,,ნეთანიაჰუ, ჰიტლერის მსგავსად, კაცობრიობის ალიანსმა უნდა შეაჩეროს” – ერდოღანი

,,ნეთანიაჰუ და მისი მკვლელობის ქსელი, ჰიტლერის მსგავსად, კაცობრიობის ალიანსმა უნდა შეაჩეროს”, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას. მისი თქმით, ისრაელის დამოკიდებულებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობისათვის აუცილებელია პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის მექანიზმის შემუშავება. „ისრაელის თავდასხმის შედეგად ღაზა გახდა ბავშვებისა და ქალების მსოფლიოში ყველაზე დიდი სასაფლაო. 17 000-ზე მეტი ბავშვი იყო ისრაელის ტყვიებისა და ბომბების სამიზნე. საერთაშორისო პრესის ორგანიზაციებო, ის ჟურნალისტები, რომლებიც ისრაელმა დახოცა და მათი ოფისები დაარბია, თქვენი კოლეგები არ არიან? გაერო-ს უსაფრთხოების საბჭო, რას ელოდებით, რომ თავიდან აიცილოთ ღაზის გენოციდი და თქვათ…

მეტი...

მშენებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ფინანსური დავის მოსაგვარებლად ,,ქურდულ სამყაროს” მიმართეს – დაკავებულია 5 ადამიანი

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტისა და ოზურგეთის რაიონული პროკურატურის თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, ოზურგეთსა და ლანჩხუთში „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 5 პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით, „ქურდული სამყაროს“ წევრობის ფაქტზე დაკავებულები არიან, 1971 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი კ.ვ., და 1975 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.კ. „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის“ ფაქტზე კი დაკავებულია 1974 წელს დაბადებული ტ.ფ. ხოლო, „ქურდული სამყაროს წევრისთვის“ მიმართვის ფაქტზე დაკავებული არიან 1981 წელს დაბადებული მ.გ. და 1968 წელს დაბადებული ვ.გ. ,,ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის მოსამართლის…

მეტი...

,,მსოფლიოში დაუსჯელობის დონე პოლიტიკურად გაუმართლებელი და მორალურად დაუშვებელია” – ანტონიუ გუტერეში

,,მსოფლიოში დაუსჯელობის დონე პოლიტიკურად გაუმართლებელი და მორალურად დაუშვებელია”, – განაცხადა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას. გუტერეშმა უკრაინაში, ახლო აღმოსავლეთსა და სუდანში მიმდინარე კონფლიქტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს მზარდია იმ მთავრობებისა და სხვა ჯგუფების რაოდენობა, რომლებიც თავს გრძნობენ ისე, თითქოს „ციხისგან გათავისუფლების ბარათს“ ფლობენ. „მსოფლიოში დაუსჯელობის დონე პოლიტიკურად გაუმართლებელი და მორალურად დაუშვებელია. დღეს მთავრობებისა და სხვათა მზარდი რაოდენობა თავს გრძნობენ ისე, თითქოს აქვთ ციხისგან გათავისუფლების ბარათი. მათ შეუძლიათ, დაარღვიონ საერთაშორისო სამართალი. დაარღვიონ გაერო-ს წესდება. მათ შეუძლიათ, თვალი დახუჭონ საერთაშორისო კონვენციებზე ან საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე. მათ…

მეტი...

2027 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი მილანში აღარ გაიმართება – უეფას გადაწყვეტილება

უეფამ განაახლა წინადადებების მიღება 2027 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობისთვის მას შემდეგ, რაც მატჩი მილანში გაუქმდა. მაისში ევროპის ფეხბურთის ასოციაციამ აირჩია სან სიროს სტადიონი, რომელსაც ასევე უწოდებენ სტადიონ ჯუზეპე მეაცას, მაგრამ მილანის საფეხბურთო სტადიონის შესაძლო რეკონსტრუქციის გამო ორგანიზაციამ გადაწყვიტა მატჩისთვის სხვა ადგილი გამოენახა. „რადგან მილანის მუნიციპალიტეტი ვერ იძლევა გარანტიას, რომ სან სირო და მისი შემოგარენი არ დაზარალდება რეკონსტრუქციის შედეგად, დღეს გადაწყდა, რომ ხელახლა გაიხსნას ტენდერის პროცესი 2027 წლის ფინალისთვის. გადაწყვეტილება ახალი მასპინძლის შესახებ, სავარაუდოდ, მაისში იქნება მიღებული“. – ნათქვამია უეფას ოფიციალურ განცხადებაში. გარკვეული პერიოდის განმავლობაში იყო ბევრი მსჯელობა სან სიროს…

მეტი...

ვიეტნამში წყალდიდობას 3 ადამიანი ემსხვერპლა

24 სექტემბერს, ცენტრალურ ვიეტნამში, წყალდიდობის შედეგად დაიღუპა მინიმუმ 3 და ევაკუირებულია 10 000-ზე მეტი ადამიანი. ინფორმაციას ვიეტნამის ხელისუფლება ავრცელებს. შაბათიდან მოყოლებული, წყალდიდობის შედეგად დაზიანდა 320-მდე საცხოვრებელი სახლი და განადგურდა 6300 ჰექტარზე გაშენებული მოსავალი. დაზიანდა ან წყალში ჩაიძირა სულ მცირე 40 სასწავლებელი დაწესებულების შენობა. ბოლო სამი დღის განმავლობაში უკეთესი თავშესაფრის და ამაღლებული ტერიტორიების მოსაძებნად 11 700-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა საცხოვრებელი სახლი.

მეტი...

საარჩევნო უბნის გახსნის მოთხოვნით, ქართველმა ემიგრანტებმა კიოლნში აქცია გამართეს

კიოლნში, ქართველი ემიგრანტები შეიკრიბნენ და საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები ითხოვენ დამატებით საარჩევნო უბნების გახსნას გერმანიაში. აქციაზე ისმოდა ლოზუნგები ,,გაუმარჯოს საქართველოს”, ,,მოდი არჩევნებზე”, ,,შენი ხმა მნიშვნელოვანია”.

მეტი...

,,პუტინი თავისით არ გაჩერდება, რუსეთი მშვიდობისკენ მხოლოდ იძულებით შეიძლება მიიყვანო” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, უკრაინის მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებაზე საუბრისას განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი მოლაპარაკებებით ვერ დასრულდება და რუსეთს უნდა აიძულონ მშვიდობის დამყარება. ,,პუტინმა დაარღვია იმდენი საერთაშორისო ნორმა და წესი, რომ ის არ გაჩერდება თავისით. რუსეთი მშვიდობისკენ მხოლოდ იძულებით შეიძლება მიიყვანო,” – განაცხადა ზელენსკიმ და საბჭოს წევრები გააფრთხილა, რომ რუსული ძალები აგრძელებენ უკრაინის ენერგორესურსების მიზანში ამოღებას და შესაძლოა მალე ატომურ ელექტროსადგურებს დაარტყან. ,,ეს ომი უბრალოდ არ შეიძლება დასრულდეს, ამიტომ ამ ომის დასრულება მოლაპარაკებებით შეუძლებელია, საჭიროა მოქმედება. ომის დასრულება მოხდება არა იმიტომ, რომ ვიღაც დაიღალა და არა…

მეტი...

სამხრეთ სუდანში შეიარაღებული პირები ავტობუსს დაესხნენ თავს

სამხრეთ სუდანის დედაქალაქ ჯუბაში, ცენტრალურ გზაზე, შეიარაღებული პირები ავტობუსს დაესხნენ თავს. დაიღუპა სულ მცირე ერთი ადამიანი, რამდენიმე კი, სავარაუდოდ, გაიტაცეს. ინფორმაციას არმია ავრცელებს. სამგზავრო მანქანა, რომელიც უგანდის დედაქალაქ კამბალასკენ მიემართებოდა, შეიარაღებული დაჯგუფების სამიზნე სამშაბათს დილით გახდა. შემთხვევის ადგილიდან გადაღებულ კადრებში ცეცხლის ალში გახვეული ავტობუსი ჩანს. მიუხედავად სამშვიდობო შეთანხმებისა, რომელიც სამხრეთ სუდანში წლების განმავლობაში მიმდინარე სამოქალაქო ომის დასასრულს ითვალისწინებს, ქვეყნის ბევრ ნაწილში მოსახლეობა დაუცველია.

მეტი...

უკრაინამ ღამით რუსეთის 28 დრონი და 4 რაკეტა ჩამოაგდო

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, 25 სექტემბრის ღამეს რუსებმა უკრაინაში 32 კამიკაძე დრონი და რვა რაკეტა გაუშვეს, ხოლო უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 28 დრონი  და ოთხი რაკეტა ჩამოაგდო. დარჩენილი ოთხი დრონი, უკრაინელი სამხედროების თქმით, „დაიკარგა რამდენიმე რეგიონში“, მაგრამ ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

მეტი...

რუსეთის ძალებმა ფრონტზე ჩინური ჯავშანტექნიკის გამოყენება დაიწყეს

რუსეთის ძალებმა ფრონტზე ჩინური ჯავშანტექნიკის გამოყენება დაიწყეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, საომარ ზონაში ჩინური ჯავშანმანქანა, ZFB‑05 გამოჩნდა. გამოცემა Bild-ის ექსპერტი ჯულიან როპკე ადასტურებს სურათების ავთენტურობას და აღნიშნავს, რომ ეს უკრაინაში ჩინური სამხედრო ტექნიკის გამოყენების პირველი მტკიცებულებაა.

მეტი...

აშშ კატარის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმს აამოქმედებს

კატარის მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, აშშ-ს 90 დღემდე პერიოდით, სავიზო პროცედურების გარეშე ესტუმრონ. უვიზო რეჟიმი პირველი დეკემბრიდან ამოქმედდება. ,,კატარის მიერ უვიზო რეჟიმის პროგრამის მკაცრი უსაფრთხოების მოთხოვნების დაკმაყოფილება გააღრმავებს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას”, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა.

მეტი...

სენატში დღეს ,,ქართველი ხალხის აქტზე” იმსჯელებენ

ამერიკის შეერთებული შტატების სენატში, დღეს, 25 სექტემბერს, ,,ქართველი ხალხის აქტზე” იმსჯელებენ. სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები დოკუმენტში საბოლოო შესწორებებს განიხილავენ, რის შემდეგაც კანოპონპროექტს კენჭს უკვე სენატში უყრიან. მისი საბოლოოდ მიღება რამდენიმე კვირაშია მოსალოდნელი. ცნობისთვის, ,,ქართველი ხალხის აქტი” დემოკრატმა სენატორმა ჯინ შაჰინმა და რესპუბლიკელმა ჯიმ რიშმა შეიმუშავეს. სენატორების მიერ შემუშავებული დოკუმენტი ქართველი მაღალჩინოსნების სანქცირებასა და ქართველი ხალხის მხარდაჭერას გულისხმობს.

მეტი...