ჩინეთის დიდი კედელი – ვიდეორეპორტაჟი (ნაწილი 1)

ქალაქი ჩენგდე, ჰებეის პროვინცია – ეს სწორედ ის მხარეა, საიდანაც ჩინეთის დიდ კედელს სხვა მხრიდან შემოვივლით. ჩენგდეს  პეკინიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, დაახლოებით 130 კმ-ში მდებარეობს. აქედან დანახული ჩინეთის კედელი  გაცილებით ნაკლებად ხალხმრავალია, ვიდრე დიდი კედლის სხვა მონაკვეთები პეკინთან ახლოს. ის აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით 10,5 კილომეტრზეა გადაჭიმული. ჯინშანლინგის დიდ კედელს აქვს 67 საგუშაგო კოშკი, 5 უღელტეხილი და 3 შუქურის კოშკი. დანარჩენი კი ვიდეორეპორტაჟში.

მეტი...

მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ჩინეთს 14,635 მილიონი უცხოელი მოგზაური ესტუმრა

„არსებული მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ჩინეთმა მიიღო 14,635 მილიონი უცხოელი მოგზაური, რაც 152,7 პროცენტით მეტია წინა წელთან შედარებით. მათ შორის ჩინეთში უვიზოდ შემოვიდა 8,542 მილიონი, რაც 190,1 პროცენტით მეტია წინა წელთან შედარებით“ – ასეთია ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ჩინეთში ტურისტების მზარდ რაოდენობასთან დაკავშირებით. როგორც ჩინეთის საგარაო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერი განმარტავს, ჩინეთი იღებს უფრო მეტ ზომებს საზღვარგარეთ მოგზაურობის გასაადვილებლად და  ჩინეთში „სასურველი მოგზაურობა“ რეალობად იქცევა. „ციფრები აჩვენებს, რომ უცხოელი ვიზიტორების 86 პროცენტისთვის  რომლებიც ადრე იმყოფებოდნენ ჩინეთში, დღეს ბევრად უფრო ადვილია ჩინეთში გადახდა. გადახდის კოდის სკანირება არის მეტი კომფორტი და…

მეტი...

„მოვუწოდებთ ნატოს გათავისუფლდეს ცივი ომის მენტალიტეტისგან“ – ჩინეთის პოზიცია  

„ნატო-ს ეგრეთ წოდებული უსაფრთხოება უფრო ხშირად აგებულია სხვების დაუცველობაზე და რასაც ის აკეთებს, მსოფლიოს და რეგიონებს უსაფრთხოების მაღალი რისკის ქვეშ აყენებს“ – ეს განცხადება ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა ლინ ჯიანმა გააკეთა. ასე უპასუხა მან კითხვას, რომელიც ნატოსთან დაკავშირებით დაუსვეს. კერძოდ კი, კითხვის შინაარსი შემდეგია:   ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა სამიტის წინა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინაში, ჩვენი უსაფრთხოება არ არის რეგიონალური, ის გლობალურია,  რომ მნიშვნელოვანია მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენს მეგობრებთან ინდო-წყნარ ოკეანეში. ნატო განიხილავს უკრაინაში თანამშრომლობას და სხვა საკითხებს ავსტრალიასთან, როკ-თან, იაპონიასთან და ახალ ზელანდიასთან, რათა წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთს, ირანს, DPRK-სა…

მეტი...

“მე-14 დალაი ლამა არ არის წმინდა რელიგიური ფიგურა და ეწევა სეპარატისტულ საქმიანობას” – რას პასუხობს ჩინეთი ამერიკას?!

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ანტონი ბლინკენმა  დალაი ლამას 89 წლის იუბილე მიულოცა და დაადასტურა აშშ-ს ვალდებულება მხარი დაუჭიროს მცდელობებს ტიბეტელთა განსხვავებული ენობრივი, კულტურული და რელიგიური მემკვიდრეობის შესანარჩუნებლად. აღნიშნულ საკითხზე, ჩინეთის მთავრობის სახელით შეფასება ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს სპიკერმა ლინ ჯიანმა გააკეთა და აღნიშნა, რომ Xizang-თან  (“ტიბეტის” დღევანდელი ჩინური სახელი)  დაკავშირებული საკითხები  ჩინეთის შიდა საქმეა, რომელსაც გარე ძალების ჩარევა არ სჭირდება. „წლების განმავლობაში, Xizang სარგებლობდა მზარდი ეკონომიკით, სოციალური ჰარმონიითა და სტაბილურობით და კულტურული მემკვიდრეობის  შენარჩუნებით. Xizang-ში ყველა ეთნიკური ჯგუფის უფლებები და თავისუფლებები, მათ შორის რელიგიური რწმენის თავისუფლება და საკუთარი სალაპარაკო და…

მეტი...

ჩინეთის პრეზიდენტმა და უნგრეთის პრემიერმა უკრაინის კრიზისზე ისაუბრეს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ჩინეთში ვიზიტსა და პრეზიდენტ სი ძინპინთან შეხვედრასთან დაკავშირებით ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განცხადება გაკეთდა. როგორც პრეს სპიკერმა ლინ ჯიანიმ აღნიშნა,  მხარეებმა აღნიშნეს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა უზრუნველყოს პირობები და მხარდაჭერა ორ მხარეს შორის პირდაპირი დიალოგისა და მოლაპარაკების განახლებისთვის. ლინ ჯიანი: „შეხვედრისას პრეზიდენტმა სი ძინპინმა და პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა აზრები გაცვალეს ორმხრივ ურთიერთობებზე, ჩინეთ-ევროკავშირის ურთიერთობებსა და ორმხრივი ინტერესის საკითხებზე. საუბარი შეეხო უკრაინის კრიზისის შესახებ სიღრმისეულ კომუნიკაციას. პრემიერ-მინისტრმა ორბანმა უკრაინასა და რუსეთში ბოლო ვიზიტის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. პრეზიდენტმა სიმ შეაქო პრემიერ მინისტრი პოლიტიკური გადაწყვეტის ძიების მცდელობისთვის და გაიზიარა…

მეტი...

როგორია ჩინური, ტრადიციული მედიცინა (VIDEO)

ჩინური ნემსები, წერტილოვანი „დარტყმები,“ ასობით მცენარე, ბინებრივი ნედლეული –  ეს ყველაფერი უნიკალურია და სხვადასხვა დაავადების პრევენციის თუ მკურნალობისთვის გამოიყენება.

მეტი...

რას სთავაზობს ჩინეთი მსოფლიოს მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის?! (video)

ჩინეთის დედაქალაქ პეკინში მშვიდობიანი თანაარსებობის 5 პრინციპის დოკუმენტის გამოქვეყნებიდან 70 წლის იუბილეს აღნიშნავენ. ქვეფორუმი, რომელიც ამ დარბაზში იმართება, ეხება გლობალური მმართველობის ხელშეწყობას ფართო კონსულტაციებითა და ერთობლივი ჩართულობით. მშვიდობიანი თანაარსებობის ხუთი პრინციპი მოიცავს: სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურთიერთპატივისცემას, არა ორმხრივ აგრესიას, ერთმანეთის შიდა საქმეებში ჩაურევლობას, თანასწორობასა და ორმხრივ სარგებლობას და მშვიდობიან თანაცხოვრებას. ეკა გულუა პეკინიდან „ღმერთმა დაიცვას მშვიდობა, ვისიამოვნოთ მშვიდობით“ – პრეზიდენტი სი ძინპინი (video)

მეტი...

აგენტი რობოტი (ვიდეო)

მომსახურე რობოტი, მასპინძელი რობოტი, ჰაერის დამატენიანებელი რობოტი და აგერ უკვე, აგენტი რობოტიც, რომელიც სასტუმროს პერიმეტრზე სტუმრებს აკონტროლებს და ამოწმებს სასტუმროში შესაშვებია თუ არა.      

მეტი...

”ამ ვიზიტს ისტორიული მნიშვნელობა აქვს“ – სი ძინპინი ყაზახეთში

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის ყაზახეთში ვიზიტთან დაკავშირებით ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განცხადებები გაკეთდა. როგორც პრეს-სპიკერმა მაო ნინიმ აღნიშნა, ეს არის ვიზიტი, რომელსაც ისტორიული მნიშვნელობა აქვს. ეს არის პრეზიდენტის სი ძინპინის მეხუთე ვიზიტი ყაზახეთში და პირველი ვიზიტი ცენტრალურ აზიაში მე-20 ეროვნული კონგრესის შემდეგ. ორმა პრეზიდენტმა ოფიციალური მოლაპარაკებები გამართა ორმხრივ ურთიერთობებზე, ორმხრივ მომგებიანი თანამშრომლობისა და ორმხრივი ინტერესის საერთაშორისო და რეგიონულ საკითხებზე. ორი პრეზიდენტი ასევე დაესწრო ასტანაში ჩინური კულტურის ცენტრისა და ყაზახეთის კულტურის ცენტრის დაფების გახსნას. „ამ ვიზიტს ისტორიული მნიშვნელობა აქვს. ეს იყო კიდევ ერთი ეტაპი ჩინეთ-ყაზახეთის ურთიერთობების ისტორიაში.  პოლიტიკურმა ურთიერთნდობამ ახალ სიმაღლეს…

მეტი...

შეუძლია თუ არა ჩინეთს ერთი ზარით მოაგვაროს უკრაინის კონფლიქტი?!

