უკრაინამ ღამით რუსეთის 28 დრონი და 4 რაკეტა ჩამოაგდო

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, 25 სექტემბრის ღამეს რუსებმა უკრაინაში 32 კამიკაძე დრონი და რვა რაკეტა გაუშვეს, ხოლო უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 28 დრონი  და ოთხი რაკეტა ჩამოაგდო.

დარჩენილი ოთხი დრონი, უკრაინელი სამხედროების თქმით, „დაიკარგა რამდენიმე რეგიონში“, მაგრამ ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

მსგავსი თემები