პარაძიუდოისტმა ცოლ-ქმარმა საქართველოს ორი მედალი მოუტანა (video)

პარაძიუდოისტმა ცოლ-ქმარმა, ინა და გიორგი ქალდანებმა პარიზის ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე წარმატებით იასპარეზეს. გიორგი ქალდანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. ის იაპონელ იუჯირო სეტოსთან ორი ვაზარით დამარცხდა. ხოლო ინა ქალდანი ბრინჯაოს მედალის მფლობელი გახდა. მან ყაზახ აიალა მერეკს მოუგო და ტურნირი მესამე ადგილზე დაასრულა.  

მეტი...

„ვიწყებთ ახალ ეტაპს, განახლებული ენერგიებით, ძალებით და მოტივაციით”- კვარაცხელია

საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგაზე ჩეხეთთან პირველი ტურის მატჩს ხვალ გამართავს. როგორც ხვიჩა კვარაცხელია სოციალურ ქსელში წერს, ფეხბურთელები ახალ ეტაპს, განახლებული ენერგიებით იწყებენ. „ხვალ ერთა ლიგის ჩვენს დივიზიონში პირველ მატჩს გავმართავთ! ვიწყებთ ახალ ეტაპს, განახლებული ენერგიებით, ძალებით და მოტივაციით” – წერს ხვიჩა კვარაცხელია

მეტი...

რობერტ ფიცო იმ ქალაქში ჩავიდა, სადაც მასზე თავდასხმა განხორციელდა

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო იმ ქალაქში ჩავიდა, სადაც მასზე თავდასხმა განხორციელდა. სლოვაკეთის მთავრობის მეთაურმა პოლიტიკურ დაძაბულობაში ოპონენტები და მედია დაადანაშაულა. „მე ტრავმა მაქვს, მაგრამ არა თავდასხმის გამო. ტრავმირებული ვარ ოპოზიციით და ზოგიერთი მედიასაშუალებით, რადგან ისინი ქმნიან ანალოგიური ისტორიის რეპეტიციის გარემოს. ამის მეშინია ყველაზე მეტად, არაერთხელ ვთქვი ეს. მე აქ მოგონების გამო არ მოვსულვარ, ჩამოვედი აქ სტანდარტული სამუშაო ვიზიტით და მოხარული ვარ, რომ ასეთი კარგი ატმოსფერო დამხვდა“– განაცხადა ფიცომ. ცნობისთვის, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე თავდასხმა ქალაქ ჰენდლოვაში 15 მაისს მოხდა. შეიარაღებულმა მამაკაცმა მას ცეცხლსასროლი იარაღით ხუთი ჭრილობა მიაყენა.

მეტი...

“ეს ის ევროპა არაა, რომლის თანაშემოქმედებიც ქართველები ვართ”- პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრების ვიზიტს ეხმიანება. „სტუმარი რომ სახლში შემოგივა, შენს სახლში ხალხს რანგებად დაგიხარისხებს და მერე არჩევას დაიწყებს, ვისთან ეკადრება საუბარი და ვისთან არა, მაგ დროს უნდა მიხვდე, რომ ეს ის ევროპა არაა, რომლის თანაშემოქმედებიც ქართველები ვართ. მადლობა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ნიკა სამხარაძეს, რომ ბუნდესტაგის, რანგით მასზე დაბალ წევრებს შეხვდა” – წერს პაპუაშვილი.

მეტი...

“მე არ ვიცი, ლავროვი სად ხედავს საქართველოს იდენტობას”- სალომე ზურაბიშვილი

„ზოგჯერ ვიღაცებს ავიწყდებათ, რომ მტრის პირველი მიზანია წაშალოს ჩვენი ძეგლები, რადგან ძეგლების წაშლა ჩვენი იდენტობის წაშლაა. მე არ ვიცი, ლავროვი სად ხედავს საქართველოს იდენტობას, რომელიც ვითომცდა უცებ გვიბრუნდება“- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ქართული იდენტობა ძალიან ძლიერად დგას. „ყველამ კარგად ვიცით, თუმცა ზოგჯერ ვიღაცებს ავიწყდებათ, რომ მტრის პირველი მიზანია წაშალოს ჩვენი ძეგლები, რადგან ძეგლების წაშლა ჩვენი იდენტობის წაშლაა. და მე არ ვიცი, ლავროვი სად ხედავს საქართველოს იდენტობას, რომელიც ვითომცდა უცებ გვიბრუნდება, – არსად დაკარგულა. მე შევახსენებ მას, რომ ჩვენი იდენტობა…

მეტი...

ძიუდოისტმა გიორგი ქალდანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა

პარიზის ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე ძიუდოისტმა გიორგი ქალდანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქალდანი ფინალში რეიტინგის პირველ ნომერთან, იაპონელ იუჯირო სეტოსთან ორი ვაზარით დამარცხდა. ქართველმა პარაძიუდოისტმა საქართველოს ნაკრებს ტურნირზე მეექვსე მედალი მოუტანა.

