აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ბაქომ და ერევანმა სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტის თითქმის 80% უკვე შეათანხმეს.
„ჩვენ შევძლებთ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დამყარებას. ამას აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები მოწმობს. ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს და სამშვიდობო ხელშეკრულების თითქმის 80% უკვე შეთანხმებულია“, – თქვა მან.
აზერბაიჯანის ლიდერმა აგრეთვე აღნიშნა, რომ ორმა ქვეყანამ საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესიც დაიწყო. მისი თქმით, საუბარია მთლიანი საზღვრის 13-კილომეტრიან მონაკვეთზე. ეს მცირე, თუმცა სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია.