გერმანია ლიბანიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციას ახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაცია უცხოურ მედიაში ვრცელდება. ქვეყნის საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტორების განცხადებით, საევაკუაციო ფრენა Airbus A330-ით ხორციელდება, რომელიც მრავალეროვნულ და მრავალფუნქციური, საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ფლოტს ეკუთვნის.
ჯამში ლიბანიდან გერმანული სამხედრო ფრენებით დღეს 219 მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა.