას, რაც არის ამ…

მეტი...

,,ევროპელები და ამერიკელები ამბობენ, რომ ეს არ არის ჩვენთან დაახლოების გზა, რუსები ამბობენ, რომ კარგად იქცევით ბიჭებოო” – პრეზიდენტი

ქართული ქარტიის ხელმოწერასთან დაკავშირებით გამართულ მიღებაზე, საქართველოს პრეზიდენტმა დასავლელი პარტნიორებისა და რუსი ოკუპანტების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებზე ისაუბრა: ,,რუსული კანონის მიღებამ ძალიან შეცვალა, სხვა მასშტაბში გადაგვიყვანა იმ დღიდან, როცა ყველა ჩვენი პარტნიორი, ევროპელები თუ ამერიკელები, მთელი დასავლეთი და ყველა ორგანიზაცია, ყველამ დაგმო ეს კანონი და თქვა, რომ ამას ადგილი არ აქვს ევროპაში და ამ კანონით ვერ მიგიღებთ. ამაზე ნათელი გზავნილი არამგონია, რომ საქართველოს ოდესმე მიეღოს. მაგრამ ესეც ვერ გაიგო მმართველმა გუნდმა და ეს პროცესი გადავიდა სხვა განზომილებაში. ძალიან ნათლად გამოჩნდა, რომ ან-ან-ის საკითხი დადგა. ან აღვადგენთ იმ ევროპულ გზას, რომელზედაც ვიდექით…

მეტი...

ევროპარლამენტის არჩევნები დაიწყო

დღეიდან ევროპარლამენტის არჩევნები დაიწყო. პირველი ქვეყანა, სადაც ამომრჩევლებს ხმის მიცემის უფლება უკვე აქვთ, ესტონეთია. ესტონეთს 720 ადგილიან ევროპარლამენტში შვიდი დეპუტატი ეყოლება. როგორც „პოლიტიკო“ წერს, უამრავი კვლევა აჩვენებს, რომ ამომრჩეველთა დიდი უმრავლესობა საერთოდ ვერ ხვდება და არ ანაღვლებს ევროპარლამენტის არჩევნები. სწორედ ამიტომ, ევროკავშირის თითოეულ წევრ ქვეყანაში მოქალაქეები უმთავრესად შიდა პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე გააკეთებენ არჩევანს „ბალტიისპირეთშიც კი, სადაც რუსეთიდან მომავალი საფრთხე არჩევნების შედეგზე სავარაუდოდ დიდ ზეგავლენას მოახდენს, მოქალაქეებს ძირითადად მათი ქვეყნის ბედი აღელვებთ და არა –  ევროკავშირის დიდი გეოპოლიტიკა“, – აღნიშნულია სტატიაში.

მეტი...

ნიდერლანდები უკრაინას მის მიერ მიწოდებული F-16-ებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმის უფლება მისცემს

ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრის, კაისა ოლონგრენის განცხადებით, F-16 ტიპის 24 მოიერიშე თვითმფრინავი, რომელთა გადაცემასაც ნიდერლანდები უკრაინისთვის აპირებს, შესაძლოა, რუსეთში სამიზნეებზე დასარტყმელად გამოიყენონ. POLITICO-სთვის მიცემულ ინტერვიუში ოლონგრენმა აღნიშნა, რომ ნიდერლანდები არ დააწესებს შეზღუდვებს, როგორც ეს იყო ბელგიის შემთხვევაში, რომლის პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდრ დე კროომ კიევი გააფრთხილა, რომ F-16-ებით არ შეუტიოს სამიზნეებს რუსეთის საჰაერო სივრცეში. ოლონგრენის განმარტებით “ბელგიურ სტილში შეზღუდვები არ არსებობს”. „ჩვენ ვიყენებთ იგივე პრინციპს, რაც გამოვიყენეთ ნებისმიერი სხვა შესაძლებლობების მიწოდებაზე: როგორც კი მათ გადავცემთ უკრაინას, მათ შეუძლიათ გამოიყენონ ისინი. ჩვენ მათ მხოლოდ იმას ვთხოვთ, რომ პატივი სცენ საერთაშორისო კანონს და თავდაცვის უფლებას,…

მეტი...

