თბილისში ტრაგიკულად დაღუპული ტურისტის ვინაობა ცნობილია

თბილისში ტრაგიკულად დაღუპული ტურისტი 24 წლის არინა გლაზუნოვაა. ის  მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც მოულოდნელად მიწისქვეშა გადასასვლელში ჩავარდა და დაიღუპა. ახალგაზრდა გოგო თავისი სიცოცხლის უკანასკნელ წუთებს მობილური ტელეფონით იღებდა.      

მეტი...

ჰაიტიში შეიარაღებული დაჯგუფების თავდასხმის შედეგად, 70 ადამიანი დაიღუპა

ჰაიტიში, შეიარაღებული დაჯგუფების თავდასხმის შედეგად, 70 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. შეიარაღებული დაჯგუფების წევრები ქალაქ პონტ-სონდეში შეიჭრნენ და სულ მცირე, 70 ადამიანი მოკლეს, ხოლო 6000-ზე მეტმა ადამიანმა საცხოვრებელი სახლი დატოვა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „გრან გრიფის“ ლიდერმა, ლაქსონ ელანმა აიღო და განაცხადა, რომ ეს მშვიდობიან მოსახლეობაზე შურისძიება იყო, რადგან ისინი არაფერს აკეთებდნენ, როცა პოლიცია მისი დაჯგუფების წევრებს ებრძოდა. „დაუცველი ქალების, მამაკაცებისა და ბავშვების წინააღმდეგ ჩადენილი ეს საშინელი დანაშაული არა მხოლოდ დაზარალებულებზე თავდასხმა, არამედ მთლიანად ჰაიტელ ხალხზე თავდასხმაა“- განაცხადა ჰაიტის პრემიერ-მინისტრმა, გარი კონილმა.

მეტი...

ბუდუ და ბავშვები მოედანზე (video)

ბუდუ ზივზივაძის „კარლსრუემ“ მეორე ბუნდესლიგაში „დარმშტადტს“ უმასპინძლა, შეხვედრა 3:3 დასრულდა. მატჩის შემდეგ ზივზივაძე, როგორც ყოველთვის, ქართველ ქომაგებს მიესალმა. მას განსაკუთრებით პატარა გულშემატკივრები ელოდებოდნენ. ბავშვებმა მას „ზღაპრის ბოლო კეთილია“ უმღერეს და საყვარელი ფეხბურთელისგან ავტოგრაფებიც აიღეს. გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში ჩატარებული რვა ტურის შემდეგ ბუდუ ზივზივაძის „კარლსრუემ“ 16 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციაზეა.

მეტი...

გერმანიას ლიბანიდან საკუთარი მოქალქეები გაყავს

გერმანია ლიბანიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციას ახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაცია უცხოურ მედიაში ვრცელდება. ქვეყნის საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტორების განცხადებით, საევაკუაციო ფრენა Airbus A330-ით ხორციელდება, რომელიც მრავალეროვნულ და მრავალფუნქციური, საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ფლოტს ეკუთვნის. ჯამში ლიბანიდან გერმანული სამხედრო ფრენებით დღეს 219 მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა.  

მეტი...

თბილისში ვაჟა გორგაძეს ეძებენ

ოჯახი ბუხუტი (ვაჟა) გორგაძეს ეძებს. ის დელისი მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიკარგა. ბუხუტი გორგაძე, რომელიც  4 ოქტომბერს დღის 1 საათზე გავიდა სახლიდან, მახსოვრობის პრობლემა აქვს. “გავიდა ისე, რომ არ წაუღია არც მობილური და არც საფულე. აცვია რუხი სვიტრი და უსახელო ნაქსოვი მოსაცმელი. სახლის რუხი, ბაიკის სპორტული შარვალი. ფეხზე ეცვა სახლის რუხი ნაჭრის ჩუსტები და არ აცვია წინდები. არანაირი ვარაუდი, სად შეიძლება იყოს, არ გვაქვს. ყველგან შეიძლება იყოს. თუ დაინახეთ მსგავსი ადამიანი, შეაჩერეთ  და დარეკეთ სასწრაფოში, პოლიციაში ან ჩვენთან; ჩემი ნომერია: 599390495” – წერს  შვილი, ნათია გორგაძე.  

მეტი...

“არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი, მაგრამ არ ვიცი, იქნება თუ არა მშვიდობიანი”- ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპის გამონათქვამების გამო, დარწმუნებული არ არის, რომ საპრეზიდენტო არჩევნები მშვიდობიანი იქნება. „დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი, მაგრამ არ ვიცი, იქნება თუ არა მშვიდობიანი. ის, რაც ტრამპმა თქვა და ის, რაც მან წინა ჯერზე განაცხადა, როდესაც არ მოეწონა არჩევნების შედეგები, ძალიან სახიფათო იყო“ – განაცხადა ბაიდენმა.

მეტი...

ისრაელის თავდასხმებს ლიბანში 11 მედიკოსი ემსხვერპლა

ლიბანში ისრაელის მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმების შედეგად 11 მედიკოსი დაიღუპა. ინფორმაციას „ჰეზბოლას“ კონტროლირებადი ჯანდაცვის უწყება ავრცელებს. მათივე ცნობით, შვიდი ადამიანი მარჯაიუნის ჰოსპიტალში, ოთხი კი ორ სხვადასხვა ლოკაციაზე ემსხვერპლა იერიშს. ისრაელის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ მათ ბეირუთის გარეუბანში, „ჰეზბოლას“ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე მიიტანეს იერიში.

მეტი...

აშშ ლიბანში დაზარალებულ მოსახლეობას 157 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარებას გამოუყოფს

ლიბანში, კრიზისის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად აშშ 157 მილიონი დოლარის ოდენობის ჰუმანიტარულ დახმარებას გამოყოფს. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. „აღნიშნული დაფინანსებით იძულებით გაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საჭიროებების დაკმაყოფილება მოხმარდება. დაფინანსება მათაც დაეხმარება, ვინც იძულებული გახდა მეზობელ სირიაში გადასულიყო“ – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, აშშ-მა ბოლო ერთი წლის განმავლობაში ლიბანსა და სირიაში კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად 386 მილიონი დოლარი გამოყო.  

მეტი...

შესაძლოა, უკრაინა ნატო-ში ოკუპირებული ტერიტორიებით გაერთიანდეს

ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი განიხილავს შესაძლებლობას, რომ უკრაინა წევრად  ოკუპირებულ ტერიტორიებთან ერთად მიიღოს. როგორც ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, უკრაინის შემთხვევაში, არსებობს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შეთანხმების მე-5 მუხლის გამოყენების პრობლემის მოგვარების გზები, თუ ის ალიანსის წევრი ოკუპირებულ ტერიტორიებთან ერთად გახდება. „შედარება შესაძლებელია, თუმცა, პარალელი 100%-ით სწორი არასდროს არის. მაგრამ შეერთებულ შტატებს უსაფრთხოების გარანტიები აქვს იაპონიისთვის. მაგრამ ისინი არ ვრცელდება კურილის კუნძულებზე, რომლებსაც იაპონია რუსეთის მიერ კონტროლირებად თავის ტერიტორიად მიიჩნევს”, – ამბობს  სტოლტენბერგი. ის დასავლეთ გერმანიის მაგალითსაც იხსენებს, როცა აღმოსავლეთ გერმანიას დიდი გერმანიის ნაწილად განიხილავდნენ. „მათ არ ჰქონდათ საელჩო აღმოსავლეთ ბერლინში.…

მეტი...