ტრამპი და ჰარისი დებატების წესებზე შეთანხმდნენ

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატები კამალა ჰარისი და დონალდ ტრამპი ამერიკულ ტელეარხ ABC-ის ეთერში 10 სექტემბერს გასამართ დებატების წესებზე შეთანხმდნენ.

წესების თანახმად, კანდიდატებს კითხვებს მხოლოდ დებატების მოდერატორები, დევიდ მიუირი და ლინსი დევისი დაუსვამენ. თითო კანდიდატს თითო პასუხის გასაცემად ორი წუთი ექნება. ოპონენტის გამოსვლის დროს მიკროფონი გათიშული იქნება.

ტრამპს და ჰარისს ქაღალდს, საწერ კალამსა და ერთ ბოთლ წყალს მისცემენ. წინასწარ მომზადებული კონსპექტების გამოყენება აკრძალული იქნება. დებატებში მონაწილეებს აგრეთვე მთელი ღონისძიების პერიოდში, მათ შორის სარეკლამო ჭრის დროს, აკრძალული ექნებათ საკუთარი შტაბის წევრებთან მიახლოება და გასაუბრება.

მსგავსი თემები