,,როცა 7 თებერვალს დავიწყე კონსულტაციები, მივმართე ივანიშვილს, პასუხი არ მიმიღია” – ზურაბიშვილი

ქართულ ქარტიაზე ხელმომწერებს საქართველოს პრეზიდენტმა მიმართა. ორბელიანების სასახლეში სალომე ზურაბიშვილმა ქარტიის ინიციატივაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შეთავაზება “ოცნებას” და მის ლიდერს, ბიძინა ივანიშვილსაც გაუკეთა, თუმცა პასუხი არ მიუღია. მისივე თქმით, შეთავაზება უპასუხოდ დარჩა ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდანაც: ,,იმ დროს, როცა ამას ვაცხადებდი პარლამენტში, კანდიდატის სტატუსის მიღების მიუხედავად, ჩემთვის ნათელი იყო რომ მმართველი პარტია არ აპირებდა და არ მუშაობდა იმ მიმართულებით, რომ შეესრულებინა თუნდაც ნაწილი ამ 9 ნაბიჯისა. მაგრამ, როცა 7 თებერვალს დავიწყე კონსულტაციები მე მაინც მივმართე მმართველ პარტიას და პირველ რიგში მის ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს, იმისთვის, რომ ესენიც ჩართულიყვნენ თუ ამისი…

მეტი...

გერმანიაში წყალდიდობის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა

გერმანიაში წყალდიდობის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას „ასოშიეთედ პრესი“ ავრცელებს. გავრცელებული ცნობით, ერთ-ერთი დაღუპული 43 წლის ქალია, რომლის ცხედარიც მაშველებმა ორდღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს. ასევე სტიქიას ემსხვერპლა 42 წლის მოხალისე მაშველი. კიდევ ორი დაღუპული ცხედარი ნაპოვნია ქალაქ შორნდორფში, დატბორილი სახლის სარდაფში. როგორც ბავარიის ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, სტიქიის გამო სიტუაცია კვლავაც კრიტიკული და დაძაბულია. ზოგიერთ რაიონში წყლის დონემ იკლო, თუმცა სხვა დასახლებები ისევ დატბორილია, რის გამოც მოქალაქეთა ევაკუაცია გრძელდება. რამდენიმე დასახლებაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მოქმედებს. წყალდიდობის გამო გერმანიის რკინიგზამ ქვეყნის სამხრეთის მიმართულებით მატარებლების მოძრაობა ნაწილობრივ შეაჩერა. გერმანიის მედია სტიქიას „საუკუნის წყალდიდობას“…

მეტი...

,,ქართულმა ოცნებამ” საქართველოს ევროპული მომავლის კუბოზე ბოლო ლურსმნის ჩაჭედება სცადა” – როიტენი

,,ქართულმა ოცნებამ” საქართველოს ევროპული მომავლის კუბოზე ბოლო ლურსმნის ჩაჭედება სცადა, დაუწესეთ სანქციები ივანიშვილსა და მის მოკავშირეებს”, – წერს X-ზე ევროპარლამენტარი თიის როიტენი პაპუაშვილის მიერ, გამჭვირვალობის შესახებ კანონის ხელმოწერაზე. ,,ქართულმა ოცნებამ” ახლახან საქართველოს ევროპული მომავლის კუბოზე ბოლო ლურსმნის ჩაჭედება სცადა – თუმცა საბოლოოდ ისინი მარცხს განიცდიან. საქართველოს თავისუფალი ხალხი რუსიფიკაციას წინააღმდეგობას ყოველთვის გაუწევს. ისინი ევროკავშირის ნამდვილ მხარდაჭერას იმსახურებენ. დაუწესეთ სანქციები ბატონ ივანიშვილსა და მის მოკავშირეებს”, – წერს როიტენი.  

მეტი...

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

პუტინის ომს უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი შეეწირა. ხვიჩა გვირჯიშვილი ხარკოვის მიმართულებით იბრძოდა. რა ვითარებაში დაიღუპა ქართველი გმირი და მოხერხდა თუ არა ცხედრის გამოყვანა ფრონტის ხაზიდან, უცნობია. ხვიჩა გვირჯიშვილი უკრაინაში ოკუპანტების წინააღმდეგ ომის დაწების პირველივე დღიდან იბრძოდა. დღემდე რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინაში 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.

მეტი...

„აშშ, შესაძლოა, ფატალურ შედეგებს შეეჯახოს“ – რუსეთის საგარეო უწყება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ აშშ, შესაძლოა, „ფატალურ შედეგებს“ შეეჯახოს, თუ დააიგნორებს მოსკოვის გაფრთხილებას, რომ უკრაინამ ვაშინგტონის მიერ გადაცემული შეიარაღება რუსეთზე თავდასხმისთვის არ უნდა გამოიყენოს. „მინდა, გავაფრთხილო ამერიკის ლიდერები არასწორი გათვლების შესახებ, რასაც შესაძლოა, ფატალური შედეგები მოჰყვეს. უცნობი მიზეზებით, ისინი სათანადოდ ვერ აფასებენ მოგერიების სერიოზულობას, რომელიც შესაძლოა, მიიღონ“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა. ცნობისთვის, „პოლიტიკო“ წერს, რომ გასულ კვირას ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინას ფარულად მისცა ნებართვა, ამერიკის მიერ მიწოდებული ზოგიერთი შეიარაღება რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ სამიზნეებზე გამოიყენოს. მოგვიანებით, ასეთი ნებართვები ევროპის რამდენიმე ქვეყანამაც გასცა.