ფინეთის პრეზიდენტის  – ალექსანდრე სტუბის განცხადებთ,  რუსეთი ახლა ჩინეთზეა დამოკიდებული და  ჩინეთის ლიდერის ერთი სატელეფონო ზარი უკრაინის კრიზისს მოაგვარებს. აღნიშნულთან დაკავშრებით დასმულ კითხვას ჩინეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა უპასუხა და აღნიშნა, რომ  ჩინეთი არ არის უკრაინს კრიზისის შემქმნელი. „ჩინეთი და რუსეთი ორივე ძირითადი ქვეყანაა, რომლებიც დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს იღებენ. ჩინეთი არ არის უკრაინის კრიზისის შემქმნელი ან მხარე. ჩვენ, როგორც ყოველთვის, დავდგებით მშვიდობისა და დიალოგის მხარეს, შევინარჩუნებთ კომუნიკაციას ყველა მხარესთან, მათ შორის რუსეთთან და ვითამაშებთ კონსტრუქციულ როლს კრიზისის პოლიტიკური დარეგულირების ხელშეწყობაში“ – აცხადებს ჩინეთის საგარეო უწყების პრეს-სპიკერი მაო ნინი.

მეტი...

სირიაში კონტრაბანდულ ხორბალთან დაკავშირებით ჩინეთი აშშ-ის პასუხისმგებობაზე საუბრობს

„შეერთებულმა შტატებმა გულმოდგინედ უნდა სცეს პატივი სირიის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მისი უკანონო სამხედრო ოკუპაცია სირიაში“ – აცხადებს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს სპიკერი მაო ნინი. აღნიშნული განცხადება საგარეო უწყების წარმომადგენელმა კითხვის საპასუხოდ გააკეთა, რომელიც მას სირიაში  კონტრაბანდული ხორბლის გატარებასთან დაკავშირებით დაუსვეს. როგორც მაო ნინი აცხადებს  ოდესღაც ხორბლის ექსპორტიორი სირია საკუთარი მოსახლეობის დაახლოებით 55 პროცენტს სურსათის დაუცველობის წინაშე დგას. „ამაზე უდავოდ პასუხისმგებელია აშშ. აშშ ამბობს, რომ ის არის ტერორიზმთან საბრძოლველად, მაგრამ რეალობა ამბობს, რომ ის იქ არის ძარცვისთვის. აშშ აგრძელებს სხვა ქვეყნებში ადამიანების საარსებო და ცხოვრების უფლების დარღვევას.…

მეტი...

სი ძინპინი ყაზახეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკებებს მართავს

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი ყაზახ კოლეგასთან –  კასიმ-ჯომარტ ტოკაევთან მოლაპარაკებებს მართავს. სი ძინპინი ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში იმყოფება. როგორც სი ძინპინმა აღნიშნა, ის დარწმუნებულა რომ პრეზიდენტ ტოკაევის ხელმძღვანელობით, ყაზახი ხალხი წარმატებას მიაღწევს და ქვეყანაც  ძლიერი იქნება. მან ჩინეთ-ყაზახეთის ურთიერთობებზეც ისაუბრა. „ჩინეთსა და ყაზახეთს შორის მეგობრული ურთიერთობები სათავეს იღებს უძველესი აბრეშუმის გზიდან, რომელიც გაძლიერდა დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 32 წლიანი თანამშრომლობით. ამ ურთიერთობამ მიაღწია  ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის მაღალ დონეს. ჩინეთსა და ყაზახეთს შორის ურთიერთობები განისაზღვრება ხანგრძლივი მეგობრობით, ურთიერთნდობის მაღალი ხარისხით და სიმდიდრისა და უბედურების გაზიარებით“ – აღნიშნა პრეზიდენტმა. სი ძინპინმა გაიმეორა, რომ როგორიც…

მეტი...

უარი მსოფლიოს დაყოფის მცდელობას – ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის გზავნილი

“ჩინეთი დარჩება მშვიდობიანი განვითარების სწორ გზაზე და უარს იტყვის მსოფლიოს დაყოფის მცდელობებზე ბანაკების ან მცირე ბლოკების შექმნით გზით” – ეს სიტყვები ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ეკუთვნის, რომელიც მან მშვიდობიანი თანაარსებობის 5 პრინციპის დოკუმენტის გამოქვეყნების 70 წლის იუბილეზე წარმოსთქვა. „თქვენ ყველანი ჩინელი ხალხის ძველი მეგობრები ხართ. თქვენ იყავით მოწმე, მონაწილეობდით და წვლილი შეიტანეთ მშვიდობიანი თანაცხოვრების ხუთი პრინციპის ჩამოყალიბებაში და პრაქტიკაში“ – ასე მიმართ მინისტრმა ვანგ ი-მ მსოფლიოს ქვეყნებიდან მიწვეულ სტუმრებს. მისი თქმით, ჩინეთი ეყრდნობა მშვიდობიანი თანაცხოვრების ხუთი პრინციპის ისტორიულ სიბრძნეს. ეს პრინციპებია: სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა;  არა ორმხრივ აგრესიას; ერთმანეთის…

მეტი...

ყველანი საერთო სამშობლოს ასაშენებლად – ასეთია მინისტრის გზავნილი (video)

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მშვიდობიანი თანაარსებობის 5 პრინციპის გამოქვეყნებიდან 70 წლის იუბილეზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ დელეგაციებს უმასპინძლა. როგორც მინისტრმა ვანგ ი-მ აღნიშნა, დღეს ჩვენ მივედით ახალ ისტორიულ ეტაპამდე. ყველა ხალხის საერთო და ფუნდამენტური ინტერესების გათვალისწინებით, პრეზიდენტმა სი ძინპინმა წამოაყენა ხედვა კაცობრიობის საერთო მომავლის მქონე საზოგადოების აშენების შესახებ. მისი შეფასებით, ეს არის საუკეთესო გზა ახალ გარემოებებში მშვიდობიანი თანაცხოვრების ხუთი პრინციპის მემკვიდრეობის, წინსვლისა და გამდიდრებისთვის. „ჩინეთი მზად არის იმუშაოს ყველა მხარესთან, რათა ააშენონ ღია, ინკლუზიური, სუფთა და ლამაზი სამყარო ხანგრძლივი მშვიდობის, საყოველთაო უსაფრთხოებისა და საერთო კეთილდღეობისთვის, განახორციელონ გლობალური განვითარებისა და  გლობალური უსაფრთხოების ინიციატივა.…

მეტი...

„ხუთი პრინციპი გახდა საერთაშორისო საზოგადოების საერთო სიმდიდრე“ – პრეზიდენტი სი ძინპინი  

“მშვიდობიანი თანაცხოვრების ხუთმა პრინციპმა დაადგინა საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლის უზენაესობის ისტორიული ნიშნული. ხუთი პრინციპი სრულად განასახიერებს გაეროს წესდების მიზნებსა და პრინციპებს, შეესაბამება საერთაშორისო ურთიერთობების განვითარების დროინდელ ტენდენციას და ემსახურება მსოფლიოს ყველა ქვეყნის ხალხის ფუნდამენტურ ინტერესებს” – ეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის სიტყვებია, რომლითაც მან  მშვიდობიანი თანაარსებობის ხუთი პრინციპის გამოქვეყნებიდან 70 წლის საიუბილეო ფორუმი გახსნა. თანაარსებობის ხუთს პრინციპი გულისხმობს: სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას;  არა ორმხრივ აგრესიას; ერთმანეთის შიდა საქმეებში ჩაურევლობას; თანასწორობასა და ორმხრივ სარგებლობას და მშვიდობიან თანაცხოვრებას. როგორც სი ძინპინმა აღნიშნა, ხუთი პრინციპი მოიცავს ქვეყნებს შორის მშვიდობიანი თანაარსებობის ძირითად…

მეტი...

„ღმერთმა დაიცვას მშვიდობა, ვისიამოვნოთ მშვიდობით“ – პრეზიდენტი სი ძინპინი (video)

ჩინეთმა დღეს მსოფლიო მნიშვნელობის ფორუმს უმასპინძლა. 28 ივნისს მშვიდობიანი თანაარსებობის ხუთი პრინციპის გამოქვეყნებიდან 70 წელი გავიდა რაც პეკინში საზეიმოდ აღნიშნეს. ·        სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა; ·        არა ორმხრივ აგრესიას; ·        ერთმანეთის შიდა საქმეებში ჩაურევლობა; ·        თანასწორობა და ორმხრივი სარგებლობა; ·        და მშვიდობიანი თანაცხოვრება. სწორედ ეს არის მთავარი 5 პრიციპი, რომელზეც პრეზიდენტმა ფორუმზე ისაუბრა და მსოფლიოს მიმართა. პრეზიდენტის თქმით, ჩინეთის კარი ღიაა და ის არასოდეს დაიხურება.   ეკა გულუა, პეკინიდან 

მეტი...

ხვალ ჩინეთი მთელი მსოფლიოს წარმომადგენლებს მასპინძლობს

28 ივნისს, ჩინეთის დედაქალაქ პეკინში უმნიშვნელოვანესი ფორუმი იხსნება. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა მშვიდობიანი თანაარსებობის ხუთი პრინციპის გამოქვეყნებიდან 70 წლის იუბილეს აღნიშნავს. ფორუმს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავარ საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტი სი ძინპინი გახსნის და მნიშვნელოვანი სიტყვით გამოვა. კონფერენციაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების დელეგაციები მონაწილეობენ. მათ შორის, საქართველოს სახელით ერთ-ერთ ქვე-ფორუმში სიტყვით „მედიაცენტრი მთავარის“ დამფუძნებელი ეკა გულუაც გამოვა. კონფერენციაში, რომელიც მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა სექტორებად და ქვეფორუმებად გრძელდება, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტთან ერთად მონაწილეობენ, ქვეყნის პრემიერი, რომელიც მთავარი მოდერატორია, ასევე, სხვა ხელმძღვანელი პირები,  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული დელეგაციები, ყოფილი სახელმწიფო ლიდერები, ექსპერტები, მეცნიერები და…

მეტი...

