უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა ,,რამშტაინის” საავიაციო ბაზაზე, სადაც 6 სექტემბერს უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის მიიღებს მონაწილეობას ჯგუფის შეხვედრაში და შეხვდება აშშ-ისა და გერმანიის თავდაცვის მინისტრებს, ასევე ცალკე მოლაპარაკებებს გამართავს კანცლერ ოლაფ შოლცთან.
ამის შემდეგ, როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ის ჩავა იტალიაში ,,ამბროსეტის” საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმს და მოლაპარაკებებს გამართავს ქვეყნის მინისტრთა საბჭოს ხელმძღვანელთან, ჯორჯია მელონთან.
,,ჩვენ გვჭირდება ჩვენი პარტნიორების მონდომება და საშუალებები რუსული საჰაერო ტერორის შესაჩერებლად. ჩვენ გვჭირდება ძლიერი გრძელვადიანი გადაწყვეტილებები პარტნიორებისგან, რათა მივაახლოოთ სამართლიანი სამყარო, რომლისკენაც ვისწრაფვით”, – წერს ზელენსკი.