გავიცნოთ ყველასათვის საოცნებო ტიბეტის აღმოსავლეთ ნაწილი – ქალაქი ნიინკჩი, რომელსაც “აღმოსავლეთ ტიბეტის შვეიცარიის ალპებს“ უწოდებენ. ტიბეტი, ზოგადად არის საოცრად ტყიანი, მწვანე რეგიონი, თუმცა, აღმოსავლეთ ნაწილი განსაკუთრებულია ულამაზესი ბუნებით, მთის მწვერვალებით, ხე-მცენარეებით, ტბებით, მდინარეებითა და ჩანჩქერებით. საოცარია პასუმ თსოს ტბა პატარა კუნძულით, ქადინგკოუს ველი თავისი 200 მეტრ სიმაღლის თიანფოს ჩანჩქერით. ასევე, ხეობაში მდებარეობს პასუმცოს ტბა, რომელსაც ნახევარმთვარის ფორმა აქვს. ის გარშემორტყმულია უმაღლესი მთის მწვერვალებითა და აყვავებულ ხეებით, მას ზურმუხტის ხეობას და მწვანე წყალსაც კი უწოდებენ. ტბის ზემო წელზე მდებარე მყინვარები მტკნარი წყლის მუდმივ მარაგს უზრუნველყოფს. რაც შეეხება ხე-მცენარეებს, ტერიტორია სავსეა ნეკერჩხლებით,…
მეტი...კატეგორია: ამბები ჩინეთიდან
გაზაფხულის ფესტივალზე, ინსპექტირებისთვის, სი ძინპინი პროვინციებში ჩავიდა
პროვინცია ლიანონგი, ქალაქები: ხულუტაო, შენიანგ, პენსი და სხვა, მოიარა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა გაზაფხულის ფესტივალის პერიოდში. სი ძინპინი შეხვდა მოსახლეობას, მათ შორის, სტიქიით დაზარალებულებს და ასევე, ამ ვიზიტს ჰქონდა ინცპექტირების ფუნქციაც. მან ჩინური ახალი წელი და საგაზაფხულო ფესტივალი მოულოცა ყველა ეთნიკური ჯგუფს და ჯანმრთელობა, სამსახურში წარმატებები, ოჯახური ბედნიერება უსურვა გველის წელს. 22-დან 24 იანვრამდე სი ძინპინი ქალაქებში – ხულუტაო, შენიანგ, პენსი ჩავიდა ბაზრის, თემისა და საწარმოს სიღრმისეული ინსპექტირების მიზნით. შემდეგ კი გაემგზავრა სოფელი ჭუძიაკოუში, სუიწუნგის ოლქში. შარშან ეს სოფელი დაიტბორა და 41 დაზარალებული ოჯახი ახალ საცხოვრებელში გადაიყვანეს. პრეზიდენტმა დაათვალიერა…
მეტი...ახალი წლის დღეებში, ჩენეთის დიდ კედელზე ღამის წარმოდგენები გელოდებათ (ფოტორეპორტაჟი)
ჩინეთის დიდი კედელი საღამოს არანაკლებ საინტერესოა, ვიდრე დღის განმავლობაში. ჩინეთის დიდი კედლის მონახულება არაერთი მხრიდან თუ ქალაქიდან შეიძლება. მათ შორის ერთ-ერთია ბადალინგი. ბადალინგი არის ჩინეთის დიდი კედლის ყველაზე დატვირთული და ხალხმრავალი ადგილი. სწორედ ამიტომ, ჩინურ ახალ წელთან დკავშირებით, ამ მონაკვეთიდან კედლის მონახულება საათებშიც შეგიძლიათ. კერძოდ 28 იანვრიდან 4 თებერვლის ჩათვლით, გაზაფხულის ფესტივალზე, ჩინეთის დიდი კედლის პერიმეტრზე საოცარ წარმოდგენებსა და ლაზერ შოუებს იხილავთ. ეს მონაკვეთ კი პეკინიდან დაახლოებით 80 კილომეტრში მდებარეობს.ბადალინგის დიდი კედელი პოპულარულია როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ მოგზაურებში, რადგან ის კედლის საუკეთესო წარმომადგენლობითი ნაწილია და მიჩნეულია ზომიერად რთულ მარშრუტად. ამ…
მეტი...ხენანიდან, ერთ წელში, ექსპორტზე 160 მილიონზე მეტი წყვილი ფეხსამელი გავიდა
ჩინურ, ტრადიციულ, ქსოვილის-მოქარგულ ფეხსაცმელებზე მოთხოვნა საერთაშორისო ბაზარზეც მზარდია. განსაკუთრებით კი ახალ წელსა და გაზაფხულის ფესტივალზე. როგორც მწარმოებლები ამბობენ, ხენანის ქსოვილის ფეხსაცმელი ინარჩუნებს ძლიერ მიმზიდველობას როგორც შიდა ისე საერთაშორისო კლიენტებისთვის. იენშის რაიონში, ქალაქ ლუოიანგში, ხენანის პროვინციაში მდებარე საწარმო თავდაპირველად ორიენტირებული იყო საერთაშორისო შეკვეთებზე, გაზაფხულის ფესტივალის პერიოდში კი საგაზაფხულო ფეხსაცმლის წარმოება ჩაეშვა. 2024 წელს, წარმოების 80% ექსპორტზე რუსეთი, სამხრეთ კორეასა და ინდოეთზე მუშაობდა. ჩინეთის ნაჭრის ფეხსაცმლის დედაქალაქად წოდებული რაიონი ახლა 600-ზე მეტი სახეობის ფეხსაცმელს აწარმოებს და 500-ზე მეტი დამხმარე საწარმო გააჩნია. ფეხსაცმლის წარმოების ინდუსტრიაში დასაქმებულია თითქმის 100 000 ადამიანი. ეს არის ქვეყნის…
მეტი...„გაზაფხულის ქალაქი“ 100-ზე მეტი წყაროთი (ფოტორეპორტაჟი)
ქალაქი ძინანი აღმოსავლეთ ჩინეთის შანტონგის პროვინციის დედაქალაქია, რომელიც გამორჩეულია ბუნებრივი წყაროებით, რომლებიც მიმოფანტულია მთელ ქალაქში. აქედან გამომდინარე, მას “წყაროების ქალაქსაც” უწოდებენ. ქალაქის ღირსშესანიშნაობებს შორის ერთ-ერთია პარკი შემოსაზღვრული პაოტუ წყაროთი. პაოტუს წყარო ცნობილი ტურისტული ატრაქციონია და ის მიწის სიღრმიდან 29 მეტრ სიმაღლეზე ამოდის. წყაროს წყლის ტემპერატურა კი, მთელი წლის განმავლობაში არ იცვლება და მუდმივად 18 გრადუსია. კიდევ ერთი სანახაობა, რაც ქალაქის მარგალიტს წარმოადგენს, არის ტამინგის ტბა, ლანდშაფტური კუნძულებით, პარკები ტაძრებითა და პავილიონებით. აქ ჯამში 1000-ზე მეტი წყაროა, თუმცა ამ წყაროებიდან გამორჩეულია 72 წყაროთი წყარო. ძინანი ასევე ცნობილია როგორც “გაზაფხულის ქალაქი” და…
