,,სალომე ზურაბიშვილი ერთი დამატებითი ჭანჭიკია ოლიგარქიული რეჟიმის”- გიორგი ვაშაძე

,,თუ სალომე ზურაბიშვილი გვარამიას არ შეიწყალებს, დადასტურდება, რომ ის არის ერთი ყველაზე იაფფასიანი ჭანჭიკი ოლიგარქიული რეჟიმის ხელში. აი, ესაა რეალობა,” – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილს გვარამია აქამდე უნდა შეეწყალებინა, როგორც ნიკა გვარამია, ისე მიხეილ სააკაშვილიც.

„გვარამია ციხეში იქნება მანამ, სანამ დიდ ერთობას პროევროპულ ფლანგზე არ მივაღწევთ, სააკაშვილი ციხეში იქნება მანამ, სანამ არ იქნება დიდი ერთობა პროევროპულ ფლანგზე და რაც მთავარია, კანდიდატის სტატუსს „ქართული ოცნების“ პირობებში ვერ მივიღებთ, სანამ პროევროპული დიდი ერთობა არ იქნება ქვეყანაში.

რაც შეეხება გვარამიასთან დაკავშირებით პრეზიდენტისთვის მიმართვას, „სტრატეგია აღმაშენებელი“ არ აპირებს პრეზიდენტთან არანაირ შეხვედრაში მონაწილეობას, რადგან ესეც მგონია, რომ არის ფარსი. სანამ თვალს არ გავუსწორებთ რეალობას, რომ ერთი დამატებითი ჭანჭიკია სალომე ზურაბიშვილი ოლიგარქიული რეჟიმის, რომელიც ქვეყანაშია და სანამ ცრუ ილუზიებს, რომელსაც საზოგადოებაში ვქმნით ხოლმე ან ქმნიან ხოლმე, ამას არ დავასრულებთ, მანამდე არაფერი მოხდება, ამიტომ ჩვენ ზურაბიშვილთან შეხვედრაზე არ ვიქნებით. დღესავით ნათელია, რომ მას შეწყალების მექანიზმი აქამდეც უნდა გამოეყენებინა, უფრო მეტიც, ის უნდა გამოიყენოს როგორც გვარამიას, ასევე სააკაშვილის შემთხვევაში. არც მიმართვას აქვს აზრი და არც არაფერს. ძალიან კარგად იცის ზურაბიშვილმა რაც უნდა გააკეთოს. თუ ამ ნაბიჯს არ დგამს, დადასტურდება, რომ ის არის ერთი ყველაზე იაფფასიანი ჭანჭიკი ოლიგარქიულო რეჟიმის ხელში. აი, ესაა რეალობა,“ – განაცხადა ვაშაძემ.

 

მსგავსი თემები