მეტი...

ვოლოდიმირ ზელენსკი იტალიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იტალიაში ჩავიდა. ინფორმაციას იტალიური ტელეარხი Rai News ავრცელებს. მათი ცნობით, ზელენსკიმ თავისი ვიზიტის ფარგლებში მონაწილეობა უნდა მიიღოს ქალაქ ჩერნობიოში დაგეგმილ ეკონომიკურ ფორუმში. ზელენსკი სიტყვით პანელურ დისკუსიაზე „რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ” გამოვა. უკრაინის პრეზიდენტი შეხვედრას გამართავს იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონისთან. 6 სექტემბერს ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა.  

მეტი...

ინა ქალდანმა ბრინჯაოს მედლი მოიპოვა

პარიზის ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე ძიუდოისტმა ინა ქალდანმა (J2 – 70კგ) ბრინჯაოს მედლი მოიპოვა. მან ყაზახ აიალა მერეკს მოუგო და ტურნირი მესამე ადგილზე დაასრულა. შეგახსენებთ, რომ პარიზის პარალიმპიადაზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე უკვე შვიდი მედალია. ტურნირის ჩემპიონი პარამძლეოსნობაში გიგა ოჩხიკიძე გახდა, ვერცხლის მედლები პარამსროლელმა ვლადიმერ ჭინჭარაულმა და პარაძიუდოისტებმა ზურაბ ზურაბიანმა და გიორგი ქალდანმა მოიპოვეს, ბრინჯაოს მედლებს კი პარატაეკვონდოისტი ანა ჯაფარიძე, ეტლით მოფარიკავე ნინო თიბილაშვილი და პარაძიუდოისტი ინა ქალდანი დაეუფლნენ.   ძიუდოისტმა გიორგი ქალდანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა

მეტი...

ინდოეთის ავიახაზების თვითმფრინავი თურქეთში ავარიულად დაეშვა

ინდოეთის ავიახაზების Vistara-ს თვითმფრინავი, თურქეთში ავარიულად დაეშვა. თურქული მედიის ცნობით, თვითმფრინავი მუმბაიდან მიუნხენის მიმართულებით მიფრინავდა. გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავის ეკიპაჟმა მიიღო შეტყობინება, რომ ავიალაინერის ბორტზე ბომბი იყო. ამ დროისთვის, ერზრუმის საჰაერო სივრცე დაკეტილია, თვითმფრინავის ბორტზე კი გამნაღმველები მუშაობენ.  

მეტი...

პრეზიდენტმა ოთხი მოქალაქე ღირსების მედლებით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის აღდგენა-შენარჩუნების საქმეში შეტანილი პირადი წვლილისა და ქვეყნისათვის გაწეული სამსახურისათვის ნინო კორძახია, სალომე ცისკარაული, მარი-ჟორჟ პაჟელ ბრუსი და კატრინ ლეონარდი და პრჟემისლავ ნოცუნი ღირსების მედლებით დააჯილდოვა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, დაჯილდოების ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართა. პრეზიდენტმა მათ სახელმწიფო ჯილდოს მიღება მიულოცა და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა. “ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია მუშაობს ძეგლთა დაცვისა და ჩვენი კულტურის დაცვის მიმართულებით, ამდენად, მნიშვნელოვანია ჩვენი არასამთავრობო სექტორის შენარჩუნება, უცხოელი პარტნიორების მხარდაჭერით მათი გაძლიერება, რაც იყო და რამაც აქამდე მოგვიყვანა და რაც უთუოდ გაგრძელდება, რადგან…

მეტი...

„კობახიძე და ივანიშვილი არიან გამწარებულები, იციან აგებენ არჩევნებს”- ხაბეიშვილი

„კობახიძე და ივანიშვილი არიან გამწარებულები, იციან აგებენ არჩევნებს და ახლა გადაწყვიტეს შტაბის ხელმძღვანელი აიყვანონ მძევლად“- განაცხადა “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ენმ-ის წევრის, ირაკლი ეძგვერაძის სასამართლო პროცესის შემდეგ. ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, სასწრაფოდ უნდა შეწყდეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიმართ სასამართლო პროცესები, რადგან მიეცეთ მათ შესაძლებლობა წინასაარჩევნო პერიოდში იმუშაონ მოქალაქეებთან. „გამწარებულია კობახიძე, ივანიშვილი, აგებენ არჩევნებს, აგებენ განსაკუთრებით დედაქალაქში. გლდანში და სამგორში ყველამ კარგად ვიცით, რომ 2020-ში წააგეს არჩევნები და ახლა ორი შტაბის ხელმძღვანელი წინაზე მძევლად აიყვანეს, ახლა სასამართლოში უნდა ატარონ. ჩვენ გვინდა ვისაუბროთ მაღალანაზღაურებად ხელფასებზე, ადამიანების ყოფა როგორ შემსუბუქდეს, მაგრამ ვხედავთ, რომ…

მეტი...