ტიბეტელები

ტიბეტი ჩინეთის ავტონომიური რეგიონია. ტიბეტელთა მნიშვნელოვანი რაოდენობა ცხოვრობს ჩინეთის პროვინციებში განსუში, ცინგჰაიში, სიჩუანსა და იუნანში. ტიბეტის ოფიციალური ენებია ტიბეტური და მანდარინი, თუმცა, ჩვეულებრივ საუბრობენ ჩინურად. ტიბეტელების ძირითადი შემოსავლის წყაროა ხელნაკეთი ნივთების დამზადება და ტურიზმი. მაგალითად, ხალიჩების ქარხნიდან, რომელიც დედაქალაქ ლასაში მდებარეობს,  ხალიჩები ევროპაში, ჩრდილოეთ ამერიკასა და სამხრეთ აზიაშიც იყიდება. ტიბეტელები რელიგიური ხალხია და ეს კარად ჩანს ტაძრებში. მიდიან ე.წ. ძღვენითა და შესაწირით. ტიბეტელები, ძირითადად, რელიგიიდან გამომდინარე, სასმელს არ სვამენ. უფრო მეტად კი  ლუდის მსგავს სასმელს. დადგენილია, რომ ტიბეტელების ცხოვრების  საშუალო ხანგრძლივობა 72 წელია. რაც შეეხება ტიბეტელების ჩაცმულობას, ტრადიციულ ტიბეტურ სამოსს…

მეტი...

ბეიჰაი – საუკეთესო ტურისტული ქალაქი მანგროს ხეებით (video)

ბეიჰაი,  გუანქსის რეგიონის სამხრეთით მდებარეობს. ჩინეთში ის აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ტურისტული ქალაქი, ეროვნული ისტორიული და კულტურული ქალაქი, ეროვნული ბაღის ქალაქი, 10 საუკეთესო საცხოვრებელი ქალაქი, ზამთრის კურორტი და ეროვნული დღეგრძელობის ქალაქი. ბეიჰაი ერთადერთი ქალაქია დასავლეთ ჩინეთში, რომელსაც აქვს სატრანსპორტო ქსელი, რომელიც აერთიანებს ღრმა წყლის საზღვაო პორტებს, ყველა ამინდის აეროპორტსა და ჩქაროსნულ რკინიგზას. ეს არის ულამაზესი სანაპირო, ჭარბტენიანი, რომელიც ცნობილია მანგროს ხედებოთა და  მეთევზეთა კულტურით. მას აქვს უნიკალური და იშვიათი მანგროს ეკოლოგიური ბუნებრივი ლანდშაფტი. მანგროები  ცნობილია როგორც “ზღვის მცველები” და მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ტალღების დამსხვრევასა და ნაპირების დაცვაში, ზღვის წყლის გაწმენდასა…

მეტი...

„ჩინური ენის ხიდი“ – ღონისძიება კონფუცის ინსტიტუტში

თავისუფალი უნივერსიტეტის კანფუცის ინსტიტუტში “ჩინური ენის ხიდის” 23-ე საერთაშორისო სტუდენტური კონკურსის შესარჩევი ტური გაიმართა. ღონისძიება საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოსა და თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის ორგანიზებით მოეწყო. ღონისძიების ოფიციალური ნაწილის გახსნამდე კი სცენური სანახაობა გაიმართა.  წარმოდგენილი იყო  ჩინური საბრძოლო ხელოვნება, სცენაზე გაცოცხლდა  ჩინურ კულტურა და ტრადიციები და რა თქმა უნდა,  შესრულდა ცეკვა ქართული. ღონისძიებაში მონაწილეობა ჩინეთის ელჩმა საქართველოში  ჭოუ ციენმა და საელჩოს წარმომადგენლება მიიღეს. როგორც ელჩმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ჩინეთი და საქართველო ტრადიციული მეგობრობის მქონე ქვეყნები არიან, რომელიც ჯერ კიდევ ძველი აბრეშუმის გზამ დაუკავშირა ერთმანეთს. „ჩინეთ-საქართველოს მეგობრობა და კავშირები მუდმივად ვითარდება. ენა…

მეტი...

ხუანგკუოშუს ჩანჩქერი – მსოფლიოში მესამე, ყველაზე დიდი ჩანჩქერი (video)

ულამაზესი ჩანჩქერი ხუანგკუოშუ კუეიჭოუს პროვინციაში მდებარეობს. ჩანჩქერის სიმაღლე 77 მეტრზე მეტია, სიგანე კი დაახლოებით 101 მეტრი. ყველაზე დიდია ჩანჩქერის მთავარი კასკადი, მისი სიმაღლე, 67 მეტრია, სიგანე კი 83 მეტრი. ჩანჩქერი მდებარეობს უნიკალურ ბუნებრივ ზონაში, რომელსაც ხშირად „აღმოსავლეთ შვეიცარიას“ უწოდებენ. მთლიანობაში, ამ ბუნებრივ ზონაში 18 ჩანჩქერია, ისინი გარშემორტყმულია ზღაპრული ლამაზი ტყეებით. მეცნიერები თვლიან, რომ ხუანგკუოშუს ჩანჩქერი პლანეტის ერთ-ერთი უძველესი ჩანჩქერია. ხუანგკუოშუს ჩანჩქერი სიდიდით მესამე ჩანჩქერია მსოფლიოში, ნიაგარასა და ვიქტორიას ჩანჩქერის შემდეგ.

მეტი...

დრაკონის ნავების ფესტივალი ჩინეთში (ვიდეო)

დრაკონის ნავის ფესტივალი ჩინელების  ტრადიციული  დღესასწაულია, რომელიც  ჩინური კალენდრის მეხუთე თვის მეხუთე დღეს იმართება. ჩინურ კულტურაში კლასიკური დრაკონი ცაში ღრუბლებს ატარებს და ბრძანებს ქარს, ნისლსა და წვიმას ის  ძალისა და ძალაუფლების პატივსაცემი სიმბოლოა. ძველ ჩინეთში დრაკონის ნავი ორნამენტულად მოჩუქურთმებული დრაკონის თავით და კუდით გამოიყენებოდა რელიგიური მიზნებისთვის, როგორც წვიმის ღმერთების დასამშვიდებლად. დრაკონის ნავების ფესტივალის დროს ყველაზე გავრცელებული აქტივობაა  დრაკონის ნავებით რბოლა;  ზონგზის (ტრადიციული ჩინური ბრინჯის ნამცხვრები) ჭამა;  რეალგარის ღვინის დალევა და 5 ფერის აბრეშუმის ძაფიანი ლენტების გაბმა. მისი წარმოშობის შესახებ რამდენიმე ლეგენდა არსებობს. ყველაზე პოპულარული ის არის, რომ დღესასწაული არის კუ…

მეტი...

უნიკალური სოფელი ჩინეთ-ვიეტნამის საზღვართან (vodeo)

პიაოშუეიიენი –  ეს არის ტურისტებით დატვირთული სოფელი სამხეთ ჩინეთში, იუნანის პროვინციაში.  სოფელში 73 კომლისგან შედგება, რომელიც  307 ადამიანს მოიცავს  ჰანისა იის ხალხისა. სწორედ ამ სოფელში მდებარეობს  პიაოშუეიიენის ჩანჩქერი, რომლის სიმაღლე 262 მეტრია. ეკა გულუა იუნანიდან

მეტი...

მსოფლიო საოცრება – 240 კილომეტრიანი გზატკეცილი ცაში (ვიდეო)

იაქსის გზატკეცილის სიგრძე, რომელიც ვიდეოზეა გამოსახული, 240 კილომენტრზეა გადაჭიმული, იაანსა და სიჩანგს აკავშირებს ერთმანეთთან. ეს გზატკეცილი ყველაზე ციცაბო წერტილში გადის და მისი სიმაღლე ზღვის დონიდან 600-700 მეტრია.

მეტი...

ეთნიკური ჯგუფების ეროვნული ცეკვები და სამოსი (video)

იუნანის პროვინცია გამორჩეულია ეთნიკური ჯგუფების მრავალფეროვნებით.  ჯინპინგის ოლქის გულში დევს „ძვირფასი ქვა“  სოფელი ბიაოშუიანი, სადაც ეთნიკური ჯგუფების თანაცხოვრება განსაკუთრებით მრავალფეროვანია. აქ ცხოვრობენ ჰანის, იის, მიაოს, იაოსა დას სხვა  ეთნიკურ ჯგუფები, რომლებიც თავიანთ ტრადიციებს, კულტურას, ფოლკლორს ინარჩუნებენ და ამ  მრავალფეროვნებით ტურისტებსაც იზიდავენ და ხიბლავენ. იაოს ხალხის სამოსი ძალიან ფერადია. ძირითადად იყენებენ  ლურჯ, თეთრ, შავ და წითელ ფერებს. მათი სამოსის ძირითადი ფერები განსხვავდება იაოს ხალხის სხვადასხვა სუბ-ეთნიკური ჯგუფის სტილის მიხედვით. მათი სამოსი ცნობილია თავისი ფერადი, რთული ნიმუშებითა და დახვეწილი ოსტატობით. იაოს ქალები, რომლებიც კარგად ფლობენ ქარგვას, თავად ქმნიან ამ ხელოვნების ნიმუშებს. ქარგავენ…

მეტი...

ელჩის განცხადებით, ჩინურ კომპანიაზე გავრცელებული ინფორმაცია დეზინფორმაციაა

“დეზინფორმაციას ჩინური კომპანიის შესახებ ტაივანისა და აშშ-ის მიერ დაფინანსებული ცენტრები ავრცელებენ“- აცხადებს ჩინეთის ელჩი საქართველოში ჭოუ ციენი. მისი შეფასებით, ანაკლიის ნავსადგური გარდამტეხი იქნება. „მჯერა, ანაკლიის პროექტი იქნება გარდამტეხი მომენტი ჩვენი თანამშრომლობისთვის „სარტყელისა და გზის“ ინიციატივისა და შუა დერეფნის ფარგლებში“. როგორც ელჩმა აღნიშნა, ეს არ არის ჩინეთისა და საქართველოს პირველი ერთობლივი მნიშვნელოვანი პროექტი. მისივე ინფორმაციით, კომპანიას, რომელმაც პორტი უნდა ააშენოს სანქცირებული არ არის და დეზინფორმაციას ტაივანი და აშშ-ის მიერ დაფინანსებული ე.წ. ანალიტიკური ცენტრები. „China Communications Construction Company Limited არის Fortune 500-ის სიაში შემავალ კომპანიებს შორის. ის არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ერთ-ერთი…

მეტი...

