რადამ კულებას გადადგომის განცხადება დაუკმაყოფილა

რადამ დმიტრო კულებას საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის განცხადებას მხარი დაუჭირა. განცხადება მან უკრაინის პარლამენტს კვირის დასაწყისში წარუდგინა, ისევე როგორც რამდენიმე სხვა მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა. გუშინ რადამ კულებას გარდა, ყველა განცხადება განიხილა და ერთის გარდა, დააკმაყოფილა. კულებას გადადგომაზე კენჭისყრა კი დღეს გაიმართა.

მეტი...

ზელენსკი ბერლინში უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის სხდომას დაესწრება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პარასკევს ბერლინში ჩავა და საკონტაქტო ჯგუფის მორიგ შეხვედრას დაესწრება. ზელენსკის პირადად სურს მიმართოს პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს და მათ რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად საჭირო იარაღის მიწოდებაზე ესაუბროს. „ბერლინში აცხადებენ, რომ ზელენსკის უკრაინის პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებისთვის სურს, რომ ვითარების სერიოზულობა შთამბეჭდავად აღწეროს. უკრაინის სახელმწიფო მეთაურს აგრეთვე სურს პარტნიორებს ახალი იარაღის მიწოდება, მათ შორის შორი მანძილზე მოქმედი რაკეტებისა და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის გაძლიერება სთხოვოს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში. უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი უკვე გერმანიაშია და მის კოლეგებთან მნიშვნელოვან შეხვედრებს მართავს. დღეს მას აგრეთვე გერმანიის თავდაცვის მინისტრთან ბორის…

მეტი...

აფგან მუხთარლიმ საქართველოსა და აზერბაიჯანს ევროსასამართლოში დავა მოუგო

აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა აფგან მუხთარლიმ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოსა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ დავა მოიგო. ევროსასამართლომ დაადგინა, რომ საქართველომ დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლი (წამების აკრძალვა) და მე-5 მუხლი (თავისუფლებისა და პირადი უსაფრთხოების უფლება) განმცხადებლის გატაცების, არასათანადო მოპყრობის შესახებ ეფექტური გამოძიების ჩატარებით და უკანონო ტრანსპორტირებით აზერბაიჯანში; თუმცა, სასამართლომ არ დაადგინა მე-3 და მე-5 მუხლების „მატერიალური დარღვევა“ (არასათანადო მოპყრობასა და დაკავებასთან დაკავშირებით). სასამართლომ დაადგინა აზერბაიჯანის მიერ კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის დარღვევა (თავისუფლებისა და პიროვნების უსაფრთხოების უფლება), რომლის მიხედვითაც დაკავებული პირი დაუყოვნებლივ უნდა წარდგეს მოსამართლის, ან კანონით მინიჭებული სასამართლო უფლებამოსილების…

მეტი...

კანცელარიასთან მედიკამენტების დროულად გაცემის მოთხოვნით იშვიათი დიაგნოზის მქონე მოზარდების მშობლებმა აქცია გამართეს

მთავრობის ადმინისტრაციასთან, იშვიათი დიაგნოზის მქონე მოზარდების მშობლები შეიკრიბნენ. მოქალაქეები პრემიერს და ჯანდაცვის მინისტრს 10-დღიან ვადას აძლევენ, რომ მათ წერილს და მოთხოვნას გაეცნონ. მშობლებს აინტერესებთ, რატომ აგვიანებს სახელმწიფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტების გაცემას. მათი განცხადებით, მედიკამენტების დეფიციტთან ერთად, პრობლემაა საჭირო კვლევების დაფინანსებაც. ,,როცა დაინახეს, რომ აღარ მივდიოდით, კამერები, ტელევიზიები, ჟურნალისტები ჩაერთეთ, 10 წუთში გაჩნდა მედიკამენტი, თურმე შეძენა შესაძლებელი ყოფილა, მედიკამენტ “ჰუმირაზეა” საუბარი, 10 წუთში მომცეს მისამართი და წავედი. დამხვდა სამი ეკიპაჟი საპატრულო პოლიციის, მანქანიდან გადმომსვეს, მითხრეს, 2023 წელს მანქანის ჯარიმა მქონია, აღსრულება დაიწყეს და ანუ შანტაჟის ენით დაგვიწყეს ლაპარაკი”, – თქვა მშობელმა,…

მეტი...

ჭაბუკ ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატიდან ქართველი ძიუდოისტები სამშობლოში ორი მედლით დაბრუნდნენ

პერუში გაიმართა ჭაბუკ ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელზეც საქართველოს ნაკრებმა ორი მედალი მოიპოვა. ჩემპიონობა გიორგი გივიშვილმა (-66 კგ) იზეიმა, მესამე ადგილი კი ნოდარ კობალაძემ (+90 კგ) დაიკავა. წარმატება სპორტსმენებს საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ გიორგი არაბულმა, საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი ათაბეგაშვილმა და გულშემატკივრებმა მიულოცეს. გიორგი გივიშვილმა ფინალში ნეიტრალური დროშით მოასპარეზე აბდულახ პარჩიევს სძლია, ნოდარ კობალაძემ კი ბრინჯაოს მედლისთვის ორთაბრძოლაში ფრანგი ჟან პასკალ ბი გოლი და კოსტა დაამარცხა. მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველი ძიუდოისტები საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდნენ.

მეტი...

„სკოლაში მთელი დღე ვბღაოდით, ცოტა ხნის წინ დაოჯახდა“ – რას ამბობს მასწავლებელი სარკინიგზო ავარიის დროს დაღუპულ 23 წლის ბიჭზე

3 სექტემბერს თბილისში, დიდუბე- ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო ავარიის შედეგად, გეგმიური სამუშაოების შესრულების დროს, „საქართველოს რკინიგზის” ორი თანამშრომელი დაიღუპა. მათ შორის ერთ-ერთი გარდაცვლილი სამტრედიელი, 23 წლის ლაშა ცაგარეიშვილია. „გურია ნიუსის“ ცნობით, ლაშა ცაგარეიშვილი სამტრედიის მეთერთმეტე საჯარო სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულია. გამოცემა მომხდარზე მისი სკოლის პედაგოგის ლუდა სტურუას კომენტარს ავრცელებს: „ლაშას სკოლაში მთელი დღე ვბღაოდით. განსაკუთრებული ახალგაზრდა, ნიჭიერი, გამორჩეული თავისი თანატოლებისგან. შრომისმოყვარე ოჯახის შვილი, კეთილშობილი ბიჭი. მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდა სულ ცოტა ხნის წინ დაოჯახდა. მთელი სამტრედია დამწუხრებულია და ადამიანები მეორე დღეა, სოციალური ქსელის მეშვეობით ავრცელებენ ინფორმაციებს იმის თაობაზე, თუ რა საუკეთესო…

მეტი...

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ მობილურ ვეტერინარულ კლინიკაში სტერილიზაცია-კასტრაციის ოპერაციები და ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ამჯერად ლილოს დასახლებაში ბინადარ ცხოველებს ჩაუტარა

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ მობილურ ვეტერინარულ კლინიკაში სტერილიზაცია-კასტრაციის ოპერაციები და ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ამჯერად ლილოს დასახლებაში ბინადარ ცხოველებს ჩაუტარა. სტერილიზაციის პროცესი მათზე მზრუნველ ადამიანებთან კოორდინაციით განხორციელდა, რომლებმაც ოპერაციის დასრულების შემდეგ, სტერილური და ვაქცინირებული ცხოველები ჩაიბარეს. თქვენი უბნის ბინადარი ძაღლებისა და კატების სტერილიზაცია-კასტრაციისათვის, გთხოვთ, დაგვიკავშირდით სააგენტოს ცხელ ხაზზე – 0322 421 424. მობილური ვეტკლინიკის საშუალებით, მიუსაფარი ცხოველების თავიანთ უბნებში სტერილიზაცია, მნიშვნელოვნად დააჩქარებს დედაქალაქში ქუჩის ბინადარი ცხოველების პოპულაციის ჰუმანური გზით შემცირების პროცესს.

მეტი...

„მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ზღვაზე შტორმი“ – გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს: „5 სექტემბერს დღის ბოლოდან 6 სექტემბერის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმი. მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მეტი...

საქართველოს ნაკრებისა და „მილანის“ ლეგენდების მატჩზე ბილეთების გაყიდვა დღეს დაიწყება

საქართველოს ნაკრებისა და „მილანის“ ლეგენდების მატჩზე ბილეთების გაყიდვა დღეს 12:00 საათიდან TKT.ge-ზე დაიწყება. ბილეთის ფასი 10, 30 და 50 ლარი იქნება. თითოეულ მომხმარებელს მატჩზე დასასწრები, მაქსიმუმ, ორი ბილეთის შეძენა შეუძლია. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და თბილისის მერიის ორგანიზებით, თბილისში ქართული და მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავების მატჩი 21 სექტემბერს გაიმართება. მატჩი 21 სექტემბერს, 19:00 საათზე, მიხეილ მესხის სტადიონზე შედგება. კაკა, რივალდო, კაფუ, დიდა ეს იმ ფეხბურთელთა არასრული სიაა, რომლებიც საქართველოში ჩამოვლენ. ლეგენდარულია საქართველოს ნაკრებიც, მის შემადგენლობაში იქნება კახა კალაძეც. ქართული ფეხბურთის ლეგენდებს თემურ ქეცბაია გაწვრთნის.

მეტი...

დღეს პარალიმპიადაზე ზურაბ ზურაბიანი იასპარეზებს

დღეს პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე პარაძიუდოისტი ზურაბ ზურაბიანი (60 კგ) იასპარეზებს. მისი პირველი მეტოქე ჩილელი ჯოან ერერა იქნება. შეხვედრა თბილისის დროით 13:10 საათზე დაიწყება. პარიზის პარალიმპიადაზე საქართველოს ამ დროისთვის ოთხი მედალი აქვს. ჩემპიონობა პარამძლეოსანმა გიგა ოჩხიკიძემ იზეიმა, ვერცხლის მედალს ლადო ჭინჭარაული დაეუფლა, ბრინჯაოს მედლები კი ეტლით მოფარიკავე ნინა თიბილაშვილმა და 19 წლის პარატაეკვონდოისტმა ანა ჯაფარიძემ მოიპოვეს.

მეტი...

ირაკლი ეძგვერაძე იზოლატორში რჩება

პარტია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საკრებულოს დეპუტატი, ირაკლი ეძგვერაძე წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება. ის პოლიციამ ადმინისტრაციული წესით გუშინ ღამით, გლდანში, საკუთარ სახლთან დააკავა. ,,მას ეტყობა ტანზე სისხლნაჟღენთები, დალურჯებები, მას ეტყოდა ასევე კისრის მიდამოებში დალურჯებები და ირაკლი ამბობს, რომ მასზე იძალადეს ავტოფარეხში. ადვოკატს არ მოგვცეს საშუალება, რომ დავსწრებოდი მის დაკავებას, ან ამის შემდეგ ეთქვათ, თუ სად გადაიყვანეს. ეს ყველაფერი არის კანონდარღვევა. კადრებში გავრცელებულია თუ ვინ ძალადობს ირაკლი ეძგვერაძეზე, ირაკლიმაც იცის მასზე ვინ იძალადა. ველოდებით საგამოძიებო უწყებას, რომელიც დაინტერესდება და დაიწყებს გამოძიებას, მაგრამ, რა თქმა უნდა, მე აქვე ვაფიქსირებ, რომ დღემდე კოკა კაციტაძის…

მეტი...

ტრამპი და ჰარისი დებატების წესებზე შეთანხმდნენ

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატები კამალა ჰარისი და დონალდ ტრამპი ამერიკულ ტელეარხ ABC-ის ეთერში 10 სექტემბერს გასამართ დებატების წესებზე შეთანხმდნენ. წესების თანახმად, კანდიდატებს კითხვებს მხოლოდ დებატების მოდერატორები, დევიდ მიუირი და ლინსი დევისი დაუსვამენ. თითო კანდიდატს თითო პასუხის გასაცემად ორი წუთი ექნება. ოპონენტის გამოსვლის დროს მიკროფონი გათიშული იქნება. ტრამპს და ჰარისს ქაღალდს, საწერ კალამსა და ერთ ბოთლ წყალს მისცემენ. წინასწარ მომზადებული კონსპექტების გამოყენება აკრძალული იქნება. დებატებში მონაწილეებს აგრეთვე მთელი ღონისძიების პერიოდში, მათ შორის სარეკლამო ჭრის დროს, აკრძალული ექნებათ საკუთარი შტაბის წევრებთან მიახლოება და გასაუბრება.

