ინდოეთის ავიახაზების თვითმფრინავი თურქეთში ავარიულად დაეშვა

ინდოეთის ავიახაზების Vistara-ს თვითმფრინავი, თურქეთში ავარიულად დაეშვა. თურქული მედიის ცნობით, თვითმფრინავი მუმბაიდან მიუნხენის მიმართულებით მიფრინავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავის ეკიპაჟმა მიიღო შეტყობინება, რომ ავიალაინერის ბორტზე ბომბი იყო.

ამ დროისთვის, ერზრუმის საჰაერო სივრცე დაკეტილია, თვითმფრინავის ბორტზე კი გამნაღმველები მუშაობენ.

 

მსგავსი თემები