თბილისის საქალაქო სასამართლოში ხმაური და დაპირისპირებაა იყო. ირაკლი ნადირაძის პროცესის პარალელურად, მანდატურებმა სხდომათა დარბაზიდან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი გამოაძევეს. დაპირისპირებამდე მოსამართლემ მხარეებს პროცესზე მოწმეების დაკითხვა შესთავაზა, რამაც ლევან ხაბეიშვილის გაღიზიანება გამოიწვია.
ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” თბილისის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის, ირაკლი ნადირაძის პროცესი მიმდინარეობს. მანამდე კი, საქალაქოში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ირაკლი ეძგვერაძის პროცესი გაიმართა.
თბილისის საკრებულოს დეპუტატი ირაკლი ეძგვერაძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს