საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრებმა ვეტერანთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა 3 მედლით დაასრულა. თავისუფალ ჭიდაობაში ოქროს მედალს ლუკა კურტანიძე (130 კგ) დაეუფლა. იგივე წონაში ბრინჯაოს მედალი დავით ტყეშელაშვილმა მოიპოვა. ასევე ბრინჯაოს მფლობელი გახდა თემურ გელიტაშვილი (88 კგ)
მსოფლიო ჩემპიონატს ხორვატიის ქალაქმა პორეჩმა უმასპინძლა.