მეტი...

17 პარტია და 5 დამოუკიდებელი დეპუტატი – ,,ქართულ ქარტიაზე” ხელმოწერები დასრულდა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია ,,ქართულ ქარტიაზე” ხელმომწერი პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტიკოსების ჩამონათვალს აქვეყნებს: პოლიტიკური პარტიები: საქართველოს მწვანეთა პარტია – გია გაჩეჩილაძე სამართლიანობისთვის – ეკა ბესელია დროა – ელენე ხოშტარია გირჩი – მეტი თავისუფლება – ზურაბ ჯაფარიძე ევროპელი დემოკრატები – პაატა დავითაია კანონი და სამართალი – თაკო ჩარკვიანი ლელო საქართველოსთვის – მამუკა ხაზარაძე ახალი – ნიკა მელია მოქალაქეები – ქეთევან თურაზაშვილი ანა დოლიძე ხალხისთვის – კახაბერ დვალიშვილი თავისუფლება – ზვიად გამსახურდიას გზა – ირაკლი ჯამბურია სტრატეგია აღმაშენებელი – პაატა მანჯგალაძე ევროპული საქართველო – გიგა ბოკერია რესპუბლიკური პარტია – დავით ბერძენიშვილი ერთიანი ნაციონალური მოძრაობა…

მეტი...

“დაუწესეთ სანქციები ბატონ ივანიშვილსა და მის მოკავშირეებს”- ევროპარლამენტარი

„საქართველოს თავისუფალი ხალხი რუსიფიკაციას წინააღმდეგობას ყოველთვის გაუწევს”-ევროპარლამენტარი, თიის როიტენი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე ხელის მოწერას გამოეხმაურა. როიტენი ამბობს, რომ სანქციები უნდა დაუწესონ  ბიძინა ივანიშვილსა და მის მოკავშირეებს. „საქართველოს თავისუფალი ხალხი რუსიფიკაციას წინააღმდეგობას ყოველთვის გაუწევს. ისინი ევროკავშირის ნამდვილ მხარდაჭერას იმსახურებენ. დაუწესეთ სანქციები ბატონ ივანიშვილსა და მის მოკავშირეებს“ – წერს ევროპარლამენტარი  X-ზე.  

მეტი...

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

გარემოს ეროვნული საგენტო უახლოესი საათების განმავლობაში ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. ამავე ცნობით, 3 ივნისს, უახლოესი საათების განმავლობაში 4 ივნისის ღამის ჩათვლით შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, კახეთში, კავკასიონის ქედის მთიან და მაღალმთიან რაიონებში ზოგან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. „მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს გორაკ -ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ – ღვარცოფული პროცესების ჩასახვა- გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე დაბალი)“ – ნათქვამია ინფორმაციაში.  

მეტი...

“სპორტის განვითარება მნიშვნელოვანია”- მარნეულში ახალი საფეხბურთო სტადიონი გახსნა

“სპორტის განვითარება ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, ყოველდღიურად ვითარდება ჩვენი სპორტი, გვაქვს განსაკუთრებული მიღწევები” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მარნეულში ახალი საფეხბურთო სტადიონის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია როგორც მაღალი მიღწევების სპორტის განვითარება, ასევე მასობრივი სპორტს განვითარება. „დღეს იხსნება არაჩვეულებრივი სტადიონი, რომელიც აშენდა უეფა-ს სტანდარტების შესაბამისად. ის არის აშენებული, როგორც უეფა-ს მეორე კატეგორიის სტადიონი, ყველა შესაბამისი აღჭურვილობა ადგილზეა, ადაპტირებულია შშმ პირებისთვის და რაც მთავარია, თვალს უხარია ასეთი ლამაზი სტადიონი. სპორტის განვითარება ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, ყოველდღიურად ვითარდება ჩვენი სპორტი, გვაქვს განსაკუთრებული მიღწევები. მნიშვნელოვანია, როგორც მაღალი მიღწევების…

მეტი...

„უმუშევრობის დონემ ისტორიულ მინიმუმს მიაღწია“- პრემიერის მოხსენება

„2023 წელს ასევე დაფიქსირდა დასაქმებულთა რეკორდული რაოდენობა და უმუშევრობის მინიმალური მაჩვენებელი. დასაქმებულთა რაოდენობა 51 ათასით გაიზარდა და მილიონ 335 ათასი შეადგინა”- ამის შესახებ სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერის მოხსენებაშია აღნიშნული. მოხსენების თანახმად, 2024 წლის პირველ კვარტალში, უმუშევრობის დონემ ისტორიულ მინიმუმს მიაღწია. „მათ შორის, აღსანიშნავია, რომ დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა გაზრდილია 50 ათასით, რაც პროდუქტიულ დასაქმებაზე მიანიშნებს. უმუშევრობის დონე 2023 წელს შემცირდა 0.9 პროცენტული პუნქტით და 16.4%-ით განისაზღვრა. 2024 წლის პირველ კვარტალში, გაგრძელდა უმუშევრობის შემცირებისა და დასაქმების მზარდი დინამიკა და უმუშევრობის დონემ ისტორიულ მინიმუმს მიაღწია. 2024 წლის პირველ კვარტალში უმუშევრობის დონე,…

მეტი...

„2023 წლის მდგომარეობით, საქართველოში 39 999 სოციალურად დაუცველი დასაქმდა“- პრემიერის ანგარიში

„2023 წლის მდგომარეობით, საქართველოში 39 999 სოციალურად დაუცველი დასაქმდა – რაც შეეხება უცხოეთში საქართველოს მოქალაქეების დასაქმებას, 2023 წელს გერმანიაში 1193 მოქალაქე დასაქმდა, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან 20 მაისამდე კი 424“- ამის შესახებ სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის მოხსენებაშია აღნიშნული. დოკუმენტის მიხედვით, 2023 წლის მდგომარეობით დასაქმებულ სოციალურ დაუცველთაგან პროგრამას 7 078 პირი სხვადასხვა მიზეზით გამოეთიშა. „2023 წლის მდგომარეობით, სულ დასაქმდა 39 999 სოციალურად დაუცველი, აქედან 32 921 პირს აქვს აქტიური ხელშეკრულება, ხოლო 7 078 პირი პროგრამას გამოეთიშა სხვადასხვა მიზეზით. 2023 წლის მდგომარეობით, ღია შრომის ბაზარზე დასაქმებულია 20 096…

მეტი...

კობა კობალაძემ რაგბის კლუბ “არმიას” უმასპინძლა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე რაგბის კლუბ “არმიის’’ მოთამაშეებს და მენეჯმენტის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე სამსახურის დირექტორმა, გუნდის წევრებს პირადად მიულოცა საქართველოს ჩემპიონატის დიდი 10-ის საგზურის მოიპოვება და მათ მომავალ სეზონზე წარმატებები უსურვა. “ყველას ერთად გილოცავთ ამ გამარჯვებას! ერთ-ერთი დიდი და მძიმე ბრძოლა იყო, თქვენი შედეგიდან გამომდინარე. ახალი შესაძლებლობები გაგიჩნდათ, წინ ახალი ასპარეზია. სამხედროებში ამბობენ, ხოლმე – “დაკავება უფრო იოლია, ვიდრე შენარჩუნება.” აქედან გამომდინარე, უმაღლეს ლიგაში, სისუსტის შესაძლებლობა, ფაქტობრივად, აღარ გვაქვს. უფრო მეტად მობილიზებული და უფრო მეტად შემართებულები უნდა ვიყოთ. მადლობა მინდა,გითხრათ, თქვენი მონდომებისთვის და ბრძოლისთვის. ნულიდან დავიწყეთ და თქვენმა ბრძოლისუნარიანობამ, შეუპოვრობამ მიგვიყვანა იქამდე,…

მეტი...

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი დაიღუპა

უკრაინაში ომს კიდევ ერთი ქართველი მებრძოლის, ხვიჩა გვირჯიშვილის სიცოცხლე შეეწირა. ინფორმაციას სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ქართველი მებრძოლი ვანო ნადირაძე ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

მეტი...

“ქარტიის გარშემო ჩამოყალიბდება: “ერთქარტიულები”, “ნახევრადქარტიულები” და ისინი, რომლებმაც ვერ გაიგეს ეს ქარტია”- თალაკვაძე

“რეალურად,გიორგი გახარიას პარტიის განცხადება არის პოლიტიკური ფანდი და შეთანხმებულია რადიკალურ ოპოზიციასთან – როგორც ჩანს, ქარტიის გარშემო სამი ჯგუფი ჩამოყალიბდება: “ერთქარტიულები”, “ნახევრადქარტიულები” და ისინი, რომლებმაც საერთოდ ვერ გაიგეს ეს ქარტია” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. თალაკვაძე ამბობს, რომ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიები თუ გაერთიანდებიან, მათ  “კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა” დაერქმევათ. „ცხადია, მცდელობა რომ “კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა” გახდეს ქარტიის ხელმომწერი, ლოგიკური იყო. ეს არის ის, რასაც სწორედ ჩვენ ვეუბნებოდით საზოგადოებას, რომ სხვადასხვა პარტიული ნომრებითა და ფერებით გადაფუთული “ნაციონალური მოძრაობის” სატელიტები არ იყვნენ რეალური ოპოზიციური პარტიები. ამის მცდელობას ვუყურებთ ახლა. ჩვენთვის…

მეტი...

ცხოველების ჩიპირება და რეგისტრაცია დედაქალაქის მასშტაბით სხვადასხვა მისამართზე გახდა შესაძლებელი

ივნისი შინაური კომპანიონი ცხოველების იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის თვეა. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ აღნიშნული პროცესის გამარტივებისა და ხელმისაწვდომობის მიზნით დაიწყო კამპანია, რომლის ფარგლებშიც მეპატრონეებს ცხოველების ჩიპირება და რეგისტრაცია დედაქალაქის მასშტაბით სხვადასხვა მისამართზე შეუძლიათ. კამპანიის ფარგლებში, პირველი იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის სერვისი მეპატრონეებმა ვაკის პარკში მიიღეს. ხოლო მომდევნო დღეებში, აღნიშნული პროცედურის ჩატარება ხელმისაწვდომი იქნება შემდეგ მისამართებზე: 2 ივნისი, კვირა, 10:00-13:00 სთ. – ვაკის პარკი (ძაღლების გასასეირნებელ სივრცესთან) 4 ივნისი, სამშაბათი, 17:00-19:00 სთ. – ვარკეთილის ხევის პარკი (ძაღლების გასასეირნებელ სივრცესთან) 9 ივნისი, კვირა, 10:00-13:00 სთ. – რიყის პარკი (ხიდზე ასასვლელთან) 11 ივნისი, სამშაბათი, 17:00-19:00 სთ. – დედაენის ბაღი (სკეიტ პარკის…

მეტი...

166-ე სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა მიუსაფარ ცხოველებს საკვები მიუტანეს

ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, მუნიციპალურ თავშესაფარს 166-ე სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ და მიუსაფარი ცხოველები საკვებითა და ბევრი სიყვარულით დაასაჩუქრეს. მოსწავლეები თავშესაფარში მიმდინარე პროცესებს გაეცნენ და მიიღეს ინფორმაცია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: მიუსაფარი ცხოველების პრობლემები და საჭიროებები, სტერილიზაცია-კასტრაციის მნიშვნელობა, ცხოველებთან დაკავშირებული რეგულაციები, პატრონის ვალდებულებები, სააგენტოს მიმდინარე ღონისძიებები და სხვა. სააგენტო ყველა ბავშვს ულოცავს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს და გამოთქვამს მზადყოფნას, მოზარდ თაობაში შინაური ცხოველების მიმართ ემპათიისა და ჰუმანური დამოკიდებულებების ჩამოყალიბების მიზნით, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობა ინტენსიურ რეჟიმში განაგრძოს.  

მეტი...

„„ქართული ოცნების“ ოჯახის წევრებს უკვე მისდით შეტყობინებები აშშ-ს ვიზების გაუქმების შესახებ“- დეკანოიძე

“მე მაქვს უკვე ინფორმაცია, რომ არსებობენ „ქართული ოცნების“ კონკრეტული წარმომადგენლები, ვისი ოჯახის წევრებსაც უკვე მისდით შეტყობინებები აშშ-ს ვიზების გაუქმების შესახებ – სანქციები დაეკისრება ასევე, ყველა იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობს ძალადობაში და ვინც აორგანიზებს ძალადობას”- განაცხადა “ევროოპტიმისტების” დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. დეკანოიძე ამბობს, რომ ინფორმაცია, იმის შესახებ თუ ვინ დასანქცირდა მალე გავრცელდება. „ძალიან მალე იქნება სანქციები. მე მაქვს უკვე ინფორმაცია, რომ კონკრეტულად არსებობენ “ქართული ოცნების” წარმომადგენლები, ვისი ოჯახის წევრებსაც უკვე მისდით კონკრეტული შეტყობინებები ვიზების გაუქმების შესახებ. ეს ინფორმაცია მალე გავრცელდება. მე, რა თქმა უნდა, კონკრეტულად არაფრის დასახელებას არ ვაპირებ, მაგრამ [ინფორმაცია]…

მეტი...

„ქართველ პარლამენტარებს უნდა მივულოცოთ, რომ შეძლეს თავიანთი პოზიციის დაცვა“-რუსი დეპუტატი ე.წ „რუსულ კანონზე“

“უცხოური აგენტების შესახებ” კანონზე ხელმოწერით ქართველმა პარლამენტარებმა შეძლეს დაეცვათ თავიანთი პოზიცია და გაეკეთებინათ არჩევანი საქართველოს განვითარების სასარგებლოდ, შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მხრიდან მუქარის მიუხედავად“- ასე გამოეხმაურა რუსი დეპუტატი, დსთ-ს საკითხებში რუსეთის სახელმწიფო დუმის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე არტემ ტუროვი “უცხოური გავლენების გამჭვირვალობის“ კანონის მიღებას. მისი შეფასებით, ქართველი პარლამენტარები მოიქცნენ, როგორც პროქართველი პოლიტიკოსები და არა როგორც, პროდასავლელი პოლიტიკოსები. „საქართველოს ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა სუვერენიტეტის გასაძლიერებლად, რათა განვითარდეს ზუსტად ისე, როგორც ქართველ ხალხს სურს და არა ისე, როგორც ეს დასავლური ქვეყნების რიგ პოლიტიკოსებს სურს. ჩვენ ვნახეთ რეაქცია, როცა კანონი მიიღეს, რა მუქარები იყო ევროპელი…

მეტი...

PSP 30 წლისაა

PSP-ს დაარსებიდან 30 წელი გავიდა და დღესაც კომპანია, ისევე როგორც განვითარების 30 წლის მანძილზე აგრძელებს მომხმარებლის საუკეთესო გამოცდილებაზე ზრუნვას. PSP სთავაზობს სრულიად ახალი კონცეფციის აფთიაქს. პირველი ზუსტად ეს აფთიაქი იყო, მაშინ, როცა ბრენდმა დაიწყო განვითარება. 2017 – 2020 წლებში აქტიურად მიმდინარეობდა კომპანიის საცალო ქსელის როგორც საქართველოს ყველა კუთხის მოცვა ისე მისი ფორმატების ცვლილება, რათა მომხმარებელს მიეღო მაღალი ხარისხის სერვისი, პროდუქციის ფართო ასორტიმენტი და შოპინგის ახალი გამოცდილება. დღეს PSP თვეში 2 მილიონამდე მომხმარებელს ემსახურება. ჩვენს ქსელში ყოველდღიურად 200 ათასზე მეტი ტრანზაქცია ხორციელდება. მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესების მიზნით წლიდან წლამდე ვითარდება და უმჯობესდება…

მეტი...

„ლელო“ „ქართულ ქარტიას“ უერთდება

პარტია „ლელო – საქართველოთვის“ „ქართულ ქარტიას” უერთდება. ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. მისი განმარტებით, ეს ქარტია არის ადამიანების, პოლიტიკური პარტიების თანხმობა, რომელიც მისივე სიტყვებით, ქვეყნიდან რუსულ რეჟიმს გაისტუმრებს. “ეს არის ერთობა და არა რაღაც ერთიანი სია ან ერთიანი პოლიტიკური გაერთიანება. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას, ყველა იმ ადამიანთან ერთად, განსაკუთრებით, იმ ახალგაზრდებთან ერთად, ვინც დღეს ქუჩაში განუწყვეტლივ, თვეზე მეტია რუსულ ხელისუფლებას აპროტესტებს.ეს ქარტია პროცესშია. აუცილებლად უნდა დაიხვეწოს, იმიტომ, რომ ჩვენთვის და ამომრჩევლისთვის არ არის მთავარი მარტო სასამართლო რეფორმა ან რაღაც სტრუქტურული რეფორმები. ჩვენთვის მთავარია, რომ სწრაფად მოხდეს ჩვენი ქვეყნის…

მეტი...

ზესტაფონსა და თერჯოლაში ვეტერანებისთვის ოფთალმოლოგიური გამოკვლევები უფასოდ ჩატარდა

მიმდინარე წლის 1 -2 ივნისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ლაიონსების თვალის დიაბეტურმა კლინიკა-საქართველომ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თვალის სნეულებათა დეპარტამენტთან ერთად, ზესტაფონისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრთათვის, მორიგი, 22-ე უფასო ოფთალმოლოგიური გამოკვლევები ჩაატარა. საქველმოქმედო სამედიცინო აქციაში, მონაწილეობა მიიღო კვალიფიციურ მედიკოსთა 12 კაციანმა ჯგუფმა (ოფთალმოლოგები, ენდოკრინოლოგი) მაღალტექნოლოგიური აპარატურით. საქველმოქმედო აქციით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ისარგებლა სამსახურის 65-მა ბენეფიციარმა. ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს, უსასყიდლოდ გადაეცათ 174 ოპტიკური სათვალე, 5 გლუკომეტრი და 50 სათვალის ჩარჩო; თერჯოლის მუნიციპალიტეტში კი, აქციით ისარგებლა 91-მა ბენეფიციარმა.…

მეტი...

„ვერცერთი მათემატიკით ისინი ვერ მოიგებენ“ – სააკაშვილი

,,ვინაიდან ვერცერთი მათემატიკით ისინი ვერ მოიგებენ, 26 ოქტომბერი იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი დღე საქართველოს ისტორიაში”, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. სასამართლო პროცესზე ჩართვის დროს მიხეილ სააკაშვილმა არჩევნების დღეს ამომრჩევლის აქტიურობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ,,ვინაიდან ვერცერთი მათემატიკით ისინი ვერ მოიგებენ, 26 ოქტომბერი იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი დღე საქართველოს ისტორიაში საუკუნეების განმავლობაში. ეს იქნება დრო, როცა აბსოლუტურად ყველა უნდა მივიდეთ საარჩევნო უბნებთან და აუცილებლად გავიმარჯვებთ, გავიმარჯვებთ სახელოვნად“, – ამბობს სააკაშვილი.

მეტი...

ზუგდიდის მე-4 საჯარო სკოლაში ენერგეტიკის სექტორში ქალთა როლის გაძლიერებაზე საჯარო ლექცია ჩატარდა

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით, სემეკთან არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში, ქ.ზუგდიდის მე-4 საჯარო სკოლაში, სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებს საჯარო ლექცია ჩაუტარდათ თემაზე “ქალის როლის გაძლიერება ენერგეტიკის სექტორში”. ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის საბჭოს წევრებმა, სალომე ჯანელიძემ და ქეთევან ბერიკაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს ენერგეტიკის სექტორის რეგულირების საკითხები, განვითარების პერსპექტივები, სექტორში დასაქმების შესაძლებლობები. ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის მიზანია განახლებადი ენერგიის შესახებ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლებში მოსწავლე-ახალგაზრდობის ცნობიერების ამაღლებასა და ჩართულობის ხელშეწყობა, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრაში განახლებადი ენერგიის როლის შესახებ მათი ინფორმირება. პროექტი ხორციელდება სამეგრელო-ზემო-სვანეთის, გურიის და იმერეთის რეგიონების…

მეტი...

სემეკის საჯარო სხდომაზე „საქართველოს მელიორაციამ“ საქმიანობის ანგარიში წარადგინა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დანერგილი რეგულაციების შესრულებისა და მელიორაციის სექტორის მომხმარებელთან კომუნიკაციის პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვაზე, შპს „საქართველოს მოლიორაციამ“ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ სემეკში ანგარიში წარადგინა. კომისიის საჯარო სხდომაზე შპს „საქართველოოს მელიორაციის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, სემეკის გადაწყვეტილებით კომპანიას დაევალა დეფიციტის პირობებში წყლის მიწოდების არეალების განსაზღვრასთან და ასევე, კომისიასთან ერთობლივად შემუშავებული პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვისთვის განსახორციელებელი ღონისძიების გეგმის შესრულების მიმდინარეობის შესახებ კომისიაში ინფორმაციის წარდგენა 1-ლ აგვისტომდე. ასევე, შპს „საქართველოს მელიორაციას“ 15 ივნისამდე განესაზღვრა ვადა წესებთან შესაბამისობაში მყოფი აღრიცხვიანობის გეგმის კომისიაში წარსადგენად. აღსანიშნავია, რომ სემეკის რეგულირების პირველივე წელს, შპს…

მეტი...

