ისრაელის თავდასხმებს ლიბანში 11 მედიკოსი ემსხვერპლა

ლიბანში ისრაელის მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმების შედეგად 11 მედიკოსი დაიღუპა. ინფორმაციას „ჰეზბოლას“ კონტროლირებადი ჯანდაცვის უწყება ავრცელებს. მათივე ცნობით, შვიდი ადამიანი მარჯაიუნის ჰოსპიტალში, ოთხი კი ორ სხვადასხვა ლოკაციაზე ემსხვერპლა იერიშს.

ისრაელის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ მათ ბეირუთის გარეუბანში, „ჰეზბოლას“ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე მიიტანეს იერიში.

მსგავსი თემები