პრეზიდენტმა ოთხი მოქალაქე ღირსების მედლებით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის აღდგენა-შენარჩუნების საქმეში შეტანილი პირადი წვლილისა და ქვეყნისათვის გაწეული სამსახურისათვის ნინო კორძახია, სალომე ცისკარაული, მარი-ჟორჟ პაჟელ ბრუსი და კატრინ ლეონარდი და პრჟემისლავ ნოცუნი ღირსების მედლებით დააჯილდოვა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, დაჯილდოების ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართა. პრეზიდენტმა მათ სახელმწიფო ჯილდოს მიღება მიულოცა და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა.

“ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია მუშაობს ძეგლთა დაცვისა და ჩვენი კულტურის დაცვის მიმართულებით, ამდენად, მნიშვნელოვანია ჩვენი არასამთავრობო სექტორის შენარჩუნება, უცხოელი პარტნიორების მხარდაჭერით მათი გაძლიერება, რაც იყო და რამაც აქამდე მოგვიყვანა და რაც უთუოდ გაგრძელდება, რადგან ეს ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი მოსახლეობის ძალიან მკაფიო სურვილი და ნებაა, რომელსაც ვერავინ შეცვლის. და ამ ყველაფრის სიმბოლო სწორედ არხოტში გუშინწინდელი ღონისძიებაა, რომ ჩვენ ვდგავართ იქ, სადაც უნდა ვიდგეთ; ჩვენ გვყავს ის პარტნიორები, რომლებიც უნდა გვყავდეს; ჩვენ ვაფასებთ პარტნიორებს და ვიცით ასევე ჩვენი წარსულის და ჩვენი ძეგლების ფასი; ვიცით სად ვიყავით, სად ვართ და სად მივდივართ“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მსგავსი თემები