საქართველოს პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო მუჯირი, აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავით მახარაძე და ასევე, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე ჭუაძე კორონავირუსით დაინფიცირდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ ბოდბის დედათა მონასტრის ფეისბუქიდან გახდა ცნობილი, სადაც დაინფიცირებულ მღვდელმთავრებს გამოჯანმრთელება უსურვეს.
ვაქცინირებულები არიან თუ არა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალი იერარქები, უცნობია.