“შეშფოთებულები ვართ საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებით”- სენატორები

“შეშფოთებულები ვართ საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებით”- ამის შესახებ, ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ავრცელებენ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები: სენატორები ჯიმ რიში (რესპუბლიკური პარტია), ბენ კარდინი (დემოკრატიული პარტია), ჯინ შაჰინი (დემოკრატიული პარტია) და პიტ რიკეტსი (რესპუბლიკური პარტია).

“შეშფოთებულები ვართ საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებით განსაზღვროს “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” და “აირჩიე ევროპა” როგორც ორგანიზაციები (განსაზღვრული საარჩევნო მიზნით). ეს არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურობენ საქართველოს მომავალი არჩევნებისთვის მონიტორინგული მისიების მომზადებაში, მაგრამ საარჩევნო შეჯიბრის მხარეები არ არიან. ისინი მხარს უჭერენ დემოკრატიას იმისდა მიუხედავად, თუ ვის აძლევს ხმას ხალხი.

არაკეთილსინდისიერია, რომ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” დირექტორი ეკა გიგაური ისჯება 12 სექტემბერს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის (არასამთავრობო ორგანიზაციების საწინააღმდეგო კანონებისა და დემოკრატიის ჩახშობის სხვა ინსტრუმენტების) შესახებ მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისთვის. მის შესახებ გუშინდელი განცხადება ადასტურებს, რომ ავტოკრატიული მთავრობები ბოროტად იყენებენ კანონებს დამოუკიდებელი ხმების დასასჯელად” – ნათქვამია სენატორების ერთობლივ განცხადებაში.

მსგავსი თემები