,,თუ არ დაემორჩილებიან, არის ფინანსური ჯარიმები, შემდეგ მოხდება დაყადაღება” – კალაძე

,,თუ არ დაემორჩილებიან, არის ფინანსური ჯარიმები, შემდეგ მოხდება მათი დაყადაღება და ისინი ვერ შეძლებენ უბრალოდ ფუნქციონირებას და ვერ შეძლებენ იმ თანხების მიღებას, რასაც იღებენ”,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, არსებობს იმის ეჭვი, რომ „პოლარიზაცია, რევოლუციის სცენარის დაფინანსება გაუმჭვირვალობის გამო ხდებოდა“.

„თუ შენ კეთილ საქმეს აკეთებ და არ გაქვს ბოროტი ზრახვები, რა პრობლემაა დეკლარაციის შევსება და შენი ფინანსების ჩვენება, საიდან იღებ შემოსავლებს და რა კონკრეტულ პროექტებში ფინანსდება. არსებობს ეჭვი იმისა, რომ  პოლარიზაცია, რევოლუციის სცენარის დაფინანსება ყველაფერი ხდებოდა ამ გაუმჭვირვალობის გამო“, – ამბობს კალაძე.

მსგავსი თემები