ბრაზილიაში ძლიერ ქარიშხალს მსხვერპლი მოჰყვა

ძლიერი ქარიშხლის შედეგად ბრაზილიაში რვა ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას BBC ავრცელებს და წერს, რომ სტიქიის გამო მილიონზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

ქარიშხალმა ასევე შექმნა წყალმომარაგების პრობლემებიც. ქარიშხლის სიჩქარე 100 კმ/სთ იყო და ძირითადად ქვეყნის ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილი მოიცვა.

სტიქიას დედაქალაქში, ერთი ჯარისკაციც ემსხვერპლა. ასევე, მედიის ცნობით, ბრაზილიელ დეპუტატებს კონგრესის ქვედა პალატაში ყოფნის დროს ქოლგების გამოყენება დასჭირდათ, რადგან შენობის სახურავიდან წყალმა გაჟონა.

მსგავსი თემები