მეტი...2025 წლის იანვარში, ჩინეთში ტურისტების ბუმია
შეიძლება ითქვას, ჩინეთში შემომავალი ტურიზმი ყვავის. 2025 წლის იანვარში 2025 წლის იანვარის მაჩვენებლებით, ჩინეთში ტურიზმის ბუმია და აქ მოგზაურობა უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ტურისტების რაოდენობა განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, რაც ჩინეთმა, გასული წლის 17 დეკემბერს 240-საათიანი უვიზო სატრანზიტო პოლიტიკა გაატარა. რაც შეეხება ქვეყნებს, მაგალითად, უფრო და უფრო მეტი ტურისტი შევიდა სამხრეთ კორეიდან და იაპონიიდან აღმოსავლეთ ჩინეთის შანტონგის პროვინციაში. მათთვის საკმაოდ საინტერესოა ჩინური სამზარეულო, განსაცვიფრებელი პეიზაჟები, გარემო, სანახაობები და შოპინგი. ასევე, შემდეგი ქალაქებია: ცინგტაო, იანთაი, ვეიხაი. ამ წლის დასაწყისიდან ცინგტაო ყოველდღიურად იღებდა თითქმის 1000 სამხრეთ კორეელ ტურისტს, რაც 17,6 პროცენტით მეტია ვიდრე ჩინეთი…
მეტი...„ჭუანგ ბროკადი“ იუნესკოს მემკვიდრეობაში
ჭუანგ ბროკადის პროდუქცია ჩინეთში, განსაკუთრებით კი გაზაფხულის ფესტივალის წინა პერიოდში, საკმაო პოპულარულია და ტურისტების ერთ-ერთი მიმზიდველი სანახაობაა. ეს ფოტოები ძინლონგში, ლონგჭოუს საგრაფოში, სამხრეთ ჩინეთში, კუანგსის ავტონომიურ რეგიონშია გადაღებული და ის ლი სუინგს ეკუთვნის, რომელიც ჭუანგ ბროკადის მეხუთე თაობის მემკვიდრეა. გაზაფხულის ფესტივალის წინ, ლის სავაჭრო ჯიხური აჭრელებული იყო შექმნილი პროდუქციით, მათ შორის, შარფებით, ჩანთებით, სურათებით, დეკორებითა თუ სხვა აქსესუარებით. როგორც ლი ამბობს, ერთი მთლიანი ხელნაკეთი ჭუანგ ბროკადის დამზადება შრომატევადი და შედარებით ძვირია. ამიტომ, ის ჭრის ჭუანგ ბროკადს პატარა ნაჭრებად ჩარჩოებში აქცევს და ხელმისაწვდომ და დელიკატურ პატარა საჩუქრებად ყიდის. ჭუანგ ბროკადი ჩინეთის…
მეტი...ტრადიციული სამოსის ბიზნესი ჩინეთში და გამომუშავებული 100 მილიონზე მეტი
გაზაფხულის ფესტივალისთვის, იგივე, ჩინური ახალი წლისთვის, ტრადიციულ სამოსზე მოთხოვნა საკმაოდ მზარდია. ამჯერად გაგაცნობთ იუნნანის პროვინციას, ეთნიკურ სამოსსა და საწარმოს, სადაც ადგილობრივები არიან დასაქმებულები. იუნნანი სამხრეთ დასავლეთ ჩინეთის პროვინციაა. ქარგვის სახელოსნო კი, რომელიც აქ მდებარეობს, 3,000 კვადრატულ მეტრს მოიცავს და აქ 100-ზე მეტი ქარგვის მანქანა მუშაობს, რომელიც ქმნის საოცრად დახვეწილ ნაქარგ ქსოვილებს ცოცხალი ფერებითა და ელეგანტური სტილით, რომლებზეც გამოკვეთილია ტრადიციული ყვავილები, ფრინველები, თევზები და მწერები. ეს არის უმსხვილესი კომპიუტერიზებული ნაქარგების საწარმო, სადაც დასაქმებულები შეკვეთებს მომავალი საგაზაფხულო ფესტივალის, ანუ ჩინური ახალი წლისთვისაც კი იღებენ. იუნნანის პროვინციის ვენშან წუანგი და მიაოს ავტონომიური პრეფექტურა…
მეტი...აშშ-ის დაზვერვა აცხადებს, რომ კოვიდ 19-მა, სავარაუდოდ, ლაბორატორიიდან გაჟონა
ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს განაცხადებით, მათ სჯერათ, რომ COVID-19 პანდემია სავარაუდოდ წარმოიშვა ლაბორატორიის გაჟონვისგან და არა ბუნებრივი წყაროსგან. როგორც ჩინეთის საგარეო უწყებაში განმარტავენ, აღნიშნული დასკვნა ნაკლებ სავარაუდოა. „წარმოშობის მიკვლევა მეცნიერების საქმეა და მასზე ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა გაკეთდეს მეცნიერებზე დაფუძნებული სულისკვეთებით და მეცნიერების მიერ. “უკიდურესად ნაკლებად სავარაუდოა”, რომ პანდემია გამოწვეული იყოს ლაბორატორიული გაჟონვით – ეს არის ავტორიტეტული დასკვნა, რომელიც მიიღეს ჯანმო-ჩინეთის ერთობლივი მისიის ექსპერტებმა მეცნიერების საფუძველზე, ვუჰანის ლაბორატორიაში საველე მოგზაურობისა და სიღრმისეული კომუნიკაციის შემდეგ. მკვლევარების დასკვნას ფართოდ იქნა აღიარებული საერთაშორისო თანამეგობრობის, მათ შორის სამეცნიერო საზოგადოების მიერ. შეერთებულმა შტატებმა ერთდროულად უნდა შეწყვიტოს…
მეტი...ტრამპი ჩინეთს აშშ-ში ნარკოტიკების რეალიზაციაში ადანაშაულებს, რას პასუხობს ჩინეთი?!
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, მექსიკასა და კანადაში ფენტანილის მიწოდების უკან ჩინეთი დგას. აღნიშნულ საკითხზე ჩინეთის საგარეო უწყებაში განმარტებები გაკეთდა. როგორც პრეს-სპიკერმა განაცხადა, ჩინეთი აბსოლუტურ სიმკაცრეს იჩენს ნარკოტიკებთან მიმართებაში. „ჩინეთი ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი ქვეყანაა ნარკოტიკებთან მიმართებაში, როგორც პოლიტიკის, ასევე მისი განხორციელების თვალსაზრისით. ჩინეთმა ჯერ კიდევ 2019 წელს გამოაცხადა გადაწყვეტილება ფენტანილთან დაკავშირებული ნივთიერებების კლასად ოფიციალურად დანიშვნაზე. ჩვენ მსოფლიოში პირველი ქვეყანა ვართ, ვინც ამას აკეთებს. ჩინეთმა მხარი დაუჭირა აშშ-ს პასუხს ფენტანილის საკითხზე ჰუმანურობისა და კეთილგანწყობის სულისკვეთებით და აწარმოა ნარკოტიკების საწინააღმდეგო თანამშრომლობა ამერიკულ მხარესთან ფართო და სიღრმისეული გზით. ჩვენს მიერ მიღწეული მიღწევები ყველასთვის სანახავია. იმედი…
მეტი...ჩინური „გაზაფხულის ფესტივალი“ იუნესკომ კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეიტანა
UNESCO-მ ჩინეთის გაზაფხულის ფესტივალი კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში შეიტანა. ჩინეთი გაზაფხულის ფესტივალის 29 იანვრიდან გრანდიოზულად იწყებს, როცა ჩინური კალენდრით ახალი წელი შემობრძანდება. როგორც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გაზაფხულის ფესტივალი ჩინეთის უნიკალური ფესტივალია. „ჩინური ტრადიციით, გაზაფხულის ფესტივალი, მშვიდობის, მეგობრობისა და ჰარმონიის სიმბოლოა და განასახიერებს ადამიანების მადლიერებასა და პატივისცემას ბუნების მიმართ, ასევე სწრაფვას ოჯახის გაერთიანებისა და უკეთესი ცხოვრებისაკენ. გაზაფხულის ფესტივალის იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში ჩაწერა გვიჩვენებს, რომ ეს არის ჩინეთისთვის უნიკალური ფესტივალი. 2023 წლიდან სამინისტრო და ჩვენი საელჩოები და საკონსულოები ყოველწლიურად ატარებენ სპეციალურ პროგრამას „მივეფერებით ჩინურ…
მეტი...ჩინეთი გრანდიოზული შოუსთვის ემზადება
ჩინეთში ახალი წლის შემობრძანებას გრანდიოზულად აღნიშნავენ. სამზადისი მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს. ჩინეთის მედია ჯგუფმა (CMG) 2025 წლის საგაზაფხულო ფესტივალის გალა კონცერტისთვის მეხუთე რეპეტიცია ჩინური ახალი წლის წინა დღეს გამართა. პროგრამაში მოიცავს სპექტაკლებს, სიმღერებს, ცეკვებს, ესკიზებს, ოპერას, საბრძოლო ხელოვნებასა და სხვა საოცარ სანახაობას, სადაც გაერთიანებულია ტრადიციულ კულტურა თანამედროვე ელემენტებთან. პეკინის გარდა, გალა კონცერტი ვეყნის მასშტაბით ოთხი ლოკაციააზე იმართება. კერძოდ, კუანგტონგ -ჰონგ კონგ მაქაო, ჩუნგცინგია მუნიციპალიტეტი, ჰუბეის პროვინცია, ქალაქი ლასა სიჭანგის ავტონომიურ რეგიონში, ქალაქი ვუსი ძიანკსუს პროვინცია. გალა, რომელიც ჩინურად ასევე ცნობილია როგორც “ჩუნუანი“, 1983 წლიდან ყოველწლიურად გადაიცემა პირდაპირ ეთერში და…
მეტი...ტაივანი ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობის „წითელი ხაზი“
ტაივანი – წითელი ხაზი აშშ-ისა და ჩინეთს ურთიერთობაში. თუმცა, როგორც ჩინეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისგან მიიღეს, პასუხი, რომ შტატები არ აპირებს ტაივანის დამოუკიდებლობის აღიარებას. დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ, აშშ-სა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის კომუნიკაცია სამჯერ შედგა. ორჯერ ახალ პრეზიდენტს თავად სი ძინპინი ესაუბრა. გუშინ კი კომუნიკაცია შედგა აშშ-ის სახელმწიფო მდივან რუბიოსა და ჩინეთს საგარეო მინისტრს ვანგ ის შორის. ერთ-ერთი საკითხი, რაზეც მხარეებმა ისაუბრეს, სწორედ ტაივანის თემა იყო. ჩინეთმა მკაცრად დააფიქსირა საკუთარი პოზიცია, რომ ტაივანი ჩინეთის შემადგენელი ნაწილია და ეს საკითხ გადახედვას არ ექვემდებარება. მან ამერიკულ მხარეს მოუწოდა,…
მეტი...„არ ვაპირებთ ვინმეს ვაჯობოთ ან შევცვალოთ, მაგრამ უნდა დავიცვათ განვითარების ჩვენი ლეგიტიმური უფლება“ – რა საუბარი შედგა ჩინეთ-ამერიკას შორის?!
ჩინეთსა და ტრამპის ადმინისტრაციას შორის კავშირები ინტენსიური ხდება. ამჯერად, კომუნიკაცია შედგა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შორს. ჩინეთის საგარეო უწყების ინფორმაციით, მხარეებმა თანამშრომლობის გაფართოვებაზე ისაუბრეს, ასევე, მსოფლიოში არსებულ გამოწვევებზე და ბუნებრივია, ყურადღების მიღმა არც ტაივანის საკითხი დარჩენიათ. ვანგ იმ აღნიშნა, რომ პრეზიდენტ სი ძინპინს მნიშვნელოვანი სატელეფონო საუბარი ჰქონდა პრეზიდენტ ტრამპთან გასულ პარასკევს, რომლის დროსაც მათ მიაღწიეს საერთო გაგებას. „ჩინეთ-აშშ-ის ურთიერთობები ახალ მნიშვნელოვან ეტაპამდე მივიდა. პრეზიდენტმა სი ყოვლისმომცველმა ისაუბრა ჩინეთის პოლიტიკაზე შეერთებული შტატების მიმართ. პრეზიდენტმა ტრამპმა დადებითი პასუხი გასცა და თქვა, რომ ის მოუთმენლად ელის პრეზიდენტ სისთან…
მეტი...სადღესასწაულო, უძველესი სოფელი ჩინეთში (ფოტორეპორტაჟი)
ფერების, დღესასწაულის, განწყობის, ხალისის, ბუნების, ყვავილების, ტურიზმისა და ტურისტების მიზიდულობის ერთ-ერთი ცენტრი – ეს სოფელი ხუანკლინკია, ძიანკსის პროვინციაში. ამ სოფელს ტყუილად ნამდვილად არ უწოდებენ „ინოვაციების შუქურას ტურიზმის სფეროში“. სოფელი ემსახურება როგორც ჰოლისტიკური მემკვიდრეობის კონსერვაციის, ისე ეკონომიკური განვითარებისა და კულტურული გაცვლის მოდელს. ამ სოფელი დაცულია 43 უძველეს შენობა და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის 32 მემკვიდრე, რაც უზრუნველყოფს ტრადიციების უწყვეტობას. ტრადიციების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია კულტურული ფესტივალები და ცეკვის დღესასწაულები. სოფელი ულამაზესია გაზაფხულზე, სადაც ათასფრად აჭრელებულ ყვავილებს ნახავთ. ტერასებად შეფერილი ულამაზესი ყვავილები არა მხოლოდ სილამაზით მოგაჯადოვებთ, არამედ, სურნელებითაც. გორაკზე აშენებული სოფელი უამრავი კულტურული ხელნაკეთი…
მეტი...„ჩინეთი ყოველთვის ემხრობა დიალოგს, და არა დაპირისპირებას“ – ვიცე-პრემიერი დავოსის ფორუმზე
“გლობალური მმართველობის გაუმჯობესება და და საერთაშორისო წესრიგის დაცვა“ – ეს არის საკითხი, რომელზეც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა ტინგ სუესიანგმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა გლობალური მმართველობის გაუმჯობესებასა და ჩინეთის როლზე დაყოფილი სამყაროს თავიდან აცილებაში. „ნებისმიერი სამართლიანი ადამიანი, მივა იმ დასკვნამდე, რომ ჩინეთი არის პასუხისმგებელი მთავარი ქვეყანა და საერთაშორისო წესრიგის მტკიცე დამცველი და მშენებელი“ – აღნიშნა მან. ვიცე-პრემიერმა ყურადღება გაამახვილა, რომ ჩინეთი აქტიურად გვთავაზობს წინადადებებს გლობალური მმართველობის შესახებ. „ბოლო წლების განმავლობაში პრეზიდენტმა სი ძინპინმა წამოაყენა კაცობრიობის საერთო მომავლის მქონე საზოგადოების აშენების ხედვა, გლობალური განვითარების ინიციატივა, გლობალური უსაფრთხოების ინიციატივა…
მეტი...ლურჯი ტბები და ჩანჩქერები – სამოთხე დედამიწაზე (ფოტორეპორტაჟი)
სიცუანის პროვინცია ერთ-ერთია ჩინეთში, სადაც მოგზაურობა ნამდვილად ღირს. ჩანჩქერების კასკადი, ლურჯი და მწვანე შეფერილობის ტბები, ნაკრძალები, უძველესი ტყეები, აქ ნამდვილად სამოთხეში მოგზაურობა გელოდებათ. ძიუჭაიკოუ – ეროვნული პარკი და ნაკრძალი სწორედ სიცუანის პროვინციის ჩრდილოეთით მდებარეობს. ძიუჭაიკოუ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია თავისი თავისი ბუნებრივი საოცრებებით. რასაც ფოტოზე ხედავთ, ეს ნამდვილად საოცარი – ლურჯად და მწვანედ შეფერილი ბუნებრივი ტბაა. წყალი ასეთ საოცარ შეფერილობას კალციუმის კარბონატის მაღალი კონცენტრაციიის გამო იღებს. აქ ლანდშაფტი მდიდარია კარსტებით, რომლებიც მყინვარული და ტექტონიკური აქტივობით წარმოიქმნება და საოცარ ფერებს ქმნის. პარკი მდიდარია უნიკალური და წითელ წიგნში შეტანილი სახეობებით. აქ 200-ზე…
მეტი...გლობალური მშვიდობა და სტაბილური განვითარება – რაზე საუბრობს სი ძინპინი
სი ძინპინის ხელმძღვანელობით, გველის წლის ტრადიციული ჩინური ფესტივალის მოახლოებასთან ერთად, პრეზიდენტი, პარტიის გენერალური მდივანი, ცენტრალური სამხედრო კომისიის თავმჯდომარე და სხვა მაღალი დონის მიწვეული სტუმრები პეკინის დიდ სახალხო დარბაზში შეიკრიბნენ. როგორც სი ძინპინმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, 2024 წელი ქვეყნისთვის სირთულეების დაძლევისა და წინსვლის წელი. მისი შეფასებით, ცენტრალურმა კომიტეტმა გააერთიანა ყველა ეთნიკური ჯგუფი, რათა მშვიდად უპასუხონ ცვლილებებს და მიიღონ ყოვლისმომცველი მიდგომა ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის. „ჩვენ შევინარჩუნეთ სტრატეგიული გადაწყვეტილება და გაიზარდა ნდობა წარმატების მიმართ. ჩვენ ეფექტურად განვახორციელეთ პოლიტიკა და მივაღწიეთ მაღალხარისხიან განვითარებას, რომლის მეშვეობითაც ჩინეთის ეკონომიკა გამოჯანმრთელდა და აჩვენა აღმავალი იმპულსი. მშპ…
მეტი...ჩინეთის იმპორტ-ექპორტმა 2024 წელს 6 ტრილიონი დოლარს გადააჭარბა
ჩინეთი, საგარეო ვაჭრობაში მეგობრების წრეს აფართოებს. 2024 წლის მაჩვენებლით, ქვეყანაში დამუშავდა 88,38 მილიონი საბაჟო დეკლარაცია, რაც საგარეო ვაჭრობის მზარდ მაჩვენებელზე მიუთითებს. ჩინეთის გენერალური საბაჟო ადმინისტრაციის მონაცემებით, ქვეყნის საქონლის მთლიანმა იმპორტმა და ექსპორტმა 2024 წელს მიაღწია 43,85 ტრილიონ იუანს (დაახლოებით 6 ტრილიონი აშშ დოლარი), რაც 5 პროცენტით ზრდასა და რეკორდულ მაჩვენებელს ნიშნავს. ამავე მონაცემებით, ჩინეთის საგარეო ვაჭრობის ზრდამ 2024 წელს 2,1 ტრილიონი იუანი შეადგინა, რადგან მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკამ კიდევ უფრო გააძლიერა თავისი ლიდერი გლობალურად საქონლის ვაჭრობაში. მზარდი გამოწვევებისა და გაურკვევლობის მიუხედავად, ჩინეთის საგარეო ვაჭრობა აგრძელებს მდგრადობას, რაც აჩვენებს ჩინეთის ეკონომიკის…
მეტი...ვირტუალური შეხვედრა სიძინპინსა და პუტინს შორის
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინთან ვირტუალური შეხვედრა გამართა. მხარეებმა ორი ქვეყნის სტრატეგიულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ეს ურთიერთობა უფრო და უფრო მყარდება. „ჩვენი ორმხრივი ურთიერთობა ორიენტირებულია გრძელვადიან კეთილმეზობლობისა და მეგობრობის, ყოვლისმომცველი სტრატეგიული კოორდინაციისა და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის სულისკვეთებაზე“ – აღნიშნა პრეზიდენტმა სიმ და ამ ურთიერთობის სიცოცხლისუნარიანობაზე გაამახვილა ყურადღება. „პრაქტიკულმა თანამშრომლობამ მიაღწია სტაბილურ პროგრესს. ორმხრივმა ვაჭრობამ შეინარჩუნა ზრდის იმპულსი. მჭიდრო კოორდინაცია ისეთ მრავალმხრივ ფორუმებში, როგორიც არის გაერო, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია (SCO) და BRICS, უფრო მეტი პოზიტიური ენერგია მისცა გლობალური მმართველობის სისტემის რეფორმას და განვითარებას“ – აღნიშნა სი ძინპინმა რუს კოლეგასთან…
მეტი...მარგალიტებით მდიდარი საპორტო ქალაქი სიამენი (ფოტორეპორტაჟი)
სიამენი – ეს არის უდიდესი ქალაქი ფუძიანის პროვინციაში და მდებარეობს პროვინციის სამხრეთ ნაწილში. ეს არის ეკონომიკური, ტურისტული და ისტორიული ქალაქი, რომელიც გამორჩეულია მუზეუმების სიმრავლითა და კულტურული სანახაობებით. ქალაქი ნავსადგური სიამენი არის საზღვაო აბრეშუმის გზის ცენტრი. ის ასევე არის ჩინეთის ოთხი სპეციალური ეკონომიკური ზონიდან ერთ-ერთი, რომლებიც პრაქტიკულად ღია იყო მსოფლიოსთვის. სიამენი კლასიფიცირდება როგორც დიდი ნავსადგურის მეტროპოლია. ქალაქი მოიცავს 1699 კვადრატულ კილომეტრს, მათ შორისაა 158 კვადრატული კილომეტრი კუნძული სიამენი და კულანკუ. 2024 წლის მაჩვენებლით, ქალაქში 5,327 მილიონი მუდმივი მცხოვრები ცხოვრობდა. როგორც ჩინეთის სხვა ქალაქებში, აქაც, აუცილებელია ტურისტულ ქუჩაზე გასეირნება, განსაკუთრებით კი საღამოს. რას…
მეტი...Tesla მზადაა ჩინეთთან თანამშრომლობაზე – მასკისა და ჩინეთის ვიცე პრეზიდენტის შეხვედრა
ამერიკის შეერთებულ შტატებში მყოფი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი, ბიზნეს საზოგადოებასთან შეხვედრის შემდეგ, Tesla-ს აღმასრულებელ დირექტორს ელონ მასკს შეხვდა. მან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ Telsa-ს შეუძლია გამოიყენოს შესაძლებლობა, გაიზიაროს ჩინეთის განვითარების სარგებელი და შეიტანოს დიდი წვლილი ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის მჭიდრო ეკონომიკურ და სავაჭრო კავშირებში. როგორც შეხვედრაზოს მასკმა აღნიშნა, ტესლა მზადაა გააღრმავოს ინვესტიციები და თანამშრომლობა ჩინეთთან და პოზიტიური როლი ითამაშოს აშშ-ჩინეთის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთქმედების ხელშეწყობაში. „ეკონომიკური და სავაჭრო კავშირები ძალიან მნიშვნელოვანია როგორც შეერთებული შტატებისთვის, ასევე ჩინეთისთვის. ჩინეთის გავლენა საერთაშორისო საქმეებზე იზრდება და შეერთებული შტატები მზადაა განავითაროს პროდუქტიული ურთიერთობა…
მეტი...რაზე ისაუბრა ჩინეთის ვიცე პრეზიდეტმა და აშშ-ის ბიზნეს სექტორმა?!
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი აშშ-ში ბიზნესმენებსა და Tesla-ს აღმასრულებელ დირექტორს ელონ მასკს შეხვდა. შეხვედრა აშშ-ისს ბიზნეს საზოგადოების წარმომადგენლებთან, აშშ-ჩინეთის ბიზნეს საბჭოსა და აშშ-ს სავაჭრო პალატის წევრებთან შედგა. როგორც ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტმა ხანმა შეხვედრაზე აღნიშნა, ორ ქვეყანას აქვს ფართო საერთო ინტერესები და თანამშრომლობის ფართო სივრცე. „ორმხრივი ურთიერთობის ადრეული დაწყება და მისი სტაბილური ზრდა ემსახურება ორი ქვეყნის ხალხის საერთო კეთილდღეობას და აკმაყოფილებს საერთაშორისო საზოგადოების მოლოდინს. აშშ-ის ბიზნეს საზოგადოება იყო ჩინეთ-აშშ-ის მხარდამჭერი ხერხემალი. ასევე, ის არის ჩინეთ-აშშ-ის ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობისა და ჩინეთის რეფორმისა და გახსნის მონაწილე, მოწმე, კონტრიბუტორი და ბენეფიციარი. ჩინეთი დარჩება…
მეტი...ჩინეთის ვიცე პრეზიდენტი აშშ-ის ვიცე პრეზიდენტს შეხვდა
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტსა და აშშ-ის ახლად არჩეულ ვიცე-პრეზიდენტს შორის ვაშინგტონში ოფიციალური შეხვედრა გაიმართა. ხან ჭენგი გახლავთ სი ძინპინის სპეციალური წარმომადგენელი შტატებში, რომელმაც ამერიკელ კოლეგას სი ძინპინის მისალმება გადასცა და თავადაც მიულოცა არჩევა. როგორც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე პრეზიდენტმა აღნიშნა, პრეზიდენტ სისა პრეზიდენტ ტრამპს ჰქონდათ მნიშვნელოვანი სატელეფონო საუბარი და მათ მიაღწიეს კონსენსუსს მთელ რიგ საკითხებზე ჩინეთ-აშშ-ის განვითარებასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, ჩინეთი მზად არის, იმუშაოს აშშ-სთან, რათა მხარეებმა ხელი შეუწყონ ჩინეთ-აშშ-ის სტაბილურ, ჯანსაღ და მდგრად განვითარებას. „ჩინეთი და შეერთებული შტატები ორივე მშვენიერი ქვეყნებია, ხოლო ჩინელები და ამერიკელები ორივე დიდი ხალხია. ორივე მხარე ცდილობს განახორციელოს…
მეტი...ინაუგურაციამდე, დონალდ ტრამპსა და სი ძინპინს შორის კიდევ ერთი სატელეფონო საუბარი შედგა – რაზე ისაუბრეს მხარეებმა?!
დღეს, ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინსა და აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა დონალდ ტრამპს, პრეზიდენტად არჩევა კიდევ ერთხელ მიულოცა. „ჩვენ ორივე დაინტერესებული ვართ კონტაქტებით, ჩვენ ვხედავთ ახალი პრეზიდენტის ვადაში ორ ქვეყნას შორის ურთიერთობების ახალ ეტაპს. მზად ვართ, ჩინეთ-ამერიკული ურთიერთობები განვითარების ახალ ტრაექტორიაზე ავიყვანოთ ახალ საწყის წერტილში“ – აღნიშნა სი ძინპინმა ტრამპთან საუბრისას. სი ძინპინის თქმით, ჩინეთისა და შეერთებული შტატების ორი დიდი სახელმწიფო ცდილობს განახორციელოს საკუთარი ოცნებები, რათა ხალხს უკეთესი ცხოვრების შესაძლებლობა მისცეს. „საერთო ინტერესების და თანამშრომლობის ფართო სპექტრის მქონე ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შესაძლებლობა ექნებათ,…
მეტი...ტრამპის სახელმწიფო მდივანი ჩინეთს აფრთხილებს – რას პასუხობს ჩინეთი?!
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის კანდიდატმა სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ჩინეთი იყო ყველაზე ძლიერი და საშიში მოწინააღმდეგე, რომელსაც აშშ ოდესმე შეხვედრია. რუბიომ ასევე აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა უნდა აჩვენოს ჩინეთს, რომ გადაიხდის ძალიან მაღალ ფასს, თუ იგი ტაივანში შეიჭრება. აღნიშნულთან განცხადებას ჩინეთის საგარეო უწყებაში უპასუხეს და განმარტეს, რომ აშშ-მა ჩინეთის მიმართ უსაფუძვლო თავდასხმები უნდა შეწყვიტოს. „არაფერია დასამალი ჩვენს მიზანში, რომელიც არის ხალხისთვის უკეთესი ცხოვრება და მსოფლიო განვითარებისთვის მეტი წვლილის შეტანა. ჩვენ ვამუშავებთ ჩინეთ-აშშ-ის ურთიერთობებს ურთიერთპატივისცემის, მშვიდობიანი თანაცხოვრების და თანამშრომლობის მომგებიანი თანამშრომლობის პრინციპების შესაბამისად, რომლებიც წამოყენებულია პრეზიდენტ სი ძინპინის…
მეტი...“ჩინეთი და ევროპა ორი მთავარი ძალაა” – რა საუბარი შედგა სი ძინპინსა და ევროსაბჭოს პრეზიდენტს შორის?!
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შორის სატელეფონი საუბარი შედგა. სი ძინპინმა და ანტონიო კოსტამ მომავალ თანამშრომლობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ჩინეთი და ევროპა ორი მთავარი ძალაა მრავალპოლარული სამყაროს მშენებლობაში. პრეზიდენტების კომუნიკაციაზე განცხადება ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაკეთდა, სადაც დიალოგის შინაარსზე ისაუბრეს. „საუკუნის განმავლობაში, არნახული ცვლილებები სწრაფად ვითარდება და სამყარო ნაკლებად სტაბილურ და გარკვეულ ადგილად გადაიქცევა, დაყოფის, ფრაგმენტაციისა და არეულობის რისკები დიდია. ჩინეთი და ევროპა ორი მთავარი ძალაა მრავალპოლარული სამყაროს მშენებლობაში, ორი დიდი ბაზარი, რომელიც მხარს უჭერს გლობალიზაციას და ორი დიდი ცივილიზაცია, რომლებიც მხარს უჭერენ მრავალფეროვნებას. ჩინეთი-ევროკავშირის ურთიერთობებს…
მეტი...ჩინეთი 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შემდეგ
ტინგრის ოლქში, დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა დროებით თავშესაფრებში გადაიყვანეს. მიწისძვრით დაზარალებული მაცხოვრებლები სოფელ კურუმკში, ქალაქ ჩანკსუოში, ტინგრის საგრაფოში, ქალაქ სიგაჭეში უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს და შეძლებისდაგვარად, ადგილზე მიეწოდებათ ყველას საჭიროება. პარალელურად, ადგილზე მუშაობენ სამაშველო ჯგუფები მოხალისეებთან ერთად. შეგახსენებთ, რომ, ტინკრის ოლქში 6,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. დაზარალებულებისთვის დროებითი თავშესაფრები სხვადასხვა ადგილას მოეწყო.
მეტი...რას ელოდება ჩინეთი აშშ-ის ახალი პრეზიდენტისგან?!
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, სიტყვით გამოსვლისას ჩინეთთან თანამშრომლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჩინეთი ვერასდროს გადააჭარბებს შეერთებულ შტატებს. მისივე განცხადებით, ვაშინგტონი მართავდა კავშირებს პეკინთან მისი პრეზიდენტობის პერიოდში ურთიერთობა კონფლიქტური არასდროს ყოფილა. როგორც ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობებში იყო აღმავლობაც და ვარდნაც, თუმცა, საბოლოოდ, თანამშრომლობა იყო სტაბილური და დონალდ ტრამპთანაც თანამშრომლობის იმედი აქვთ. „გასული ოთხი წლის განმავლობაში ჩინეთ-აშშ-ის ურთიერთობებმა აღმავლობა და ვარდნა განიცადა, მაგრამ მთლიანობაში ის დარჩა სტაბილური დარჩა. ორი პრეზიდენტის სტრატეგიული ხელმძღვანელობით, მხარეებმა კონსულტაციების შედეგად ჩამოაყალიბეს ორმხრივი კავშირების რამდენიმე სახელმძღვანელო პრინციპი, ჩაერთნენ დიალოგსა და თანამშრომლობაში, განაახლეს და შექმნეს კომუნიკაციის…
მეტი...ვენეცია შანხაიში – უძველესი წყლის ქალაქი ჭუძიაძიაო
„შანხაის ვენეცია“ და „მარგალიტის ნაკადი“ – ეს არის წყლის ქალაქი, სახელად ჭუძიაძიაო. ეს უძველესი წყლის ქალაქი მსოფლიოში ცნობილია უნიკალური ხიდებით, რომელიც მინგისა და ცინგის დინასტიების დროს შენდა. ეს არი ხის, მარმარილოსა და ქვის უნიკალური ხიდები, რომლის ნახვის გარეშე ჩათვალეთ, რომ ქალაქი არც გინახავთ. ქალაქი ჭუძიაძიაო 36 სხვადასხვა ფორმისა და სტილის ხიდს მოიცავს, რომელიც ცალკე ისტორიის მატარებელია. ფანგშენგის ხიდი ყველაზე გრძელი ქვის ხიდია ხუთი თაღით. ის 1571 წელს აშენდა. ხიდზე ნახავთ ქვის ფირფიტას წარწერით: დრაკონის ქვის ჭიშკარი და მასზე ამოტვიფრულია 8 დახვეული დრაკონი. ასევე, ხიდის თავზე დგას 4 ქვის ლომი. ქალაქ…
მეტი...რაზე შეთანხმდა ჩინეთი და ბრიტანეთი ეკონომიკურ-ფინანსური დიალოგის ფარგლებში?!
ჩინეთის ვიცე-პრემიერმა ხე ლაფენგმა და ბრიტანეთის ფინანსთა კანცლერმა რეიჩელ რივზმა ჩინეთისა და დიდი ბრიტანეთის მე-11 ეკონომიკური და ფინანსური დიალოგი წარმატებით დაასრულეს. მხარეები 69 ურთიერთ სასარგებლო პუნქტზე შეთანხმდა. „მხარეები შეთანხმდნენ, რომ ჩინეთ-დიდი ბრიტანეთის თანამშრომლობა ხელს უწყობს ორივე მხარის განვითარებას. ისინი იმუშავებენ ერთად, რომ შეინარჩუნოს გლობალური ინდუსტრიული და მიწოდების ჯაჭვები უსაფრთხოდ; ასევე, შეთანხმდნენ, რომ მოეხსნას ორმხრივ ინვესტიციებს დაბრკოლებები და ხელი შეუწყონ არადისკრიმინაციულ და ღია ბიზნეს გარემოს; მხარეებმა მიაღწიეს მრავალ საერთო შეთანხმებას სამრეწველო, სასოფლო-სამეურნეო და ენერგეტიკული თანამშრომლობის შესახებ და შეთანხმდნენ, რომ მოიწვიონ ჩინეთ-დიდი ბრიტანეთის ერთობლივი ეკონომიკური და სავაჭრო კომისიის, მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების…
მეტი...“ჩინოვნიკებს არ უნდა ჰქონდეთ გამბედაობა ან სურვილი გახდნენ კორუმპირებული“ – სი ძინპინი