მეტი...

პოლტავაზე რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 54-მდე გაიზარდა

პოლტავას საგანმანათლებლო დაწესებულებაზე რუსეთის დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 54-მდე გაიზარდა, 297 ადამიანი დაშავებულია. ,,სამძებრო-სამაშველო ოპერაციები გრძელდება უსაფრთხოების კომპონენტის გათვალისწინებით. დიდი ალბათობით, ნანგრევების ქვეშ შესაძლოა კიდევ ხუთამდე ადამიანი იყოს”, – აცხადებს უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური და შინაგან საქმეთა სამინისტრო. შეგახსენებთ, რომ 3 სექტემბერს, დილით, პოლტავას სამხედრო კომუნიკაციების ინსტიტუტზე სარაკეტო იერიში განხორციელდა. მედიის ინფორმაციით, რომ ეს იყო უკრაინის შეიარაღებული ძალების სასწავლო ცენტრი. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა თავდასხმა და თქვა, რომ იერიში მიიტანა უკრაინის შეიარაღებული ძალების 179-ე ერთობლივი სასწავლო ცენტრი.

მეტი...

ცნობილია „ოქროს ბურთის“ 30 ნომინანტი

ფრანგულმა გამოცემა France Football-მა დაასახელა 2024 წლის „ოქროს ბურთის“ ნომინანტები. ჯილდოზე პრეტენზიას აცხადებს 30 ფეხბურთელი: ვინისიუსი, ტონი კროოსი, ჯუდ ბელინგემი, დანი კარვახალი, ანტონიო რიუდიგერი, ფედერიკო ვალვერდე (ყველა – რეალი), როდრი, ერლინგ ჰალანდი, ფილ ფოდენი, რუბენ დიაში (ყველა – მანჩესტერ სიტი), ბუკაიო საკა, ვილიამ სალიბა, მარტინ ედეგორი, დეკლან რაისი (ყველა – არსენალი), ფლორიან ვირტცი, გრანიტ ჯაკა, ალექს გრიმალდო (ყველა – ლევერკუზენი), კილიან მბაპე, ვიტინია (ორივე – პსჟ), ჰაქან ჩალჰანოგლუ, ლაუტარო მარტინესი (ორივე – ინტერი), ემილიანო მარტინესი (ასტონ ვილა), ნიკო უილიამსი (ბილბაო), არტიომ დოვბიკი (ჟირონა), დანი ოლმო (ლაიპციგი), მატს ჰუმელსი (დორტმუნდი), ჰარი…

მეტი...

საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა

საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 3.4 მაგნიტუდა შეადგინა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის ინფორმაციით, მიწისძვრა ჩეჩნეთში, საქართველოს საზღვრიდან 98 კილომეტრში მოხდა.

მეტი...

უკრაინაში დმიტრო კულებას შემცვლელი დაასახელეს

უკრაინაში დმიტრო კულებას შემცვლელი დაასახელეს. ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებით, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს კულებას პირველი მოადგილე ანდრეი სიბიგა დაიკავებს. სიბიგა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე 2021 წლის ივლისში დაინიშნა, მანამდე, 2016-2021 წლებში იყო უკრაინის ელჩი თურქეთში. დღეს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. გადაწყვეტილების მიზეზი კულებას არ განუმარტავს.

მეტი...