„როცა წარმატებას აღწევ, მადა გეხსნება და მეტი გსურს”- ვილი სანიოლი

„როცა წარმატებას აღწევ, მადა გეხსნება და მეტი გსურს – რაც მთავარია, მოთამაშეებმა დაიჯერეს, რომ ბევრი შეუძლიათ“- ამის შესახებ ერთა ლიგაზე ჩეხეთთან პირველი ტურის მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა განაცხადა. როგორც სანიოლმა აღნიშნა, ჩეხეთს სპეციფიკური გუნდი ჰყავს და საქართველოს ნაკრებს წარმატებისთვის შეიძლება უფრო მეტი ძალისხმევა დაგვჭირდეს, ვიდრე ჰამბურგში. „მოგეხსენებათ, მეტოქის რიგებში, ფაქტობრივად, იგივე ფეხბურთელები ითამაშებენ, რომლებმაც ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზეს. აქედან გამომდინარე, დაახლოებით იმავე თამაშს ველით. ჩეხეთი სპეციფიკური გუნდია. ახლა წარმატებისთვის იქნებ უფრო მეტი ძალისხმევა დაგვჭირდეს, ვიდრე ჰამბურგში, სადაც ძალიან გაგვიჭირდა. მოთამაშეებმა იციან, როგორი სტილის მატჩს უნდა ველოდოთ…

მეტი...

ირანმა რუსეთი გააფრთხილა, რომ სასაზღვრო დავაში აზერბაიჯანის მხარეს არ დადგეს

ირანის ახალმა რეფორმისტულმა მთავრობამ რუსეთი გააფრთხილა, რომ სასაზღვრო დავაში აზერბაიჯანის მხარეს არ დადგეს. ინფორმაციას ამის შესახებ „გარდიანი“ ავრცელებს. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, საიდ აბას არაღჩიმ უჩვეულო ნაბიჯი გადადგა და რუსეთი გააკრიტიკა მას შემდეგ, რაც მოსკოვმა მხარი დაუჭირა აზერბაიჯანის მოთხოვნას სომხეთ-ირანის საზღვარზე სახმელეთო კორიდორის შესახებ. „რეგიონული მშვიდობა, უსაფრთხოება და სტაბილურობა არ არის მხოლოდ პრეფერენცია, არამედ ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების საყრდენია. ნებისმიერი საფრთხე ჩრდილოეთიდან, სამხრეთიდან, აღმოსავლეთიდან ან დასავლეთიდან ჩვენი მეზობლების ტერიტორიული მთლიანობისადმი ან საზღვრების შეცვლის მცდელობა სრულიად მიუღებელია და ირანისთვის წითელი ხაზია“, – დაწერა არაღჩიმ სოციალურ ქსელში. „გარდიანი“ წერს, რომ ეს განცხადება შესაძლოა მიუთითებდეს,…

მეტი...

თბილისის საქალაქო სასამართლოში ხმაურია – დარბაზიდან ლევან ხაბეიშვილი გააძევეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ხმაური და დაპირისპირებაა იყო. ირაკლი ნადირაძის პროცესის პარალელურად, მანდატურებმა სხდომათა დარბაზიდან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი გამოაძევეს. დაპირისპირებამდე მოსამართლემ მხარეებს პროცესზე მოწმეების დაკითხვა შესთავაზა, რამაც ლევან ხაბეიშვილის გაღიზიანება გამოიწვია. ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” თბილისის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის, ირაკლი ნადირაძის პროცესი მიმდინარეობს. მანამდე კი, საქალაქოში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ირაკლი ეძგვერაძის პროცესი გაიმართა.   თბილისის საკრებულოს დეპუტატი ირაკლი ეძგვერაძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

მეტი...

თბილისის საკრებულოს დეპუტატი ირაკლი ეძგვერაძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

თბილისის საკრებულოს დეპუტატი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ეძგვერაძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობიდან“ საკრებულოს წევრები ირაკლი ეძგვერაძე და ირაკლი ნადირაძე შსს-მ ადმინისტრაციული წესით ორი დღის წინ დააკავა. მანამდე, ირაკლი ეძგვერაძის სახლთან ხმაური იყო. როგორც შსს-ში განმარტეს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას, კერძოდ საგამოძიებო მოქმედებას ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით, რა დროსაც მათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალა მოქალაქე ირაკლი ეძგვერაძემ, რომელსაც არანაირი შეხება არ ჰქონდა საგამოძიებო მოქმედებასთან. ირაკლი ნადირაძე იმავე ღამეს გაათავისუფლეს. მოსამართლის გადაწყვეტილებით, მომდევნო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 13 სექტემბერს ჩაინიშნა.