„ნულოვანი ტოლერანტობა ბოროტმოქმედების მიმართ“ – სი ძინპინის მკაცრი გაფრთხილება “გავაძლიეროთ ჩვენი გადაწყვეტილებები კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში“ – აცხადებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი. დისციპლინური შემოწმების ცენტრალური კომისიის (CCDI) მეოთხე პლენარულ სხდომაზე, მან მთავარი აქცენტი სწორედ კორუფციაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ უნდა განხორციელდეს კონკრეტული, მიზანმიმართული და რეგულარული პოლიტიკური ზედამხედველობა. „პოლიტიკურად აუცილებელია მკაცრი პოლიტიკური დისციპლინისა და წესების დაცვა და არასოდეს დაუშვათ შვიდი სახის გადაცდომის უფლება, რათა ჩვენი საქმეები სიტყვას შეესაბამებოდეს. ხელი უნდა შევუწყოთ მაღალი ხარისხის განვითარებას. საჭიროა რეგულარული და გრძელვადიანი დისციპლინური განათლება გაგრძელდეს თანამდებობის პირთა ზრდის მთელ ციკლში და ინტეგრირდეს ორგანიზაციული მართვის მთელ პროცესში“…
მეტი...“ჩინოვნიკებს არ უნდა ჰქონდეთ გამბედაობა ან სურვილი გახდნენ კორუმპირებული“ – სი ძინპინი
„ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ კომპრომისის გარეშე. კოორდინირება უნდა მოვახდინოთ, რომ ჩინოვნიკებს არ ჰქონდეთ გამბედაობა, შესაძლებლობა ან სურვილი გახდნენ კორუმპირებული და მტკიცედ მოვიგოთ ეს მკაცრი, გაჭიანურებული და ყოვლისმომცველი ბრძოლა“ – ეს გახლავთ ამონარიდი ჩინეთის პრეზიდენტის გამოსვლიდან დისციპლინური შემოწმების ცენტრალური კომისიის (CCDI) მეოთხე პლენარულ სხდომაზე. მისი განცხადებით, უპრეცედენტო ძალისხმევა გაწიეს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობისთვის, რამაც საყოველთაოდ აღიარებული შედეგი გამოიღო. „აუცილებელია კორუფციის წინააღმდეგ მიმდინარე ბრძოლაში ურყევი პოზიცია და სტრატეგიული გადაწყვეტილების შენარჩუნება. მნიშვნელოვნად გაძლიერდა ძალისხმევა კორუფციასთან საბრძოლველად, რათა აღმოიფხვრას კორუფციის გამრავლების საფუძველი და პირობები. განხორციელდა კონკრეტული ქმედებები პირველადი დონეზე არასწორი ქმედებებისა და კორუფციის აღმოსაფხვრელად, გადაჭრეს…
მეტი...ჩინეთში გავრცელებულ ვირუსზე საგარეო უწყებაში განმარტებები გაკეთდა
როგორც ჩინეთს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა განმარტა, ეს არის ჩვეულებრივი რესპირატორული ინფექცია და მსგავსი ინფექციები პიკს სწორედ ზამთრის სეზონზე აღწევს. მისივე თქმით, ჩინეთში რესპირატორული ინფექციური დაავადებების საერთო მასშტაბი და ინტენსივობა უფრო დაბალია, ვიდრე გასულ წელს. „რაც შეეხება მეტაპნევმოვირუსს (HMPV), როგორც კომპეტენტური ორგანოებიდან შევიტყვეთ, ეს არ არის ახალი ვირუსი. HMPV ადამიანებში ცირკულირებს სულ მცირე 60 წლის განმავლობაში და არის გავრცელებული ვირუსი, რომელიც იწვევს ზედა სასუნთქი გზების ინფექციებს. ჩინეთის მთავრობა სერიოზულად ეკიდება ჩინეთში საკუთარი ხალხის და უცხო ქვეყნის მოქალაქეების ჯანმრთელობას. ჩინეთის კომპეტენტურმა ორგანოებმა და ტექნიკურმა სააგენტოებმა გადადგეს პროაქტიული ნაბიჯები სხვადასხვა მწვავე რესპირატორული ინფექციური…
მეტი...ჩინეთი და დიდი ბრიტანეთი ეკონომიკურ-ფინანსური დიალოგისთვის ემზადებიან
6 წლიანი პაუზის შემდეგ, ჩინეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის ეკონომიკური და ფინანსური დიალოგის შემდეგი ეტაპი იგეგმება. როგორც ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტეს, შეთანხმება პრეზიდენტ სი ძინპინსა და ბრიტანეთის პრემიერ – კირ სტრმერს შორის მოხდა. „ჩინეთსა და გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკური და ფინანსური დიალოგი მიზნად ისახავს ბრიტანეთის პრემიერ მინისტრს კირ სტარმერსს და სი ძინპინს შორის მიღწეული მნიშვნელოვანი საერთო გაგების განხორციელებას. 2008 წელს დაარსებული ეს მაღალი დონის დიალოგის მექანიზმი ემსახურებოდა დიალოგისა და თანამშრომლობის მნიშვნელოვან პლატფორმას ეკონომიკურ და ფინანსურ სფეროებში სტრატეგიულ, ყოვლისმომცველ და გრძელვადიან საკითხებზე. ამ დიალოგის დროს განსახილველი თემებია მაკროეკონომიკური პოლიტიკა და ეკონომიკური…
მეტი...ჩინეთში მიწისძვრის შემდეგ ვითარება რთულია
ჩინეთში, ტინკრის ოლქში, სიჭანკში მომხდარ 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრასთან დაკავშირებით ვითარება საგარეო საქმეთა უწყებაში შეაფასეს და აღნიშნეს, რომ ყველაფერი კეთდება დაზარალებულთა დასახმარებლად. „მიწისძვრის შემდეგ, სი ძინპინმა დავალება გასცა, რომ ყველა ძალისხმევა გამოიყენონ გადარჩენილების მოსაძებნად და გადასარჩენად. დაშავებულების სამკურნალოდ, დაღუპულების მინიმუმამდე შესამცირებლად და მეორადი კატასტროფების თავიდან ასაცილებლად. მან ასევე დავალება გასცა, რომ გადაიდგას ნაბიჯები მიწისძვრის მონიტორინგისა და ადრეული გაფრთხილების გასაძლიერებლად, სასწრაფოდ მოხდეს დაზიანებული სახლებისა და ინფრასტრუქტურის შეკეთება, ხალხის ძირითადი საჭიროებებით დაკმაყოფილება, მათი უსაფრთხოდ გადაყვანა. ვიცე-პრემიერი ხელმძღვანელობდა კომპეტენტური ორგანოების ოფიციალური პირებისგან შემდგარ ჯგუფს მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ რეგიონში. ჩინეთის მთავრობის შესაბამისმა ხელისუფლებამ დაიწყო…
მეტი...