“მოთამაშეებმა იციან როგორი სტილის მატჩს უნდა ველოდოთ და ეს ჩვენი უპირატესობაა”- ვილი სანიოლი

ქართველი ფეხბურთელები ახალი სეზონის პირველ თამაშში ჩეხეთს დაუპირისპირდებიან. საქართველოს ეროვნული ნაკრები მატჩისთვის ემზადება.

მატჩის წინა პრესკონფერენციაზე ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ მისი გუნდი სრულ მზადყოფნაშია.

„მეტოქის რიგებში, ფაქტობრივად, იგივე ფეხბურთელები ითამაშებენ, ვინც ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზა. აქედან გამომდინარე, დაახლოებით იგივე დონის თამაშს ველოდებით. ჩეხეთი სპეციფიკური გუნდია, ახლა წარმატებისთვის იქნება უფრო მეტი ძალისხმევა დაგვჭირდეს, ვიდრე ჰამბურგში, სადაც ძალიან გაგვიჭირდა. მოთამაშეებმა იციან როგორი სტილის მატჩს უნდა ველოდოთ და ეს ჩვენი უპირატესობაა, ვიცოდეთ რისი გაკეთება მოგვიწევს. როცა წარმატებას აღწევ, მადა გეხსნება და მეტი გსურს, ვეცდებით კიდევ მივაღწიოთ ამას. რაც მთავარია, მოთამაშეებმა დაიჯერეს, რომ ბევრი შეუძლიათ. ერთა ლიგა ზოგიერთი გუნდისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია, ჩვენ კი ამის ფუფუნება არ გვაქვს, უნდა ვისწავლოთ და გავაცნობიეროთ მაღალი მიზნებისთვის, რამდენად ვიბრძოლებთ“ – განაცხადა ვილი სანიოლმა.

საქართველო-ჩეხეთის მატჩი ხვალ, 7 სექტემბერს, 20:00 საათზე მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართება.

 

 

 

 

მსგავსი თემები