კომპანია Meta-მ სამსახურიდან 11 000-ზე მეტი თანამშრომელი გაათავისუფლა. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა, მარკ ცუკერბერგმა განაცხადა.
ცუკერბერგი აღნიშნულ გადაწყვეტილებას რთულს უწოდებს და დასაქმებულების სამსახურიდან გათავისუფლებაზე სრული პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს.
„მინდა გაგიზიაროთ ერთ-ერთი ყველაზე რთული ცვლილება, რომელიც Meta-ს არსებობის ისტორიაში განვახორციელეთ. გადავწყვიტე, შევამცირო ჩვენი გუნდის წევრთა რაოდენობა 13%-ით და 11 000-ზე მეტი ნიჭიერი თანამშრომელი გავათავისუფლო სამსახურიდან“, – წერს ცუკერბერგი Meta-ს პერსონალისადმი გაგზავნილ წერილში.
Meta გათავისუფლებულ თანამშრომლებსს 16 კვირის ანაზღაურებას გადაუხდის, ასევე დაფარავს მათი ჯანმრთელობის დაზღვევის ხარჯებს 6 თვის განმავლობაში და სხვა სამსახურის მოძებნაში დაეხმარება.