აშშ უკრაინას 250 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს

,,აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დღეს განცხადებას გაავრცელებს უკრაინისთვის 250 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების მორიგი ახალი პაკეტის გადაცემის შესახებ”, – განაცხადა ამერიკის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა გერმანიაში უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის დაწყების წინ.

„მოხარული ვარ გამოვაცხადო, რომ დღეს პრეზიდენტი ბაიდენი უკრაინისთვის 250 მილიონი დოლარის ოდენობის უსაფრთხოების სფეროში დახმარების დამატებითი პაკეტის გამოყოფის შესახებ განცხადებას გააკეთებს“, – თქვა ოსტინმა.

მან იმედი გამოთქვა, რომ დახმარება ხელს შეუწყობს და კიევის საჭიროებებს დააკმაყოფილებს, ხოლო ახალი შეიარაღების მიწოდება „სამხედრო სისწრაფით მოხდება“. მისი თქმით, საკონტაქტო ჯგუფი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებისა და ჯავშანტექნიკის მიწოდებაზეა კონცენტრირებული.

მსგავსი თემები