მეტი...

“ევროკავშირის მთელი ატმოსფერო, ენა და კულტურა ომის მომხრეა”- ორბანი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი აცხადებს,რომ ევროკავშირს უფრო მჭიდრო თანამშრომლობა სჭირდება ისეთ საკითხებზე როგორიცაა თავდაცვა, ვაჭრობა, მაგრამ არა პოლიტიკურ საკითხებზე, როგორიცაა მაგალითად, მიგრაცია. ორბანი ამბობს, რომ წლის დასაწყისში კიევსა და მოსკოვში მისმა ვიზიტებმა, იმ დასკვნამდე მიიყვანა, რომ არც ერთი მხარე არ აპირებდა მშვიდობის დამყარებასა და დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტას. „არალეგიტიმურია მშვიდობაზე საუბარი, რადგან ევროკავშირის მთელი ატმოსფერო, ენა და კულტურა ომის მომხრეა. მე ეს არ მომწონს და არ ვთვლი, რომ ევროკავშირისთვის ეს კარგია. ვფიქრობ, სამი მთავარი გამოწვევის წინაშე ვართ. პირველი არის ომი,ომის თუ მშვიდობის საკითხი. მეორე არის კონკურენტურანიაობა. უნგრეთის პრეზიდენტობის მთავარი მიზანია ევროკავშირისთვის…

მეტი...

ჩინეთის ხელისუფლება უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ბავშვების გაშვილებას კრძალავს

ჩინეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ბავშვების გაშვილება შეწყვიტოს. პეკინში არ განმარტეს, რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება, თუმცა ხაზი გაუსვეს, რომ აკრძალვა საერთაშორისო შეთანხმებების სულისკვეთებას არ ეწინააღმდეგება. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მაო ნინმა ბრიფინგზე აღნიშნა, რომ პეკინი აღარ დართავს ნებას უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, შვილად აიყვანონ ჩინელი ბავშვები. ერთადერთ გამონაკლისს წარმოადგენენ სისხლით ნათესავები, რომელთაც შეუძლიათ ბავშვის შვილად აყვანა. ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში უცხოელებმა შვილად აიყვანეს დაახლოებით 150 000 ჩინელი ბავშვი. მათი უმრავლესობა შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. ამერიკელმა ოჯახებმა ჩინეთიდან შვილად აიყვანეს 82 674 ბავშვი. „გვესმის, რომ ასობით ოჯახი კვლავ ელოდება შვილად აყვანის…

მეტი...

“მოთამაშეებმა იციან როგორი სტილის მატჩს უნდა ველოდოთ და ეს ჩვენი უპირატესობაა”- ვილი სანიოლი

ქართველი ფეხბურთელები ახალი სეზონის პირველ თამაშში ჩეხეთს დაუპირისპირდებიან. საქართველოს ეროვნული ნაკრები მატჩისთვის ემზადება. მატჩის წინა პრესკონფერენციაზე ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ მისი გუნდი სრულ მზადყოფნაშია. „მეტოქის რიგებში, ფაქტობრივად, იგივე ფეხბურთელები ითამაშებენ, ვინც ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზა. აქედან გამომდინარე, დაახლოებით იგივე დონის თამაშს ველოდებით. ჩეხეთი სპეციფიკური გუნდია, ახლა წარმატებისთვის იქნება უფრო მეტი ძალისხმევა დაგვჭირდეს, ვიდრე ჰამბურგში, სადაც ძალიან გაგვიჭირდა. მოთამაშეებმა იციან როგორი სტილის მატჩს უნდა ველოდოთ და ეს ჩვენი უპირატესობაა, ვიცოდეთ რისი გაკეთება მოგვიწევს. როცა წარმატებას აღწევ, მადა გეხსნება და მეტი გსურს, ვეცდებით კიდევ მივაღწიოთ ამას. რაც მთავარია, მოთამაშეებმა დაიჯერეს, რომ ბევრი შეუძლიათ. ერთა ლიგა ზოგიერთი…

მეტი...

“რატომ უნდა იყოს დაშვებული ერთნაირსქესიანთა ქორწინება ან სამოქალაქო პარტნიორობა?”- პაპუაშვილი

„ლგბტ პროპაგანდის თემა არის წყალგამყოფი ქვეყნის პატრიოტ პოლიტიკურ ძალებსა და იმ პოლიტიკურ გაერთიანებებს შორის, რომლებიც დღის წესრიგს გარედან მიღებული მითითებებით აწყობენ“– ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისივე განმარტებით, პოლიტიკურ ძალებს გარედან ეუბნებიან, რომ მხარი არ დაუჭირონ „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონს. „სწორედ ეს არის – რაც უთხრეს გარედან, იმას აკეთებენ. ეუბნებიან, რომ მხარი არ დაუჭირონ ამ კანონს, ამიტომაც მხარს არ უჭერენ. იმასაც ვერ ბედავენ, რომ მოვიდნენ პარლამენტში და ეს საჯაროდ თქვან. წინასაარჩევნო შეხვედრები აქვთ და იციან, რომ კითხვას დაუსვამენ, რატომ უჭერენ მხარს ლგბტ პროპაგანდას; რატომ უჭერენ…

მეტი...

“ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაფუძნება ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის უპრეცედენტო ქველმოქმედებაა”- გიორგი ამილახვარი

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პირველ კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. მან კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულება მიულოცა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაარსების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. “ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაარსებით საქართველოში ეპოქალური მნიშვნელობის პროექტი განხორციელდა. ეს არის უდიდესი და ყველაზე თანამედროვე საგანმანათლებლო ცენტრი მთელ რეგიონში. დღეს ჩვენ თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ერაში ვცხოვრობთ და სწორედ ასეთ დროს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაფუძნება უპრეცედენტო მასშტაბის ქველმოქმედება გახლავთ ჩვენი ქვეყნისთვის. სწორედ ქუთაისია ის ქალაქი, სადაც საუკუნეების წინ არსებობდა გელათის აკადემია, რომელმაც იმ ეპოქაში თავის თავზე იტვირთა უმნიშვნელოვანესი საგანმანათლებლო ცენტრის…

მეტი...

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ევროკავშირსა და სომხეთს შორის ვიზალიბერალიზაციის შესახებ დიალოგს იწყებს

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, მარგარიტის სხინასი ორშაბათს ერევანს ეწვევა, რათა დაიწყოს დიალოგი ევროკავშირსა და სომხეთს შორის ვიზალიბერალიზაციის შესახებ. ამის შესახებ ევროკომისიის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც დღეს გამოქვეყნდა. „მარგარიტის სხინასი ერევანში, სომხეთი შეხვდება სომხეთის პრეზიდენტს ვაჰაგნ ხაჩატურიანს, პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს, სომხეთის ვიცე-პრემიერს მჰერ გრიგორიანს, საგარეო საქმეთა მინისტრს არარატ მირზოიანს, სიტყვით გამოვა სიტყვით ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში და მონაწილეობას მიიღებს ვიზალიბერალიზაციის დიალოგის დაწყებაში“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მეტი...

,,არ ვიცი როგორ გავიგო პუტინის სიტყვები ჰარისის მხარდაჭერის შესახებ” – დონალდ ტრამპი

პუტინის განცხადება კამალა ჰარისის მხარდაჭერის შესახებ გაუგებარია „რესპუბლიკელების“ საპრეზიდენტო კანდიდატისთვის. დონალდ ტრამპის თქმით, მისთვის ცნობილია კრემლის ლიდერის მიერ გაკეთებული განცხადების შესახებ, თუმცა არ იცის, პუტინმა ამით შეურაცხყოფა მიაყენა თუ სამსახური გაუწია. „არ ვიცი როგორ გავიგო მისი სიტყვები. დღეს გამოვიდა და მხარი დაუჭირა კამალა ჰარისს. შეიძლება უნდა დამერეკა მისთვის და მადლობა მეთქვა. არ ვიცი ამით შეურაცხყოფა მომაყენა თუ სამსახური გამიწია“, – აღნიშნა ტრამპმა. რუსეთის პრეზიდენტმა აღმოსავლეთ ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ირონიულად აღნიშნა, რომ მოსკოვს აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობაზე ჯო ბაიდენის ნახვა სურდა, თუმცა ის რბოლას გამოეთიშა, ამიტომ პუტინის ახალი ფავორიტი კამალა ჰარისია.…

მეტი...

ხშირად ჩვენთან საუბრისას მოქალაქეები აღნიშნავენ, რომ ხეზე ასულ კატებს დახმარება არ სჭირდებათ, რომ მათ ბუნებრივად აქვთ ნიჭი თავისუფლად იმოძრაონ სხვადასხვა სირთულის სიმაღლეზე

ხშირად ჩვენთან საუბრისას მოქალაქეები აღნიშნავენ, რომ ხეზე ასულ კატებს დახმარება არ სჭირდებათ, რომ მათ ბუნებრივად აქვთ ნიჭი თავისუფლად იმოძრაონ სხვადასხვა სირთულის სიმაღლეზე. თუმცა, ჩვენი გამოცდილებით და ფაქტებზე დაყრდნობით, მსგავსი შემთხვევების დროს, ფისოები ხეზე რამდენიმე დღე-ღამეს ატარებენ, საჭმელის და წყლის გარეშე იტანჯებიან და სიმაღლის შიშის გამო, ჩამოსვლას ვერ ახერხებენ. საბედნიეროდ, ასეთ დროს მოქალაქეები ხშირად თავად ეხმარებიან მათ ხიდან ჩამოსვლაში, აწვდიან წყალს და საკვებს, ან ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიმართავენ. ერთ-ერთ ასეთ ფისოს, რომელმაც ძაღლებისგან შეშინებულმა, ხეზე ასვლით უშველა თავს, ჩვენი მაშველები გლდანის მეორე მიკრორაიონში დაეხმარნენ. მაშველებმა კნუტი სპეციალური ტექნიკის დახმარებით, დაახლოებით 10-12…

მეტი...

მაშველები გლდანის მესამე მიკრორაიონში, ხეზე ასულ კატას დაეხმარნენ, რომელიც უკან ჩამოსვლას ვეღარ ახერხებდა

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველები გლდანის მესამე მიკრორაიონში, ხეზე ასულ კატას დაეხმარნენ, რომელიც უკან ჩამოსვლას ვეღარ ახერხებდა. მაშველებმა დაახლოებით 10-12 მეტრი სიმაღლიდან კატა სპეციალური ტექნიკის დახმარებით ჩამოიყვანეს და მასზე მზრუნველ ადამიანებთან დააბრუნეს. ხშირად ძაღლებისგან შეშინებული კატები, ხეებზე ასვლით ახერხებენ თავის გადარჩენას, მაგრამ საფრთხე რომ გადაივლის, ჩამოსვლას რამდენიმე დღის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობენ. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მადლობას უხდის ყველა იმ მოქალაქეს, რომლის მომართვის საფუძველზე სააგენტოს მაშველები დედაქალაქის ბინადარ ცხოველებს ეხმარებიან. შინაური ცხოველების დახმარების აუცილებლობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდით ცხელი ხაზის საშუალებით – 032 2 421 424

მეტი...

,,რაც თქვა სენატორმა შაჰინმა, წმინდა წყლის ტყუილია” – პრემიერი

,,სამწუხაროდ, მომიწევს უხეში განცხადების გაკეთება, რაც თქვა სენატორმა შაჰინმა, ეს არის წმინდა წყლის ტყუილი”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. სენატორი შაჰინის განცხადებას, თითქოს პრემიერმა კობახიძემ ამერიკას სთხოვა, შეეჩერებინა კრიტიკული არასამთავრობოების დაფინანსება, მთავრობის მეთაურმა ტყუილი, სამწუხარო და შემაშფოთებელი უწოდა. „ასეთი რამ არ მითქვამს მე შეხვედრაზე. ეს არის ჩვეულებრივი წმინდა წყლის ტყუილი და ჩემთვის სამწუხაროა, რომ ასეთ ტყუილს კადრულობს ადამიანი, რომელიც ატარებს ამერიკის შეერთებული შტატების სენატორის ძალიან მაღალ სტატუსს. ეს არის უკიდურესად სამწუხარო და შემაშფოთებელი“, – აღნიშნა პრემიერმა.

მეტი...

,,შემაშფოთებელი და სამწუხაროა, რომ კეზერაშვილი სარგებლობს თავისუფალი მიმოსვლით ევროკავშირის ქვეყნებში” – პრემიერი

,,ყველაზე შემაშფოთებელი და სამწუხარო არის ის, რომ კეზერაშვილი სარგებლობს თავისუფალი მიმოსვლით ევროკავშირის ქვეყნებში და ევროკავშირის ქვეყნებიდან აფინანსებს რადიკალიზმს და პოლარიზაციას საქართველოში”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ქუთაისში განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, როდესაც ის იყო მაღალჩინოსანი, ძარცვავდა ქართულ ჯარს, ბიზნესმენებს, ახლა არის დაკავებული ევროპაში პენსიონერების ძარცვით. „ყველამ იცის, რით არის კეზერაშვილი დაკავებული. ჯერ რით იყო დაკავებული, როცა იყო „ნაცმოძრაობის“ მაღალჩინოსანი, როცა იყო მინისტრი, ფინანსური პოლიციის ხელმძღვანელი. ძარცვავდა ქართულ ჯარს, ბიზნესმენებს, ახლა არის დაკავებული ევროპაში პენსიონერების ძარცვით. ამასთან დაკავშირებით უკვე არაერთი გამოძიება წარიმართა, მათ შორის, უცხოელ პარტნიორებთან ერთად და…

მეტი...

აშშ უკრაინას 250 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს

,,აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დღეს განცხადებას გაავრცელებს უკრაინისთვის 250 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების მორიგი ახალი პაკეტის გადაცემის შესახებ”, – განაცხადა ამერიკის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა გერმანიაში უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის დაწყების წინ. „მოხარული ვარ გამოვაცხადო, რომ დღეს პრეზიდენტი ბაიდენი უკრაინისთვის 250 მილიონი დოლარის ოდენობის უსაფრთხოების სფეროში დახმარების დამატებითი პაკეტის გამოყოფის შესახებ განცხადებას გააკეთებს“, – თქვა ოსტინმა. მან იმედი გამოთქვა, რომ დახმარება ხელს შეუწყობს და კიევის საჭიროებებს დააკმაყოფილებს, ხოლო ახალი შეიარაღების მიწოდება „სამხედრო სისწრაფით მოხდება“. მისი თქმით, საკონტაქტო ჯგუფი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებისა და ჯავშანტექნიკის მიწოდებაზეა კონცენტრირებული.

მეტი...

ევროკომისიამ უკრაინას 40 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყო

ევროკომისიამ უკრაინას ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისთვის 40 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყო. ინფორმაციას ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ავრცელებს. „რუსეთი დაუღალავად თავს ესხმის უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას. მალე აცივდება, ამიტომაც ჩვენ გაჭირვებაში მყოფ უკრაინელებისთვის ჰუმანიტარულ დახმარებას ვზრდით“, – დაწერა ფონ დერ ლაიენმა. როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, 40 მილიონი ევრო უკრაინის ელექტროსისტემასა და ზამთარში გათბობისთვის საჭირო ელემენტების რეაბილიტაციას მოხმარდება.

მეტი...

ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანმა და სომხეთმა სამშვიდობო ხელშეკრულების თითქმის 80% უკვე შეათანხმეს

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ბაქომ და ერევანმა სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტის თითქმის 80% უკვე შეათანხმეს. „ჩვენ შევძლებთ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დამყარებას. ამას აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები მოწმობს. ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს და სამშვიდობო ხელშეკრულების თითქმის 80% უკვე შეთანხმებულია“, – თქვა მან. აზერბაიჯანის ლიდერმა აგრეთვე აღნიშნა, რომ ორმა ქვეყანამ საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესიც დაიწყო. მისი თქმით, საუბარია მთლიანი საზღვრის 13-კილომეტრიან მონაკვეთზე. ეს მცირე, თუმცა სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია.

მეტი...

პროკურატურამ ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავა

საქართველოს პროკურატურის ცნობით, გერმანის ფედერაციული რესპუბლიკის სამართალდამცავებთან თანამშრომლობით, საგამოძიებო ჯგუფის ფარგლებში მორიგი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნეს. ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაკავებულია და ბრალი წარედგინა ქოლ-ცენტრების საქმიანობაში ჩართულ 4 პირს, ასევე დაუსწრებლად წარედგინა ბრალი 2 ფიზიკურ პირს და 1 იურიდიულ პირს. ,,ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ უკრაინის მოქალაქის მიერ საქართველოში დაფუძნებული კომპანიის – შპს “მორგან ლიმიტედი”-ს ბაზაზე, საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ, ჩამოყალიბდა და 2019-2021 წლებში ფუნქციონირებდა შეთანხმებულად მოქმედი სტრუქტურული ფორმის მქონე დანაშაულებრივი ჯგუფი, რომლის მიზანს მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღება და შემდგომში ფულის გათეთრება…

მეტი...

გიორგი ქალდანი პარალიმპიადის ფინალშია!

გიორგი ქალდანი პარალიმპიადის ფინალშია! ქართველმა მეორე გამარჯვება მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონთან იპონით მოიპოვა.

მეტი...

დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქზე რუსეთის თავდასხმის შედეგად 30 ადამიანი დაშავდა, დაიღუპა ერთი

დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ პავლოგრადზე რუსეთის თავდასხმას სულ მცირე 1 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 30, მათ შორის სამი ბავშვი. ინფორმაციას ოლქის გუბერნატორი სერხი ლისაკი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულთა შორის 11 და 4 წლის ორი ბიჭი და 9 წლის გოგო არიან. გუბერნატორის განცხადებით, საავადმყოფოში გადაყვანილი ორი მაცხოვრებლის მდგომარეობა მძიმეა. ქალაქში რამდენიმე დარტყმა დაფიქსირდა, შედეგად მაღალსართულიან კორპუსში მდებარე ბინას ცეცხლი გაუჩნდა. ლისაკის თქმით, სასწრაფო დახმარების სამსახურებმა ცეცხლის ლიკვიდირება შეძლეს და ხუთი ადამიანი გადაარჩინეს. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის არ ვრცელდება.

მეტი...