,,გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელს არავითარი პერსპექტივა არ აქვს” – პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელს არავითარი პერსპექტივა არ აქვს. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 450-მა ორგანიზაციამ მიმართა იუსტიციის სამინისტროს და ამ ფონზე კიდევ უფრო შეუძლებელი გახდა სარჩელის წარმატება. „ვფიქრობ, არავითარი პერსპექტივა ამ სარჩელს არც მანამდე ჰქონდა და ახლა მითუმეტეს არ აქვს, ამას დაემატა ახლა უკვე „სირცხვილიას“ აღიარება, ამას დაემატა 450 ორგანიზაციის მიმართვა იუსტიციის სამინისტროსადმი, ამ ფონზე კიდევ უფრო შეუძლებელი გახდა ამ სარჩელის წარმატება. რეალურად ყველაფრით დამტკიცდა, რომ არც სტიგმატიზაციისა და არც შეზღუდვების პრობლემა არ არსებობს. როგორ შეიძლება, გაასაჩივრო კანონი, რომელიც ითვალისწინებს ერთადერთ რამეს – ხარ…

მეტი...

ნოვოროსიისკზე საზღვაო დრონებით შეტევა იყო

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ ნოვოროსიისკის მახლობლად უკრაინის ორი უეკიპაჟო კატარი გაანადგურეს. ადგილობრივმა ხელისუფლებამ და სოციალური მედიის მომხმარებლებმა დაწერა, რომ თავდასხმა ხუთშაბათს ღამით მოიგერიეს და ქალაქში განგაში გამოცხადდა. უეკიპაჟო კატერების გარდა, რუსეთის სამინისტრო იტყობინება ჩამოგდებული დრონებისა და რაკეტების შესახებ – უწყების თანახმად, ერთი რაკეტა და ორი დრონი ჩამოაგდეს ბელგოროდის რეგიონში, სამი დრონი კურსკის რეგიონში და კიდევ ორი ​​ბრაიანსკის რეგიონში.

მეტი...

ირაკლი ნადირაძემ საპატიმრო დატოვა

,,ვნახეთ განცხადება “ოცნების” მხრიდან, რომ დაიწყებდნენ დევნას. რამდენიმე საათი დასჭირდათ, რომ ეს მინი-სპეცოპერაცია გაკეთებულიყო”, – ამის შესახებ “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრმა ირაკლი ნადირაძემ საპატიმროს დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა. მისი თქმით, მთავარი სამიზნე გლდანის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ირაკლი ეძგვერაძე იყო. ,,როდესაც დამირეკეს, რომ ადგილი ჰქონდა პროვოკაციას, მოვედი ადგილზე, უკვე მანქანაში სვამდნენ ერთადერთი კითხვა მქონდა, რატომ ხდებოდა მისი დაკავება და ვცდილობდი, რაღაცნაირად დრო გასულიყო, რომ მოსულიყვნენ ადვოკატები და ტელევიზიები იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში, სამწუხაროდ არანაირი დაცვა აღარ არსებობს, გარდა მედიის, არასამთავრობო სექტორისა და ყველანაირი ახსნა განმარტების გარეშე დამაკავეს. ხელწერილით გამომიშვეს და ალბათ,…

მეტი...

„ჰამასმა“ მძევლები ღაზაში ჩვენი შეჭრისა და სამხედრო ზეწოლის შედეგად დაგვიბრუნა” – ნეთანიაჰუ

„ჰამასმა“ ისრაელისთვის მძევლების დაბრუნება დაიწყო მაშინ, როდესაც ისრაელის თავდაცვის ძალები მაისში, რაფაჰსა და ფილადელფის დერეფანში შეიჭრნენ”, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა. მისი თქმით, მძევლების დაბრუნება სწორედ „ჰამასზე“ განხორციელებული სამხედრო ზეწოლის შედეგია. „მძევლების თაობაზე პირველი შეთანხმების მიღწევა იყო ჩვენი ღაზაში შეჭრისა და სამხედრო ზეწოლის შედეგი, რომლითაც „ჰამასმა“ დაგვიბრუნა მძევლები. ამის შემდეგ „ჰამასს“ ეგონა, საერთაშორისო ზეწოლა განხორციელდებოდა ისრაელზე და მათ არ მოუწევდათ რაიმე დათმობაზე წასვლა. თუმცა, რაფაჰში შეჭრის შემდეგ მათ აზრი შეეცვალათ. ჩვენ თუ დავტოვებთ რაფაჰს და ფილადელფის დერეფანს მათზე ზეწოლა ვერ მოხდება და ჩვენ ვერ დავიბრუნებთ მძევლებს“, – განაცხადა…

მეტი...

