„კორონავირუსის“ გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნამ, შესაძლოა, სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაზარდოს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მსოფლიოს ქვეყნებს მიმართავს და არ ურჩევს, ვირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები მოხსნას. ჯანმოს ხელმძღვანელი ტედროს ადჰანო გებრეისუსი  აცხადებს, რომ შესაძლებელია, ასეთ შემტვევაში, უარესი სურათი მივიღოთ.

„გასაგებია ფაქტი, რომ ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში ეპიდემიის შემცირება შეინიშნება, თუმცა შეზღუდვების ნაადრევად მოხსნამ, შესაძლებელია, სიკვდილიანობის მაჩვენებლის ხელახალი ზრდა გამოიწვიოს. დაღმასვლა ისეთივე საშიში შეიძლება იყოს, როგორც აღმასვლა, თუ ის სწორად არ იქნება მართული,“- განაცხადა ჯანმოს ხელმძღვანელმა.

ცნობისთვის, ესპანეთისა და იტალიის ხელისუფლებამ გადაწყვეტილება მიოღო, რომ  ზოგმა ბიზნესმა საქმიანობა გააგრძელოს.

მსგავსი თემები