,,EU-სთან მოლაპარაკების დასაწყებად 9 ნაბიჯს დაემატოს მეათე, გამჭვირვალობის შესახებ კანონის გაწვევა” – ბუნდესტაგის დელეგაცია

საქართველოში ვიზიტით მყოფმა გერმანიის ბუნდესტაგის დელეგაციამ პრესკონფერენცია გამართა. მანამდე ოთხი სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს ოპოზიციასთან და უმრავლესობასთან, საიდანაც კოლეგებს მხოლოდ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე შეხვდა. ნილს შმიდმა, თქვა, რომ იმ ცხრა ნაბიჯს, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს რათა გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს, უნდა დაემატოს მეათე გამჭვირვალობის შესახებ კანონის გაუქმება. ,,ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ მოვლენების ბოლოდროინდელი განვითარებით საქართველოში და მისი ევროპული მომავლის ბედით და ეს არის ჩვენთვის კარგი შესაძლებლობა გავაჟღეროთ ორი ძალიან მკაფიო გზავნილი – პირველია ის, რომ ჩვენ ველით, რომ არჩევნები ოქტომბრის ბოლოს იქნება სამართლიანი და თავისუფალი. ეს…

მეტი...

,,რა თქმა უნდა უკეთესი გუნდი გავხდით, თუმცა იოლი გასეირნება ამ ჯგუფში არ გვექნება” – გურამ კაშია

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის ახალი სეზონის პირველი მატჩისთვის მზადებას განაგრძობს. დღეს ნაკრები მატჩისწინა ვარჯიშს კვლავ საგურამოს ბაზაზე გამართავს, ჩვენი მეტოქე, ჩეხეთის ეროვნული გუნდი კი, თამაშის მასპინძელ მიხეილ მესხზე ივარჯიშებს. მოახლოებული შეხვედრის და ერთა ლიგის შესახებ კომენტარი საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, გურამ კაშიამ გააკეთა. „ჩეხეთის ნაკრები ფიზიკურად ძალიან ძლიერი გუნდია. სახიფათოები არიან სტანდარტული მდგომარეობების დროს. ასეთი სტილის გუნდს ფიზიკური წინააღმდეგობა აუცილებლად უნდა გაუწიო. ვფიქრობ, ეს თამაში დიდ ენერგიას წაიღებს. რეალობას უნდა დავუბრუნდეთ. რა თქმა უნდა უკეთესი გუნდი გავხდით, თუმცა იოლი გასეირნება ამ ჯგუფში არ გვექნება. უნდა ვიფიქროთ ჯგუფის მოგებაზე, მაგრამ…

მეტი...

ზელენსკი ,,რამშტაინის” შეხვედრაზე დასასწრებად გერმანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა ,,რამშტაინის” საავიაციო ბაზაზე, სადაც 6 სექტემბერს უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის მიიღებს მონაწილეობას ჯგუფის შეხვედრაში და შეხვდება აშშ-ისა და გერმანიის თავდაცვის მინისტრებს, ასევე ცალკე მოლაპარაკებებს გამართავს კანცლერ ოლაფ შოლცთან. ამის შემდეგ, როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ის ჩავა იტალიაში ,,ამბროსეტის” საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმს და მოლაპარაკებებს გამართავს ქვეყნის მინისტრთა საბჭოს ხელმძღვანელთან, ჯორჯია მელონთან. ,,ჩვენ გვჭირდება ჩვენი პარტნიორების მონდომება და საშუალებები რუსული საჰაერო ტერორის შესაჩერებლად. ჩვენ გვჭირდება ძლიერი გრძელვადიანი გადაწყვეტილებები პარტნიორებისგან, რათა მივაახლოოთ სამართლიანი სამყარო, რომლისკენაც ვისწრაფვით”, – წერს ზელენსკი.

მეტი...

„ის უკიდურესად საშიში და ძლიერია“ – ტაიფუნი ,,იაგი” ჩინეთისკენ მიემართება

სუპერ ტაიფუნი ,,იაგი” ჩინეთისკენ მიემართება. მატარებლები, ნავებით გადაადგილება და ფრენები, პროვინციაში მეორე დღეა შეჩერებულია, დაკეტილია სკოლები. მეტეოროლოგების თქმით, ,,იაგიმ” შეიძლება კატასტროფული ზიანი მოიტანოს. ,,იაგი” ,,უკიდურესად საშიში და ძლიერი” სუპერ ტაიფუნია. სუპერ ტაიფუნი მე-5 კატეგორიის ქარიშხლის ტოლფასია. ჰაინანის ხელისუფლებამ, ყველა ტურისტული ატრაქციონის დახურვის ბრძანება გასცა, ასევე დაიხურა მსოფლიოში ყველაზე გრძელი საზღვაო გადასასვლელი, მთავარი ხიდი, რომელიც აკავშირებს ჰონგ კონგს-მაკაოსა და ჟუჰაის გუანდონგში.

მეტი...