,,ბერლინმა უკრაინისთვის IRIS-T-ის ტიპის თავდაცვის საჰაერო სისტემის დამატებით 17 ერთეული შეუკვეთა” – შოლცი

ბერლინმა უკრაინისთვის IRIS-T-ის ტიპის თავდაცვის საჰაერო სისტემის დამატებით 17 ერთეული შეუკვეთა. ინფორმაცია გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა დაადასტურა. როგორც ირკვევა, გერმანიამ უკრაინას 7 ერთეული IRIS-T-ის სისტემა უკვე მიაწოდა. მომდევნო 4 ერთეულს უკრაინა წლის ბოლომდე მიიღებს, დარჩენილი სისტემები კი მომდევნო წლის ბოლომდე გადაეცემა. გერმანიის კანცლერის თქმით, IRIS-T-ის სისტემები უკრაინის თავდაცვის ძალებს 250-ზე მეტი რაკეტის და სხვადასხვა ტიპის დრონების მოგიერიებაში უკვე დაეხმარა და არაერთი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. ,,ეს აჩვენებს, რომ უკრაინისადმი გერმანიის მხარდაჭერა არ იკლებს”, – თქვა გერმანიის კანცლერმა. შოლცის თქმით, გერმანია 6 ერთეულ IRIS-T-ის სისტემას საკუთარი თავდაცვის ძალებისთვისაც შეიძენს, რაც მნიშვნელოვან როლს…

მეტი...

„ნაციონალური მოძრაობის“ თეორიული დაბრუნება ნიშნავს ქვეყნის ევროპული პერსპექტივის დასრულებას” – პრემიერი

„ნაციონალური მოძრაობის“ თეორიული დაბრუნება ნიშნავს ქვეყნის ევროპული პერსპექტივის დასრულებას, ეს არის ყველაზე ანტიევროპული პოლიტიკური ძალა”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა “იმედი LIVE”-ში განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, სწორედ იქ დამთავრდება ევროპული პერსპექტივა, სადაც დაბრუნდება „ნაციონალური მოძრაობა“ და ამას ქართული საზოგადოება არ დაუშვებს. „ისინი ამბობენ, რომ არსებობს „ნაციონალური მოძრაობის“ ოთხი განშტოება, სულ ერთია, რომელს მისცემთ ხმას, მაგრამ ამ „ნცმოძრაობის“ ოთხი განშტოებიდან ერთ-ერთს უნდა მისცეთ ხმა. ეს მესიჯი რომ გავაგრძელოთ, „ნაცმოძრაობა“ თუ არ დაბრუნდება ხელისუფლებაში, ისე ქვეყანას ევროპული პერსპექტივა არ აქვს. საბოლოოდ, ამ მესიჯამდე მიდიან. ანუ, უნდა დაბრუნდეს „ნაციონალური მოძრაობა“,…

მეტი...

,,ოპოზიციას არ აქვს არჩევნების მოგების არავითარი იმედი და ორიენტირებულები არიან პროვოკაციული გეგმების შემუშავებაზე” – პრემიერი

,,ამ ეტაპზე არჩევნები წარიმართება მშვიდ გარემოში, თუმცა რისკები არსებობს; ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამ რისკების პრევენციისთვის”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა “იმედი LIVE”-ში განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ამ რისკებზე საუბრის საფუძველს იძლევა სხვადასხვა გარემოება, მათ შორის, წარსული გამოცდილება. „რადიკალური ოპოზიცია ყოველ ჯერზე ცდილობდა და პრინციპში აღწევდა საარჩევნო გარემოს რადიკალიზაციას. ეს იყო ყოველთვის მათი დღის წესრიგი და აქედან გამომდინარე, დღესაც არ გვაქვს განსხვავებული მოლოდინი. გამომდინარე იქიდან, რომ კიდევ უფრო დიდი ფასი აქვს ამ არჩევნებს, ვიდრე ჰქონდა თუნდაც წინა არჩევნებს. მათი მოტივაცია, რომ მოახდინონ არჩევნების რადიკალიზაცია, გარემოს რადიკალიზაცია,…

მეტი...