,,ვერ მოიყვანთ ვერც ერთ მაგალითს, სადაც არ შეიძლება მშენებლობა იქ მაინც მიმდინარეობდეს” – კალაძე

„ქალაქს აქვს თავისი გენერალური გეგმა და ამ დოკუმენტის მიხედვით ხდება ქალაქის ურბანული განვითარება“, – ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტის შესაბამის კითხვას. მისივე თქმით, თბილისში არის კონკრეტული ადგილები, რომელთა განაშენიანება შესაძლოა, საშიში იყოს, ამიტომ იქ არანაირი მშენებლობა არ მიმდინარეობს. „ვერ მოიყვანთ ვერც ერთ მაგალითს, რომ სადაც არის დასკვნა გაკეთებული და მითითება მიცემული, მაგალითად, ვერეს ხეობა, სადაც არ შეიძლება მშენებლობა კონკრეტულ ადგილებში და იქ მაინც მიმდინარეობს მშენებლობა. არ არსებობს ასეთი. ან სხვა ადგილები ავიღოთ. თბილისში არის კონკრეტული ადგილები, რომელიც შეიძლება საშიში იყოს, თუნდაც უხვი ნალექიდან გამომდინარე, გვაქვს ამის სამწუხარო მაგალითები,…

მეტი...

,,თუ არ დაემორჩილებიან, არის ფინანსური ჯარიმები, შემდეგ მოხდება დაყადაღება” – კალაძე

,,თუ არ დაემორჩილებიან, არის ფინანსური ჯარიმები, შემდეგ მოხდება მათი დაყადაღება და ისინი ვერ შეძლებენ უბრალოდ ფუნქციონირებას და ვერ შეძლებენ იმ თანხების მიღებას, რასაც იღებენ”,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, არსებობს იმის ეჭვი, რომ „პოლარიზაცია, რევოლუციის სცენარის დაფინანსება გაუმჭვირვალობის გამო ხდებოდა“. „თუ შენ კეთილ საქმეს აკეთებ და არ გაქვს ბოროტი ზრახვები, რა პრობლემაა დეკლარაციის შევსება და შენი ფინანსების ჩვენება, საიდან იღებ შემოსავლებს და რა კონკრეტულ პროექტებში ფინანსდება. არსებობს ეჭვი იმისა, რომ  პოლარიზაცია, რევოლუციის სცენარის დაფინანსება ყველაფერი ხდებოდა ამ გაუმჭვირვალობის გამო“, – ამბობს კალაძე.

მეტი...

,,არ ველოდები, რომ ვინმე იქნება დასანქცირებული” – კალაძე

„როგორ შეიძლება, სანქციები დაუწესო ადამიანებს, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში იღებენ კანონს და ამის უფლება ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ მიანიჭა“, – ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტის შესაბამის კითხვას სანქციების მოლოდინთან დაკავშირებით. „პრობლემას საერთოდ ვერ ვხედავ. არც იმას ველოდები, რომ ვინმე იქნება დასანქცირებული, იმიტომ, რომ არაფერი გაგვიკეთებია ისეთი, რომ სანქციების ქვეშ მოვექცეთ. როგორ შეიძლება სანქციები დაუწესო ადამიანებს, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში იღებენ კანონს და ამის უფლება ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ მიანიჭა, მაგალითად, დეპუტატებს და ხელისუფლებას, რომელიც დღეს წარმოდგენილია მთავრობის სახით და მართავს ქვეყანას. როგორ შეიძლება ამ ყველაფერზე გამოიცეს სანქციები, როდესაც იღებ კანონს შენს ქვეყანაში.…

მეტი...

,,ანაკლიის პორტის პროექტი, მამუკა ხაზარაძის ჩართულობით, თავიდანვე განწირული იყო მარცხისთვის” – კალაძე

„ხაზარაძეს სახელმწიფოს მხრიდან თანადგომა და ვადების გადაწევის შესაძლებლობა ჰქონდა, თუმცა, ანაკლიის პორტის პროექტში ვერცერთი ბიზნესჯგუფი ვერ შემოიყვანა“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან პარტია „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის კრიტიკის საპასუხოდ ისაუბრა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, მამუკა ხაზარაძე ანაკლიის პორტის მშენებლობაში ჩინური კომპანიის მონაწილეობის საკითხს აკრიტიკებს, თუმცა, თავის დროზე თავადაც ჰქონდა სურვილი, რომ ჩინური კომპანიები შემოეყვანა. „მამუკა ხაზარაძეს დაავალეს, რა უნდა თქვას და ამას იმეორებს. რეალობაში, ანაკლიის პორტის მშენებლობის დროს მას ჰქონდა სურვილი, ჩინური კომპანიები შემოეყვანა, თუმცა, ეს ვერ მოახერხა. არადა საკმარისი დრო, შესაძლებლობა, სახელმწიფოს მხრიდან თანადგომა, ვადების გადაწევის შესაძლებლობა ჰქონდა…

მეტი...