მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ჩინეთს 14,635 მილიონი უცხოელი მოგზაური ესტუმრა

„არსებული მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ჩინეთმა მიიღო 14,635 მილიონი უცხოელი მოგზაური, რაც 152,7 პროცენტით მეტია წინა წელთან შედარებით. მათ შორის ჩინეთში უვიზოდ შემოვიდა 8,542 მილიონი, რაც 190,1 პროცენტით მეტია წინა წელთან შედარებით“ – ასეთია ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ჩინეთში ტურისტების მზარდ რაოდენობასთან დაკავშირებით.

როგორც ჩინეთის საგარაო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერი განმარტავს, ჩინეთი იღებს უფრო მეტ ზომებს საზღვარგარეთ მოგზაურობის გასაადვილებლად და  ჩინეთში „სასურველი მოგზაურობა“ რეალობად იქცევა.

„ციფრები აჩვენებს, რომ უცხოელი ვიზიტორების 86 პროცენტისთვის  რომლებიც ადრე იმყოფებოდნენ ჩინეთში, დღეს ბევრად უფრო ადვილია ჩინეთში გადახდა. გადახდის კოდის სკანირება არის მეტი კომფორტი და  თანამედროვე გამოცდილება.  ჩინეთში მოგზაურობის” ბუმი მომდინარეობს ჩინეთის უნიკალური ხიბლიდან და რაც მთავარია, ღია და ინკლუზიური ჩინური საზოგადოებისა და თბილი და სტუმართმოყვარე ჩინელი ხალხისგან. ეს ასევე ჩინეთის მაღალი სტანდარტების გახსნის შედეგია. ბევრი რამ  არის სანახავი და გასაზიარებელი. მივესალმებით მეტ უცხოელ მეგობარს, რათა ჩინეთი მათი შემდეგი საზღვარგარეთ მოგზაურობის დანიშნულების ადგილი გახდეს“ – აღნიშნა ლინ ჯიანმა.

 

მსგავსი თემები