„დიალოგი ერთადერთი გამოსავალია“ – ჩინეთის პოზიცია უკრაინაზე

ჩინეთის საგარეო სამეთა სამინისტროს პრეს-სპიკერს, საერთაშორის მედიასთან შეხვედრისას  უკრაინა-რუსეთის კონფლიქტზეც მოუწია საუბარი. უკრაინული მედიის კითხვას – ჩინეთი ხშირად მოუწოდებს რუსეთ-უკრაინის ომში დეესკალაციისკენ,  რუსეთი ორ წელზე მეტია აგრძელებს შემოჭრას მეზობელ უკრაინაში, არის თუ არა ჩინეთის მხარის მოწოდებები დეესკალაციის შესახებ რუსეთის მისამართით, პრეს სპიკერმა მაო ნინგიმ ასე უპასუხა: „ჩინეთს სჯერა, რომ დიალოგი და მოლაპარაკება ერთადერთი ეფექტური გამოსავალია უკრაინის კრიზისიდან. პარტიები უნდა იყვნენ მოწოდებულნი სიტუაციის დეესკალაციისა და კრიზისის პოლიტიკური დარეგულირებისკენ. ეს პოზიცია იყო ნათელი და თანმიმდევრული“.

მეტი...

ჩინეთი ისრაელს მოუწოდებს, შეწყვიტოს შეტევა რაფაზე

ვთხოვთ ყველა მხარეს, დაიცვან მშვიდობიანი მოსახლეობა და სამოქალაქო ობიექტები და მტკიცედ მოვუწოდებთ ისრაელს, გაითვალისწინოს საერთაშორისო საზოგადოების მოწოდება“ – ეს განცხადება ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა მაო ნინგმა ადგილობრივ და საერთაშორისო მედიასთა გააკეთა. მისი განცხადებით, ჩინეთი შეშფოთებულია ისრაელის ქმედებებით. „ჩინეთი უკიდურესად შეშფოთებულია ისრაელის სამხედრო ოპერაციით რაფაში. ჩვენ აღვნიშნეთ, რომ გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ მესამედ გამოსცა ბრძანება პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის დროებითი ზომების შესახებ და პირველად ცალსახად მოითხოვა სამხედრო შეტევის შეწყვეტა შესაბამის რეგიონში. ეს ასახავს მსოფლიოს კონსენსუსს და მტკიცე მოწოდებას ცეცხლის სასწრაფო შეწყვეტის, მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვისა და ჰუმანიტარული კრიზისის დეესკალაციის შესახებ. შესაბამისი დროებითი ღონისძიებები…

მეტი...

ჩინეთ-ევროპის სარკინიგსო ექსპრესმა 223 ქალაქსა და 23 ქვეყანას მიაღწია   

გასულ შაბათ-კვირას, ჩინეთი-ევროპის სარკინიგზო ექსპრესზე (CRE)  90 000-ზე მეტი მგზავრობა და 380 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების ტვირთის გადაზიდვა დაფიქსირდა. როგორც ჩინეთი საგარეო სამეთა სამინისტროში განმარტავენ, ჩინეთ-ევროპისა და ზოგადა, გლობალური ვაჭრობა მზარდია და სარკინიგზო ექსპრესი ევროპის  223 ქალაქს აღწევს. „როგორც „ქამარი და გზის“ თანამშრომლობის ფლაგმანი პროექტი და ბრენდი, ჩინეთი-ევროპის სარკინიგზო ექსპრესმა (CRE) ევროპის 223 ქალაქს და 25 ქვეყანას მიაღწია  და დააკავშირა 100-ზე მეტი ქალაქი აზიის 11 ქვეყანაში. ბოლო 8 წლის განმავლობაში, წლიური მოგზაურობები გაიზარდა 1,702-დან 17,000-მდე, წლიური ტვირთის ღირებულება 8 მილიარდი აშშ დოლარიდან 56,7 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა. CRE-მ უდავოდ…

მეტი...

დღეიდან საქართველოს მოქალაქეები ჩინეთში უვიზოდ იმგზავრებენ

საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთმა სავიზო მიმოსვლა გაამარტვა. „ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთა სავიზო მოთხოვნებისგან ორმხრივად გათავისუფლების შესახებ შეთანხმების“ მიხედვით, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ საქართველოს  პასპორტებს, პეკინის დროით 2024 წლის 28 მაისს 00:00 საათიდან, თავისუფლდებიან ვიზის აღების ვალდებულებისგან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესვლის, გასვლის ან ტრანზიტით გავლის მიზნით. თითოეულ შესვლაზე ყოფნის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს, ხოლო ყოფნის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 90 დღეს ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში. საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ საქართველოს მოქმედ ორდინალურ პასპორტებს და აპირებენ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე დარჩენას 30…

მეტი...

ჩინეთი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ვანგ ი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს ულოცავს. როგორც მინისტრის წერილში ვკითხულობთ,  ორი ქვეყანის თანამშრომლობა ნაყოფიერია და ეს  ურთიერთობები მომავალშიც გაგრძელდება. „გასულ წელს ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა დამყარდა. მზად ვართ ვიმუშაოთ ორი ქვეყნის ლიდერებს შორის მიღწეული კონსენსუსის კიდევ უფრო განსამტკიცებლად და ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობებში უფრო ხელშესახები პროგრესის მისაღწევად”, – აღნიშნულია  ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მისალოც  წერილში. დღეს, საქართველო დამოუკიდებლობის 106-ე წელს აღნიშნავს. ქვეყნის 18 ქალაქში მასშტაბური ღონისძიებები იმართება.  

მეტი...

ჩინეთ-საქართველოს შორის პირველი ავტოგადაზიდვა სრულდება

ისტორიული ფაქტი, შუა დერეფნის გამოყენებით, ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით, ტვირთების გადაზიდვა პირველად სრულდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ უკვე შესაძლებელია, ავტოგზავნილებით, ჩინეთიდან ევროპაში ტვირთი საქართველოს გავლით შევიდეს. საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილის განცხადებით, გადაზიდვის ფარგლებში, ჩინეთის ქალაქ ურუმჩიში დატვირთული ავტომობილები ყაზახეთის, კასპიის ზღვისა და აზერბაიჯანის გავლის შემდგომ საქართველოში 26 მაისს შემოვა. ყაზახეთმა და ჩინეთმა კურიკის ყაზახური პორტიდან ბაქოში და ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტით ევროპაში ტვირთის სატრანზიტო ავტოგადაზიდვა სატესტო რეჟიმში დაიწყეს. მარშრუტი კი შემდეგია:  ჩინეთი-ყაზახეთი-აზერბაიჯანი-საქართველო. რაც შეეხება ტვირთს, ის ჩინური წარმოების ავტომანქანებია. პირველი სამი ჩინური სატვირთო ავტომანქანა,  რომლის წონაც 80 ტონას შეადგენდა, ქალაქ ურუმჩიდან გავიდა და…

მეტი...

ჩინეთი და ბრაზილია უკრაინის კრიზისის პოლიტიკურ მოგვარებაზე შეთანხმდნენ

„საერთო გაგება ჩინეთსა და ბრაზილიას შორის უკრაინის კრიზისის პოლიტიკური გზით მოგვარების შესახებ“ – ასე ქვია 6 პუნქტიან შეთანხმებას, რომელსაც ჩინეთმა და ბრაზილიამ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მიაღწიეს. შეხვედრა  ჩინეთის სახლახო რეპუბლიკის საგარეო სამეთა მინსტრ ვანგ ი-სა და  ბრაზილიის პრეზიდენტის მთავარი მრჩეველთან პეკინში –  სელსო ამორიმისთან შედგა. რაც შეეხევა 6 პუნქტიან შეთანხებას, შემდეგია: ორივე მხარე მოუწოდებს შესაბამის მხარეებს, დაიცვან სიტუაციის დეესკალაციის სამი პრინციპი, ეს არის ბრძოლის ველის გაფართოება, ბრძოლის ესკალაცია და პროვოკაცია რომელიმე მხარის მხრიდან. ორ მხარეს სჯერა, რომ უკრაინის კრიზისის ერთადერთი ეფექტური გამოსავალი დიალოგი და მოლაპარაკებაა. ყველა მხარემ უნდა შექმნას…

მეტი...

“მთის ბოძი,” რომელიც ბოროტ ძალებს განდევნის (Video)

სოფელი მენგვუ სამხრეთ ჩინეთში მდებარეობს. ეს სოფელი „მიაოს ხალხის“ სოფელია, რომელიც ერთ-ერთ ეთნიკურ უმცირესობას წარმოადგენს ჩინეთში. ამ სოფელში თვალში მოგხვდებათ უზარმაზარი, შეფერილი და მოხატული ხის ბოძები, რომელსაც მხოლოდ სანახაობრივი დატვირთვა არ გააჩნია. გარდა  ბოძებისა, ადგილობრივები, ხის მსგავსად არიან შემოსილები და სახეც განსაკუთრებულად აქვთ მოხატული.   მიოს ეროვნების „ძელვის კულტურა“ სათავეს იღებს უძველესი სოფლიდან – ჯიმან მიაოდან, იუანბაოს მთიდან, რომელიც მესამე უმაღლესი მწვერვალია სამხრეთ ჩინეთში.  მას თითქმის 500 წლიანი ისტორია აქვს. „მთის ბოძი“ არის თილისმა  და მფარველი ღმერთი.  მიაოს ხალხის თვალში მას შეუძლია განდევნოს ბოროტი სულები, ქურდობა, ნეგატივი, ავადობა, ილოცოს იღბლისთვის და…

მეტი...