ინა ქალდანმა ბრინჯაოს მედლი მოიპოვა

პარიზის ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე ძიუდოისტმა ინა ქალდანმა (J2 – 70კგ) ბრინჯაოს მედლი მოიპოვა. მან ყაზახ აიალა მერეკს მოუგო და ტურნირი მესამე ადგილზე დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ პარიზის პარალიმპიადაზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე უკვე შვიდი მედალია. ტურნირის ჩემპიონი პარამძლეოსნობაში გიგა ოჩხიკიძე გახდა, ვერცხლის მედლები პარამსროლელმა ვლადიმერ ჭინჭარაულმა და პარაძიუდოისტებმა ზურაბ ზურაბიანმა და გიორგი ქალდანმა მოიპოვეს, ბრინჯაოს მედლებს კი პარატაეკვონდოისტი ანა ჯაფარიძე, ეტლით მოფარიკავე ნინო თიბილაშვილი და პარაძიუდოისტი ინა ქალდანი დაეუფლნენ.

 

ძიუდოისტმა გიორგი ქალდანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა

მსგავსი თემები