EU-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს საქართველოს შესახებ იმსჯელებენ

ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს საქართველოს შესახებ იმსჯელებენ. 27 მინისტრის შეხვედრა ლუქსემბურგში, თბილისის დროით 12:00 საათზე გაიმართება.

არსებობს მოლოდინი, რომ ევროპელი მაღალჩინოსნები საქართველოს ხელისუფლებას ამ შეხვედრაზეც გააკრიტიკებენ და ,,ოცნების” გუნდის მიმართ კრიტიკულ გზავნილებს გააჟღერებენ.

საქართველოს შესახებ მსჯელობა იგეგმება 17-18 ოქტომბერს, ევროპული საბჭოს სხდომაზეც. მანამდე, ევროპელმა ლიდერებმა ამავე საკითხზე 9 ოქტომბერს იმსჯელეს და რეზოლუციაც მიიღეს.

მსგავსი თემები