28 სექტემბერს, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო, ცოფის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას დედაქალაქის მასშტაბით 4 მისამართზე ჩაატარებს

28 სექტემბერს, ცოფის ვირუსთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო შინაური ცხოველების ანტირაბიულ (ცოფის ვირუსის საწინააღმდეგო) ვაქცინაციას დედაქალაქის მასშტაბით 4 მისამართზე ჩაატარებს.

ცხოველების მეპატრონეებს, მიმკედლებლებსა და დაინტერესებულ მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, ცხოველებს (ძაღლი/კატა) ანტირაბიული აცრა უფასოდ ჩაუტარონ.

სააგენტოს ავტომობილი მისამართებზე განრიგის მიხედვით მივა და ოთხფეხა პაციენტებს ერთი საათის განმავლობაში მოემსახურება.

10:00-11:00 სთ – ვარკეთილი, გ. აბაშვილის N20-თან მდებარე პარკი (სავარჯიშო სივრცის მიმდებარედ)
12:00-13:00 სთ – რიყის პარკი (ხიდზე ასასვლელთან)
14:00-15:00 სთ – დედაენის ბაღი (სკეიტ პარკის მიმდებარედ)
16:00-17:00 სთ – დიდი დიღომი, მირიან მეფის N39-თან მდებარე პარკი (ძაღლების სასეირნო სივრცესთან)

ანტირაბიული ვაქცინაცია ცხოველს წელიწადში ერთხელ უტარდება, ამიტომ რევაქცინაცია წინა აცრის თარიღის გათვალისწინებით მოხდება.

მიუსაფარი ცხოველების ბოლო ვაქცინაციის ზუსტი თარიღის დადგენის მიზნით, მიმკედლებლებსა და დაინტერესებულ მოქალაქეებს შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ სააგენტოს ცხელ ხაზზე – 032 2 421 424 (ან მოგვწეროთ სოციალური ქსელის საშუალებით) და ამის შემდეგ მოიყვანოთ ცხოველები ვაქცინაციის ჩასატარებლად თქვენთვის ხელსაყრელ მისამართზე.

ანტირაბიული ვაქცინაცია და შემდეგ ყოველწლიური რევაქცინაცია, როგორც ძაღლებისა და კატებისათვის ცოფის მიმართ მდგრადი იმუნური სისტემის ჩამოყალიბებისათვის, ასევე, ვირუსის პრევენციისათვის მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. მის მიზანს მოსახლეობისა და ცხოველების უსაფრთხოება და ჯანმრთელობა წარმოადგენს.

მსგავსი თემები