“გადავტეხავთ ამ მოღალატეობას“ – გიორგი მარგველაშვილი „ლელოს“ შეუერთდა

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი კოალიცია “ძლიერ საქართველოს” შეუერთდა. მარგველაშვილი რამდენიმე წუთის უკან თავად მამუკა ხაზარაძემ წარადგინა. შეხვედრა გორში, ადგილობრივ მოსახლეობასთან გაიმართა.

“მე მინდა ძალიან დიდი სიამაყით გითხრათ, რომ ამ ძალიან დიდ გაერთიანებას უერთდება ერთი ხმა, ერთი ძალიან სერიოზული მხარდამჭერი. ადამიანი, რომელიც არის პატრიოტი, უწესიერესი და რაც ყველაზე მთავარია, უკომპრომისო მებრძოლი თავისუფალი და ძლიერი საქართველოსთვის. მე მინდა, მივესალმოთ საქართველოს მე-4 პრეზიდენტს გიორგი მარგველშვილს,” – განაცხადა ხაზარაძემ.

მარგველაშვილმა კი მოსხლეობას პირობა მისცა, რომ მოღალატეობას წელში გადატეხავენ. მისი თქმით, საზოგადოება ამ გაერთიანებას დიდი ხანი ელოდა.

“მე ვიქნები ამ ბრძოლაში თქვენთან ერთად” – ასე მიმართა მარგველაშვილმა ამომრჩევლებს.

მსგავსი თემები