ქობულეთში ავარიას ორსული ემსხვერპლა

ქობულეთში ავარიას ორსული ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ ხუცუბანში მოხდა. სამწუხარო ინფორმაციას AJARATIMES.GE ავრცელებს. შემთხვევის შედეგად, დაშავდა ორი ადამიანიც. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.

მეტი...

ქართველმა მოჭიდავეებმა ვეტერანთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე 3 მედალი მოიპოვეს

საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრებმა ვეტერანთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა 3 მედლით დაასრულა. თავისუფალ ჭიდაობაში ოქროს მედალს ლუკა კურტანიძე (130 კგ) დაეუფლა. იგივე წონაში ბრინჯაოს მედალი დავით ტყეშელაშვილმა მოიპოვა. ასევე ბრინჯაოს მფლობელი გახდა თემურ გელიტაშვილი (88 კგ) მსოფლიო ჩემპიონატს ხორვატიის ქალაქმა პორეჩმა უმასპინძლა.

მეტი...

ინფორმაცია მათთვის, ვინც საქართველო-ალბანეთის მატჩზე დასასწრები ბილეთები ვერ შეიძინა

ქართველი გულშემატკივრებისთვის 14 ოქტომბერს, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, დიდი ეკრანი დამონტაჟდება, სადაც საქართველო-ალბანეთის საფეხბურთო მატჩის საჯარო ჩვენება გაიმართება. ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს. „დაგეგმილი ღონისძიების გამო, აღნიშნულ ტერიტორიაზე ტრანსპორტის გადაადგილება აიკრძალება. შეზღუდვა რუსთაველის გამზირისა და პირველი რესპუბლიკის მოედნის კვეთიდან რესპუბლიკის მოედნისა და მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, 13 ოქტომბრის 12:00 საათიდან 15 ოქტომბრის 14:00 საათამდე იმოქმედებს. რუსთაველის გამზირიდან კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები ზეთისხილის ხესთან მოხვევის შემდეგ, გადაადგილებას შეძლებენ კვლავ რუსთაველის გამზირისკენ, ასევე, იმოძრავებენ მიხეილ ჯავახიშვილისა და მერაბ კოსტავასა ქუჩების მიმართულებით. ჯავახიშვილის ქუჩიდან…

მეტი...

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სკოლებში კონკრეტული მიზნებისთვის ხდება ბავშვების პირადი მონაცემების შეგროვება, სიცრუეა და სიმართლეს არ შეესაბამება. „მსგავსი სახის დეზინფორმაციის გავრცელება არის მიზანმიმართული ქმედება, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ განათლების სისტემის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, მოსწავლეთა მონაცემები – პირადი ინფორმაცია, მის მიერ კლასების დაძლევა, მიმდინარე ნიშნები – ასახულია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში. გარდა ამისა, სისტემაში ასახულია ინფორმაცია მშობლების ან კანონიერი წარმომადგენლების შესახებ. პერიოდულად სკოლების მიერ ხდება სისტემაში არსებული მონაცემების, კერძოდ მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის, საკონტაქტო ტელეფონის, ელ.ფოსტისა და საცხოვრებელი მისამართის, განახლება.…

მეტი...

„სულ ასეთი ლაღი მემახსოვრები კარგო ბიჭო, თვალწინ მიდგას როგორ ამბობდი ლექსს“ – შოთიკო პეტრიაშვილის მასწავლებელი

პარტია „დროას“ ერთ-ერთი ლიდერის ალექსი პეტრიაშვილის ოჯახში ტრაგედია დატრიალდა. არსებული ინფორმაციით, მისი ვაჟი აივნიდან გადავარდა და სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომხდარ ტრაგედიას სოციალურ ქსელში შოთიკოს მასწავლებელი ემოციური პოსტით ეხმაურება. „სულ ასეთი ლაღი მემახსოვრები კარგო ბიჭო, კეთილო და მხიარულო!! თვალწინ მიდგას როგორ ამბობდი ლექსს, როგორ ყვებოდი, ანცობდი. რამხელა მომავლის ბიჭი წახვედი! სიტყვები უძლურია. გამძლეობა ბუკას და ქეთის“, – წერს მასწავლებელი.

მეტი...

დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრები ალბანეთს დაუპირისპირდება

ერთა ლიგის B დივიზიონის მეოთხე ტურში საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ალბანეთს დაუპირისპირდება. მატჩისწინა ვარჯიში ჩვენმა გუნდმა საგურამოში გამართა. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე ჩატარდა ტრადიციული პრესკონფერენცია. ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელთან, ვილი სანიოლთან ერთად მედიის კითხვებს ფეხბურთელმა, ლაშა დვალმა უპასუხა. „უკრაინასთან შეხვედრის შემდეგ ცოტა უცნაური შეგრძნება გვაქვს, რადგან ეს იყო შეხვედრა, რომელშიც მოგება ან ქულის აღება მაინც შეგვეძლო. ბევრი რამ გვაკლდა და ხვალინდელ შეხვედრაში ჩემთვის ტაქტიკურ ცვლილებებზე უფრო მნიშვნელოვანი თამაშის კარგად დაწყება და 90 წუთის განმავლობაში კონცენტრაციის და აგრესიულობის შენარჩუნება იქნება“, – აღნიშნა „ჯვაროსნების“ მთავარმა მწვრთნელმა. დვალმა კი განაცხადა, რომ გუნდმა უკრაინასთან თამაშის შემდეგ…

მეტი...

NATO-მ ბირთვული იარაღის გამოყენების წვრთნები დაიწყო

NATO-მ ბირთვული იარაღის გამოყენების წვრთნები დაიწყო. სწავლებაში, რომელიც ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება, მონაწილეობას 2 000 სამხედრო მიიღებს. დღეს, ალიანსის 8 ქვეყნის ავია-ბაზებზე 60 სხვადასხვა თვითმფრინავია მობილიზებული. მათ შორის, თანამედროვე ავია გამანადგურებლები, რომელთაც ატომური ბომბის გადატანა შეუძლიათ. ,,მდგრადი შუადღე” ასეთი სახელწოდებით იმართება ყოველწლიური წვრთნები. NATO-ს ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ სწავლება არ წარმოადგენს, უკრაინაზე განხორციელებული რუსული აგრესიის პასუხს, თუმცა წევრი სახელმწიფოების ლიდერების განცხადებით, მოსკოვმა ევროპიდან მკაფიო სიგნალი უნდა მიიღოს, რომ ალიანსი მზად არის თავდაცვისთვის.

მეტი...

დონალდ ტრამპის ამომრჩევლებთან შეხვედრის ადგილთან შეიარაღებული კაცი დააკავეს

კალიფორნიაში, კოაჩელაში, იმ ტერიტორიის მახლობლად, სადაც დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს ხვდებოდა, შეიარაღებული კაცი დააკავეს. BBC ადგილობრივ სამართალდამცველებზე დაყრდნობით წერს, რომ დაკავებული 49 წლის ვემ მილერია. პოლიციელებმა ის შესამოწმებლად გააჩერეს და აღმოაჩინეს, რომ კაცს ავტომობილში 2 იარაღი და რამდენიმე ყალბი პასპორტი ჰქონდა. მილერი დაკავებულია. აშშ-ის საიდუმლო სამსახურში აღნიშნეს, რომ პრეზიდენტობის „რესპუბლიკელ“ კანდიდატს საფრთხე არ ემუქრებოდა და მილერის დაკავებას ტრამპის კამპანიაზე გავლენა არ ჰქონია. სამართალდამცველები აღნიშნავენ, რომ ამ ეტაპზე შეუძლებელია დაკავებულის განზრახვებზე სპეკულირება. ინციდენტზე დაწყებულია გამოძიება.

მეტი...

,,ფხენიანი უკრაინაში რუსეთის ჯარში საბრძოლველად საკუთარ სამხედროებს აგზავნის” – ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეა რუსეთს არა მხოლოდ იარაღს აწვდის, არამედ საკუთარ მოქალაქეებს უკრაინაში რუსეთის ჯარის რიგებში საბრძოლველად აგზავნის. „ვხედავ მზარდ კავშირს რუსეთსა და ისეთ რეჟიმებს შორის, როგორებიც ჩრდილოეთ კორეაა. საუბარია უკვე არა მხოლოდ იარაღის გადაცემაზე. ფაქტობრივად, საუბარია საოკუპაციო სამხედრო ძალების მიერ ჩრდილოეთ კორეიდან ჯარისკაცების გადაყვანაზე“, – განაცხადა მან. ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ასეთ პირობებში უკრაინის მის პარტნიორებთან ურთიერთობას განვითარება სჭირდება. „ფრონტს მეტი მხარდაჭერა ესაჭიროება“, – აღნიშნა მან.

მეტი...

