უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში დაახლოებით 44 300 რუსი ჯარისკაცი მოკლეს.
გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია: ჯარისკაცი – დაახლოებით 44 300; ტანკი – 1 889; ჯავშანტექნიკა – 4 179; საარტილერიო სისტემა – 1 010; სარაკეტო სისტემა – 265; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 136; თვითმფრინავები – 234; ვერტმფრენი – 197; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 793; საკრუიზო რაკეტები – 190; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 3 061; გემი/ნავი/კატარღა – 15; სპეციალური აღჭურვილობა – 93.
მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 18 აგვისტომდე პერიოდს.