თბილისში ვაჟა გორგაძეს ეძებენ

ოჯახი ბუხუტი (ვაჟა) გორგაძეს ეძებს. ის დელისი მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიკარგა. ბუხუტი გორგაძე, რომელიც  4 ოქტომბერს დღის 1 საათზე გავიდა სახლიდან, მახსოვრობის პრობლემა აქვს.

“გავიდა ისე, რომ არ წაუღია არც მობილური და არც საფულე. აცვია რუხი სვიტრი და უსახელო ნაქსოვი მოსაცმელი. სახლის რუხი, ბაიკის სპორტული შარვალი. ფეხზე ეცვა სახლის რუხი ნაჭრის ჩუსტები და არ აცვია წინდები.

არანაირი ვარაუდი, სად შეიძლება იყოს, არ გვაქვს. ყველგან შეიძლება იყოს. თუ დაინახეთ მსგავსი ადამიანი, შეაჩერეთ  და დარეკეთ სასწრაფოში, პოლიციაში ან ჩვენთან; ჩემი ნომერია: 599390495” – წერს  შვილი, ნათია გორგაძე.

 

მსგავსი თემები