სვეტიცხოველში სვეტიცხოვლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო წირვა მიმდინარეობს

დღეს სვეტიცხოვლობაა. საზეიმო წირვა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ტარდება. სვეტიცხოვლობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება. 14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს, 13 ივლისს კი ქრისტეს ყველა მოციქულს. პარალელურად, მცხეთაში დღეს მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი.

მეტი...

ახალციხეში 6 წლის ბიჭს სატვირთო ავტომობილი დაეჯახა

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წნისთან 6 წლის ბიჭს სატვირთო ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა მცირეწლოვანი საავტომობილო გზას ბებიასთან ერთად კვეთდა. ინფორმაციას ,,სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს. თვითმხილველების თქმით, დაშავებული ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ დროისთვის, უცნობია.

მეტი...

ლოცვა, რომელიც სვეტიცხოვლობას უნდა წაიკითხოთ

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო წირვა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ჩატარდება. ეკლესია ამ დღეს, ასევე წმიდა მოციქულთა სწორის მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას (IV); წმიდა სიდონიასა და აბიათარის (+IV) ხსენებასაც აღნიშნავს. დღეს წასაკითხი ტროპარ-კონდაკი მოციქულთა სწორთა მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანასი: ტროპარი მოციქულსა და მახარებელსა ქრისტესა შეუდექით და მოძღურებითა მისითა განათლებულთა კერპნი და ბომონნი მამათა თქუენთანი უარჰყვენით და ნაცვლად მათსა ეკლესიანი სადიდებელად ღმრთისა აღმართენით და ჭეშმარიტითა სარწმუნოებითა სკიპტრაი მეფობისა განაშუენეთ, წმიდანო მოციქულთა სწორნო, მეფეო მირიან და დედოფალო ნანა, ნუ დასცხრებით მეოხად ერისა თქუენისა. კონდაკი მეუფემან ყოველთამან ვითარცა…

მეტი...

ბენიამინ ნეთანიაჰუმ გაეროს ლიბანის ტერიტორიიდან სამშვიდობო კონტინგენტის გაყვანისკენ მოუწოდა

ისრაელის არმიის ტანკებმა სამხრეთ ლიბანში გაეროს მშვიდობისმყოფელების განლაგების ადგილას ჭიშკარი შეანგრიეს. გაეროს სამშვიდობო კონტინგენტის განცხადებით, 2 ტანკი ტერიტორიაზე დილით შეიჭრა. მოგვიანებით ისრაელის პრემიერ-მინისტრმა გაეროს გენერალურ მდივანს მიმართა. ბენიამინ ნეთანიაჰუმ ანტონიო გუტერეშს საბრძოლო ზონიდან სამშვიდობოების გაყვანისკენ მოუწოდა. „დროა გაიყვანოთ ლიბანში მყოფი გაეროს დამემშვიდობეს „ჰეზბოლას“ დასაყრდენი ზონებიდან და საბრძოლო ტერიტორიებიდან. ისრაელის თავდაცვის ძალებმა ეს არაერთხელ ითხოვეს და ყოველ ჯერზე უარი მიიღეს. ბატონო გენერალურო მდივანო, ეს უნდა გაკეთდეს ახლავე, დაუყოვნებლივ. თქვენი უარი გაეროს სამშვიდობო კონტინგენტის ევაკუაციაზე მათ „ჰეზბოლას“ მძევლებად აქცევს. ეს საფრთხეს უქმნის როგორც მათ, ასევე ჩვენი ჯარისკაცების სიცოცხლეს“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

მეტი...

სამგზავრო მატარებელს ლოკომოტივი შეეჯახა და ვაგონები მდინარეში გადავარდა – არის მსხვერპლი

სამხრეთ ეგვიპტეში, კაიროში მიმავალ სამგზავრო მატარებელს ლოკომოტივი უკნიდან შეეჯახა. დაიღუპა ერთი და დაშავდა 20 ადამიანი. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს. შეჯახების შედეგად სამგზავრო მატარებლის ორი ვაგონი მდინარეში გადავარდა და ნაწილობრივ ჩაიძირა. შეჯახების გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.

მეტი...

