ისრაელის არმიის ტანკებმა სამხრეთ ლიბანში გაეროს მშვიდობისმყოფელების განლაგების ადგილას ჭიშკარი შეანგრიეს. გაეროს სამშვიდობო კონტინგენტის განცხადებით, 2 ტანკი ტერიტორიაზე დილით შეიჭრა.
მოგვიანებით ისრაელის პრემიერ-მინისტრმა გაეროს გენერალურ მდივანს მიმართა. ბენიამინ ნეთანიაჰუმ ანტონიო გუტერეშს საბრძოლო ზონიდან სამშვიდობოების გაყვანისკენ მოუწოდა.
„დროა გაიყვანოთ ლიბანში მყოფი გაეროს დამემშვიდობეს „ჰეზბოლას“ დასაყრდენი ზონებიდან და საბრძოლო ტერიტორიებიდან. ისრაელის თავდაცვის ძალებმა ეს არაერთხელ ითხოვეს და ყოველ ჯერზე უარი მიიღეს. ბატონო გენერალურო მდივანო, ეს უნდა გაკეთდეს ახლავე, დაუყოვნებლივ. თქვენი უარი გაეროს სამშვიდობო კონტინგენტის ევაკუაციაზე მათ „ჰეზბოლას“ მძევლებად აქცევს. ეს საფრთხეს უქმნის როგორც მათ, ასევე ჩვენი ჯარისკაცების სიცოცხლეს“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.