ვოლოდიმირ ზელენსკი იტალიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იტალიაში ჩავიდა. ინფორმაციას იტალიური ტელეარხი Rai News ავრცელებს.

მათი ცნობით, ზელენსკიმ თავისი ვიზიტის ფარგლებში მონაწილეობა უნდა მიიღოს ქალაქ ჩერნობიოში დაგეგმილ ეკონომიკურ ფორუმში. ზელენსკი სიტყვით პანელურ დისკუსიაზე „რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ” გამოვა.

უკრაინის პრეზიდენტი შეხვედრას გამართავს იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონისთან. 6 სექტემბერს ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა.

 

მსგავსი თემები