კაცმა საკუთარ სარდაფში ძველი სასაფლაო აღმოაჩინა

საფრანგეთში, კაცმა თავისი სახლის სარდაფში უძველესი სასაფლაო აღმოაჩინა. როგორც Live Science-ი წერს, ეს გასულ ზამთარში მოხდა, როდესაც კაცი რემონტს აკეთებდა და სარდაფში ჩონჩხი იპოვა. მოგვიანებით გათხრებს არქეოლოგები შეუერთდნენ და ამ ეტაპზე უკვე 38 სამარხი იპოვეს. დღეს გათხრები 52 კვადრატული მეტრის ფართობზე მიმდინარეობს. სარდაფში აღმოჩენილი უძველესი საფლავი ჩვენი წელთაღრიცხვით მესამე საუკუნეს მიეკუთვნება, რაც ძველ რომაულ პერიოდს ნიშნავს. კიდევ 10 სარკოფაგი საფრანგეთის პირველი მეფეების – მეროვინგების მმართველობის პერიოდით თარიღდება (476-750 წლები). ყველაზე „ახალი“ სამარხი კი დაახლოებით მეათე საუკუნეშია გაკეთებული, რაც იმას ნიშნავს, რომ სასაფლაოს 700 წლის განმავლობაში იყენებდნენ.

მეტი...

დღეს სვეტიცხოვლობაა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო წირვა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ჩატარდება. სვეტიცხოვლობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება. 14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს, 13 ივლისს კი ქრისტეს ყველა მოციქულს.

მეტი...

რუსეთმა საქართველოს მოქალაქეზე სახელმწიფოთაშორისი ძებნა გამოაცხადა

რუსეთმა სახელმწიფოთაშორისი ძებნა გამოაცხადა საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ინასარიძესა და უკრაინის მოქალაქე სერგეი ანდრეიჩენკოზე. ოკუპანტი ქვეყანა მათ 2022 წელს ქერჩის ხიდის აფეთქებაში მონაწილეობას აბრალებს. ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული მედია ავრცელებს. ინასარიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 2024 წლის 14 თებერვალს რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის მთავარ საგამოძიებო დეპარტამენტში აღიძრა. მის წინააღმდეგ გამოძიება ერთდროულად რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს- ტერორისტულ თავდასხმას, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა, ასაფეთქებელი ნივთიერების უკანონო შეძენას პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთქმულებით და ასაფეთქებელი ნივთიერებების კონტრაბანდას ორგანიზებული ჯგუფის მიერ- მუხლებით. უკრაინის მოქალაქე კი თანამზრახველობაშია ბრალდებული. რუსეთი უკვე დიდი ხანია ამტკიცებს, რომ ქერჩის ხიდის აფეთქებაში საქართველოს მოქალაქე…

მეტი...

,,სკოლებში ასეთ მონაცემებს, რომ სთხოვენ ბავშვებს, ეს პირადი მონაცემების დარღვევაა” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის ინფორმაციით, სკოლებში ბავშვებს მშობლების პირად ნომერს სთხოვენ, რაც მისი თქმით, კანონდარღვევაა. მისი თქმით, საინტერესოა ამ სკოლების იდენტიფიცირება. ,,სკოლებში ასეთ მონაცემებს, რომ სთხოვენ ბავშვებს, ეს პირადი მონაცემების დარღვევაა! არ უნდა გასცეს ბავშვმა მშობლების პირადი ნომერი! სააინტერესოა ამ სკოლების იდენტიფიკაცია!”, – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

მეტი...

ბრაზილიაში ძლიერ ქარიშხალს მსხვერპლი მოჰყვა

ძლიერი ქარიშხლის შედეგად ბრაზილიაში რვა ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას BBC ავრცელებს და წერს, რომ სტიქიის გამო მილიონზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ქარიშხალმა ასევე შექმნა წყალმომარაგების პრობლემებიც. ქარიშხლის სიჩქარე 100 კმ/სთ იყო და ძირითადად ქვეყნის ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილი მოიცვა. სტიქიას დედაქალაქში, ერთი ჯარისკაციც ემსხვერპლა. ასევე, მედიის ცნობით, ბრაზილიელ დეპუტატებს კონგრესის ქვედა პალატაში ყოფნის დროს ქოლგების გამოყენება დასჭირდათ, რადგან შენობის სახურავიდან წყალმა გაჟონა.

მეტი...

,,ჩრდ. კორეა რუსეთს არა მხოლოდ იარაღს აწვდის, არამედ იქ სამხედროებსაც აგზავნის” – ზელენსკი

,,ჩრდილოეთ კორეა რუსეთს არა მხოლოდ იარაღს აწვდის, არამედ სამხედროებსაც აგზავნის”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და პარტნიორებს უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერებისკენ მოუწოდა. „ჩვენ ვხედავთ, რომ იზრდება კავშირი რუსეთსა და ისეთ რეჟიმებს შორის, როგორიცაა ჩრდილოეთ კორეა. ეს უკვე აღარ არის მხოლოდ იარაღის მიწოდება. ეს ფაქტობრივად არის ადამიანების გადაცემა ჩრდილოეთ კორეიდან ოკუპანტის სამხედრო ძალებში საბრძოლველად. ცხადია, რომ ასეთ პირობებში ჩვენი ურთიერთობები პარტნიორებთან განვითარებას საჭიროებს. ფრონტს მეტი მხარდაჭერა სჭირდება. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ უკრაინისთვის უფრო შორს მანძილზე მოქმედ იარაღის გამოყენების ნებართვის გაცემაზე და ჩვენი ძალებისთვის უფრო გადამწყვეტ მომარაგებაზე, ეს არ არის უბრალოდ სამხედრო საშუალებების…

მეტი...

ჩრდ. ისრაელში დრონებით თავდასხმის შედეგად სულ მცირე 67 ადამიანი დაშავდა

ჩრდლოეთ ისრაელში დრონებით თავდასხმის შედეგად სულ მცირე 67 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს და წერს, რომ 4 დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია, 9 ადამიანი კი მძიმე მდგომარეობაშია. ადგილობრივი მედიის ცნობით, ინციდენტის ადგილას საჰაერო განგაში არ გამოცხადებულა. ისინი წერენ, რომ ახლა ისრაელის არმია იძიებს მიზეზს, რატომ არ ამუშავდა თავდასხმისას სასიგნალო სისტემა.

მეტი...

EU-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს საქართველოს შესახებ იმსჯელებენ

ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს საქართველოს შესახებ იმსჯელებენ. 27 მინისტრის შეხვედრა ლუქსემბურგში, თბილისის დროით 12:00 საათზე გაიმართება. არსებობს მოლოდინი, რომ ევროპელი მაღალჩინოსნები საქართველოს ხელისუფლებას ამ შეხვედრაზეც გააკრიტიკებენ და ,,ოცნების” გუნდის მიმართ კრიტიკულ გზავნილებს გააჟღერებენ. საქართველოს შესახებ მსჯელობა იგეგმება 17-18 ოქტომბერს, ევროპული საბჭოს სხდომაზეც. მანამდე, ევროპელმა ლიდერებმა ამავე საკითხზე 9 ოქტომბერს იმსჯელეს და რეზოლუციაც მიიღეს.

მეტი...

საქართველოში 2 მიწისძვრა მოხდა

საქართველოში 2 მიწისძვრა მოხდა. ბოლო მიწისძვრა 09:03 საათზე ქალაქ თიანეთთან, სოფელ ბინდაურთასთან დაფიქსირდა, სიმძლავრემ 3.6 (ML) მაგნიტუდა შეადგინა. მანამდე, თბილისის დროით 04:53 საათზე, ასევე ქალაქ თიანეთან კურორტ ვაჟას-წყაროსთან, მოხდა 3.9 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა.

მეტი...

დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში იწვიმებს, ხანმოკლე წვიმა და ნისლი იქნება აღმოსავლეთშიც – ამინდის პროგნოზი

14  ოქტომბერს, ორშაბათს საქართველოს ზოგიერთ რაიონში ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი. meteo.gov.ge-ის ცნობით, დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში +19, +24°; მთაში  +15, +20°; მაღალმთაში +10, +15°. აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა, ზოგან შესაძლებელია ელჭექი და ნისლი. აღმოსავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში  +14, +19°; მთაში  +14, +19°; მაღალმთაში  +10, +15°. წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი თბილისშიც ტემპერატურა +18° გრადუსამდე მოიმატებს.

მეტი...

მეტროს ,,საბურთალოს ხაზზე” მოძრაობა აღდგენილია – თბილისის სატრანსპორტო კომპანია

რამდენიმე საათიანი შეფერხების შემდეგ, თბილისის მეტროს ,,საბურთალოს ხაზზე” მოძრაობა 14 ოქტომბრის დილის 6:00 საათზე ჩვეულებრივ რეჟიმში აღდგა. ინფორმაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ 13 ოქტომბერს საღამოს, ,,საბურთალოს ხაზით” სარგებლობა შეზღუდული იყო. სატრანსპორტო კომპანიაში მიზეზად ,,ტექნიკურ ხარვეზს” ასახელებდნენ.

მეტი...